ნუტი 22-31 იანვარი, 8-22 სექტემბერი
ქალღმერთი ნუტი, განასახიერებს მკაცრ დედას, იგი ეგვიპტურ მითოლოგიაში მნიშვნელობით მეორე ქალღმერთია ისიდას შემდეგ. მისი სახელი პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმნება, როგორც "დედა". ნუტს გამოსახავდნენ ქალის სახით და თავზე ორმაგი გვირგვინით: ზედა და ქვედა ეგვიპტის გვირგვინებით. ზოგჯერ კი მას გამოსახავდნენ უფრო საშიში ფორმით - ძუ ლომის, ან გრიფის (ლომარწივი) სახით.
ნუტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები მომთხოვნები არიან როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. მათგან შორსაა რომანტიკა, სამაგიეროდ მუდამ მზად არიან დახმარება გაუწიონ არა სიტყვით, არამედ საქმით. მათ შორის ძალიან ბევრი ექსპერიმენტატორები, გამომცდელები და პროგრესული ადამიანები არიან.
ნუტები დიდი ფიზიკური ძალით, ჯანმრთელობით და ნებისმიერი უსიამოვნების წინასწარ განჭვრეტის უნარით გამოირჩევიან.
ხასიათის მიხედვით ნუტები ძალიან ემოციურები არიან, ამიტომ მათ ხშირად აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. ისინი ხშირად მწუხარებიდან მხიარულებაში (ან პირიქით) ძალიან ადვილად გადადიან. მათთვის თავის მოწონება ძალიან ძნელია, დიდი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს ის, ვისაც ნუტისთვის თავის მოწონება სურს.
მათ შეუძლიათ სხვა ადამიანებისგან დისტანცია დაიჭირონ და საკუთარი მიზნები ისე განახორციელონ. ასე ისინი ნეგატიური ემოციებისგან თავის დაღწევას ცდილობენ.
პირად ურთიერთობას მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ზოგ შემთხვევაში, გადაჭარბებული ემოციებისა და შიშების მიუხედავად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა მიაღწიონ სულიერ წონასწორობასა და მყარ კავშირს საკუთარ პარტნიორთან.