სეხმეტი 29-31 ივლისი, 1-11 აგვისტო, 30 ოქტომბერი - 7 ნოემბერი
სეხმეტი ძალას, სიმძლავრეს ნიშნავს, იგი ძველ ეგვიპტეში ჩხუბისა და ომის ლომისთავიან ქალღმერთს წარმოადგენდა. მისი სამართალი მიუკერძოებელი იყო და ცხოვრების მთავარ მიზანს სამართლიანობა წარმოადგენდა. სეხმეტს გამოსახავდნენ ლომის ან ქალის სახით, გრძელ ტუნიკაში ჩაცმულს და ლომის თავით.
სეხმეტი გვალვას, ან წყალდიდობას იწვევდა, და საერთოდ, ყველა ადამიანური უბედურების წყაროდ მიიჩნეოდა. ის ეპიდემიებსაც ავრცელებდა, თუმცა სეხმეტის შესაძლებლობებში დაავადებებისგან განკურნებაც შედიოდა. იგი ექიმებსა და მაგებს მფარველობდა.
სეხმეტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ადამიანები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ, ისინი ძალიან მომთხოვნები არიან, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვებთან მიმართებაში. ხასიათდებიან ერთნაირი ნიჭით ნებისმიერ პროფესიაში, სადაც უხდებათ ხალხთან ურთიერთობა და გადაწყვეტილებების მიღება.
იღბალი მათი გამორჩეული იარაღია, ისინი ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდებიან ხოლმე და რა საქმესაც არ უნდა მოკიდონ ხელი, წარმატება მათი მეგზურია.
ისინი თმის ღერიდან ფრჩხილებამდე, მომავალი პერფექციონისტები არიან, ამიტომ დაუკმაყოფილებლოიბის გრძნობა მუდამ თან სდევთ, თუმცა მეტი მოქნილიობა, ფანტაზია და ნაკლები თვითკრიტიკა გაცილებით მარტივს გახდიდა მათთვის ცხოვრებას.
ხასიათის მიხედვით სეხმეტები ამაყი, შეუდრეკელი და ტემპერამენტიანები არიან. მათ ბევრი მეგობრები ყავთ, თუმცა ყოველთვის არ არიან შემწყნარებლები მათ მიმართ. ისინი კარგად აკონტროლებენ საკუთარ თავს, ამიტომ ნაკლებად უშვებენ შეცდომებს.
პირად ცხოვრებაში სეხმეტების გარეგნული სიამაყის მიღმა პატიოსანი და მგრძნობიარე ნატურა იმალება, ისინი ძალიან ფრთხილები არიან პარტნიორებთან ურთიერთობებში, განსაკუთრებულად უდგებიან და უფრთხილდებიან მათთან ურთიერთობას.