ისიდა 11-31 მარტი, 18-29 ოქტომბერი, 19-31 დეკემბერი
ისიდა დედობისა და ქალურობის სიმბოლოა, იგი ოსირისის მეუღლეა, რომელიც განასახიერებს დედა ქალღმერთს და იცავს ახალშობილებს, ასევე ზღვაოსნებს. ეგვიპტეში ისიდამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა იმის გამო, რომ მან გააცოცხლა ქმარი ოსირისი, რომელიც საკუთარმა ძმამ ეჭვიანობის გამო მოკლა.
ისიდას ხშირად გამოსახავენ როგორც ქალს, რომლის თავზე ხარის რქებს შორის ანათებს მზის დისკო. ზოგიერთ გამოსახულებაზე კი მას მუხლებზე საკუთარი ვაჟი ჰორი (ჰოროსი) უზის ხოლმე.
ისიდას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების (განსაკუთრებით ქალების) ძირითად არსი სიყვარულია, ისინი სითბოს და სიკეთეს ასხივებენ, თუმცა ამასთან ერთად ზუსტად იციან რა უნდათ ცხოვრებისგან, ვარსკვლავები მათ პედაგოგიკაში და ეკონომიკაში წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ.
ისიდებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწიონ, ამაში მათ ვერანაირი უარყოფითი ძალა ხელს ვერ უშლის. ისინი სიცოცხლისმოყვარულები, გახსნილები და ამბიციურები არიან, უყვართ ექსპერიმენტები და ცხოვრობენ ყოველგვარი ცრურწმენებისა და სინდისის ქეჯნის გარეშე. ისიდები მშვიდები, მიმნდომები და გულუხვები არიან, უყვართ ადამიანები და თავადაც ენდობიან მათ.
პირად ცხოვრებაში ისინი დიდი და ხანგრძლივი სიყვარულით გამოირჩევიან, ხელს უწყობენ ოჯახური ცხოვრების გახალისებას სასიამოვნო (ხანდახან არც ისე), სიურპრიზებით. თუმცა ისეთი იდეალისტები არიან, რომ ერთხელ, პარტნიორთან იმედგაცრუების შემთხვევაში, იმედი უცრუვდებათ და სხვა პარტნიორის ძებნას, მარტო ცხოვრებას არჩევენ ხოლმე.