მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 15207 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

დღენაკლული ბავშვიდღენაკლულად ითვლება ბავშვი, რომელიც დაიბადა 37-38 კვირაზე ადრე და მისი სხეულის მასა 2,5 კგ-ზე ნაკლებია.

თუ ბავშვი დაიბადა ზუსტად 38 კვირაზე და მისი მასა 2,5 კგ-ია, ასეთი ბავშვი დღენაკლულად არ მიიჩნევა.

ჩვეულებრივ, ბავშვის წონა ძირითადად დამოკიდებულია ორსულობის ვადაზე, ხოლო დღენაკლული ბავშვი გარეგნული იერსახით მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივი, ვადაში დაბადებული ბავშვისგან.

დღენაკლულ ბავშვებისთვის, მცირე მასისა და სიგრძის გარდა დამახასიათებელია:

სხეულის არაპროპორციული აგებულება;

კანის საფარი უფრო ჰიპერემირებულია (წითელია);

ძვლები არის რბილი;

ფრჩხილები ვერ ფარავს თითების ფალანგებს;

თავის ქალას ნაკერები ღიაა არ არის შეზრდილი;

გოგონებს განუვითარებელი აქვთ დიდი სასირცხვო ბაგეები (ისინი არ ფარავენ მცირე სასირცხვო ბაგეებს);

ვაჟების სათესლე ჯირკვლები არ არის ჩამოსული სათესლე პარკში;

და სხვა...

თუ ბავშვი დაიბადა 1.5 კგ-ზე დაბალი მასით, იგი ღრმა დღენაკლულ ბავშვად მიიჩნევა, ხოლო 1 კგ-ზე დაბალი მასის ბავშვი ითვლება ნაყოფად.

იმისათვის, რომ დადგენილი იქნას დღენაკლულობის სიმძიმის ხარისხი, ბავშვის წონისა და ორსულობის ვადის გარდა ითვალისწინებენ სხვა ნიშნებსაც, მაგალითად: პათოლოგიური მდგომარეობის არსებობა, სიმწიფის ხარისხის შესაბამისობა, დედის შესაძლო დაავადებები და ა.შ.

ამ დროს სიმწიფის ხარისხის სწორად განსაზღვრა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.


ბავშვის სიმწიფის ხარისხი


დღენაკლული ბავშვის სიმწიფის ხარისხისიმწიფის ხარისხი განისაზღვრება ბავშვის რეაქციით, რეფლექსების არსებობით, კუნთოვანი ტონუსის მდგომარეობით, მოძრაობის აქტიურობით, სითბოს შენარჩუნების უნარით და ა.შ.

შესაძლებელია დაახლოებით 2 კგ მასის დღენაკლული ბავშვები, თუ ისინი ჯანმრთელები არიან, იყვნენ აქტიურები, გააჩნდეთ კარგი ტონუსი, რეფლექსები, შეეძლოთ წოვა და ა.შ.

დაახლოებით 1.5 კგ მასის აღნიშნული რეაქციების მქონე ბავშვებსაც უკვე შეუძლიათ საწოვარადან საკვების მიღება სიცოცხლის პირველ კვირაში.

გაცილებით რთულია იმ ბავშვების მდგომარეობა, რომელთა დედების ორსულობის პერიოდი მიმდინარეობდა გართულებებით და ნაყოფს აღენიშნებოდა მაგალითად - საშვილოსნოსშიდა ჰიპოქსია. როგორც წესი, ასეთი ბავშვები იბადებიან უფრო მძიმე მდგომარეობით.

ყველაზე რთულად მიიჩნევიან ბავშვები რომელთა მასა დაბადებისას 900 გრ და უფრო ნაკლებია.

ერთი შეხედვით ამგვარი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ექიმებს გააჩნიათ ასეთი დაბალი წონის ბავშვების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების დიდი გამოცდილება.

ბავშვის ბევრი შინაგანი ორგანოების მოუმწიფებლობის და პათოლოგიური რისკის არსებობის გამო ექიმები მაშინვე ატარებენ მთელი რიგი ღონისძიებების კომპლექსს, რათა შექმნან ყველაზე ოპტიმალური პირობები მისი სიცოცხლის დასაცავად.

დაბადებისთანავე, ბავშვის ზედა სასუნთქ გზებს ასუფთავებენ ლორწოსგან, შესაძლოა საჭირო გახდეს ლორწოს ამოსუფთავება კუჭიდანაც.

დღენაკლული ბავშვის სიმწიფის ხარისხის განსაზღვრათუ ბავშვი არ სუნთქავს, ან დამოუკიდებად ცუდად სუნთქავს, მას უტარებენ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას. აგრეთვე მის ორგანიზმში შეჰყავთ ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი სამედიცინო პრეპარატები.

ბავშვს იმ მდგომარეობაზე დამოკიდებულებით, რომელშიც იმყოფება, ათავსებენ სპეციალურ ინკუბატორში (კიუვეზი), რომლის კონსტრუქციაც საშუალებას იძლევა დღენაკლულობის ხარისხის გათვალისწინებით შექმნილი იქნას აუცილებელი მიკროკლიმატი. აგრეთვე, აუცილებლად რეგულირდება ჰაერის ტენიანობა.

ინკუბატორი იძლევა ბავშვის სრულყოფილი მონიტორინგის და მთელი რიგი მანიპულაციების ჩატარების საშუალებას ისე, რომ საჭირო არ გახდეს ბავშვის იქედან ამოყვანა.

ბავშვის ინკუბატორში (კიუვეზში) ყოფნის ხანგრძლივობა ასევე დამოკიდებულია მისი სხეულის მასაზე. შემდეგ ბავშვი გადაჰყავთ ღია ინკუბატორში, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ სპეციალურ განყოფილებაში.


ზოგადი რჩევები დღენაკლული ბავშვების დედებს:


ზოგადი რჩევები დღენაკლული ბავშვების დედებს თქვენი პატარა ჯერ-ჯერობით ოდნავ განსხვავებულია სხვა ბავშვებთან შედარებით, მაგრამ დროთა განმავლობაში და თქვენი დახმარებით იგი შეძლებს მალე დაეწიოს და გაუთანაბრდეს თანატოლებს ზრდა-განვითარებაში;

იბრძოლეთ, რომ ასწავლოთ და მიაჩვიოთ მკერდით კვებას. ასეთი ბავშვებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია;

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას. დღენაკლული ბავშვები ჭამენ ძალიან ნელა და ჩვეულებრივზე მცირე პორციებით, თუმცა რამდენადმე ხშირად, ვიდრე ჩვეულებრივი ბავშვები. საკვების მიღებას შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.

დღენაკლული ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან ინფექციების მიმართ, ამიტომ აუცლებელია იმ შენობის იდეალური სისუფთავე, სადაც იმყოფება პატარა და რაც მთავარია, პირველ ხანებში მაქსიმალურად უნდა შეიღუდოს მისი მონახულების მსურველთა რაოდენობა.

პირველ ხანებში, სპეციალისტების მიერ არ არის რეკომენდებული ბავშვის მუცელზე წოლა, ამიტომ უმჯობესია იგი ზურგზე დააწვინოთ;

ბანაობის დროს, წყლის ტემპერატურა არ უნდა იყოს 37°С-ზე ნაკლები;

შენობის ტემპერატურა, სადაც იმყოფება დღენაკლული ბავშვი, უნდა იყოს დაახლოებით 23-25°С;

აუცილებელია საწოვარებისა და ბოთლების სტერლიზაცია. შეეცადეთ დაიცვათ ეს წესი, განსაკუთრებით ბავშვის სიცოცხლის პირველ თვეებში;

დღენაკლული ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლოა სპეციალური მასაჟი, რომელიც უნდა ჩაატაროს გამოცდილმა სპეციალისტმა. მასაჟის მარტივი ელემენტები, მასაჟისტთან ვიზიტის შემდეგ, მშობლებს შეუძლიათ ჩაატარონ დამოუკიდებლადაც.

დამატებითი საკვების მიცემა და ვაქცინაცია უნდა გაკეთდეს მკაცრად ექიმის რეკომენდაციით;

აუცილებლად შეასრულეთ ექიმის ყველა რეკომენდაცია, ხოლო თუ მოხდება ისეთი სიტუაცია, რომ არ იცით როგორ მოიქცეთ, გამოიძახეთ სახლში ექიმი ან სასწრაფო დახმარება;


დღენაკლული ბავშვის წონა და დღენაკლულობის ხარისხი


ბავშვის სხეულის პირობითი მასა ორსულობის სხვადასხვა ვადებზე:

 

ორსულობის ვადა კვირებში ბავშვის საშუალო მასა (გრამებში)
27-28      850-1300
29 1150-1500
30 1250-1700
31 1300-1750
32 1400-1950
33 1550-2300
34 1800-2500
35-36 1950-2500


წონაზე დამოკიდებულებით, ბავშვს ანიჭებენ გარკვეულ დღენაკლულობის ხარისხს:

 

ხარისხი ბავშვის სხეულის მასა ორსულობის ვადა
1 ხარისხი 2.5-2კგ 37-35 კვირა
2 ხარისხი 2-1.5 კგ 35-33 კვირა
3 ხარისხი 1.5-1 კგ 33-31 კვირა
4 ხარისხი 1კგ-ზე ნაკლები 31-27 კვირა

 

დღენაკლული ბავშვის მოვლა

 

ტემპერატურული რეჟიმი

დღენაკლული ბავშვის მოვლაპირველ რიგში, დღენაკლულ ბავშვს სახლის პირობებში უნდა შეუქმნათ ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი.

ჰაერის ტემპერატურა ოთახში უნდა იყოს  22-25°С. ყოველ 3 საათში, 15-20 წუთის განმავლობაში უნდა მოხდეს ოთახის განავება.

უშუალოდ ბავშვის ახლოს (საბნის, პლედის ან რამე სხვა გადასაფარებლის ქვეშ) ტემპერატურა უნდა იყოს 28-32°С.

არც თუ ისე იშვიათად, საჭირო ხდება ახალშობილისთვის დამატებითი სითბო. ამ მიზნით ძალიან მოსახერხებლია სპეციალური რეზინის სათბურის (ე.წ „გრელკა) გამოყენება. სათბურში წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 60-65°С.

ელექტრო სათბურების და ელექტრო ლეიბების გამოყენება ახალშობილის გათბობისთვის არ შეიძლება.

დღენაკლულობის ხარისხისა და ტემპერატურული პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას ერთიდან - სამ რეზინის სათბურამდე. ისინი გახვეული უნდა იყოს საფენებში, პირსახოცებში ან სპეციალურ ტომსიკებში.

სათბურები თავსდება ახალშობილის ფეხებთან (პლედის/გადასაფარებლის ქვეშ) და გვერდებზე (პლედის/გადასაფარებლის ზემოდან).

სათბურები იდება ახალშობილიდან ერთი ხელის გულის მანძილზე.

ტემპერატურის მუდმივი კონტროლისთვის, პლედის/გადასაფარებლის ქვეშ, ბავშვთან ახლოს შესაძლებელია თერმომეტრის დადება.

დამწვრობის და სუნთქვის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის სათბურაზე დაწვენა ან სათბურის ზემოდან დადება (რაც არ უნდა კარგად შეფუთული იყოს სათბურა).

სათბურების შეცვლა უნდა მოხდეს 1.5-2 საათის შემდეგ, რიგრიგობით, რათა პატარა მცირე ხნის განმავლობაშიც კი არ დარჩეს სითბოს წყაროს გარეშე.

რაც შეეხება ახალშობილის სახეს, იგი აუცილებლად უნდა იყოს ღია (არ უნდა მოხდეს მასზე საბნის, პლედის ან გადასაფარებლის გადაფარება).

პირველი თვის ბოლოს, ახალშობილი უკვე დამოუკიდებლად შეძლებს „შეინარჩუნოს“ სხეულის ტემპერატურა და თანდათანობით შესაძლებელი გახდება ხელოვნური გათბობის საშუალებებზე უარის თქმა.

დღენაკლული ბავშვის სხეულის ტემპერატურა აუცილებლად უნდა გაიზომოს დილით და საღამოს. ექიმის რეკომენდაციით - ბავშვის ყოველი გახვევის დროს. ტემპერატურის გაზმოვა უნდა მოხდეს ბავშვის გახდის გარეშე.

სამოსი

თუ ბავშვის წონა დაბადებისას 2კგ-ზე მეტია, მისი გახვევა საჭირო არ არის. მას აცმევენ ისე, როგორც ჩვეულებრივ, ვადაში დაბადებულ ბავშვს.

თუ პატარა 2 კგ-ზე ნაკლებს იწონის, მისთვის გაცილებით მეტი ნივთებია საჭირო. ყველაზე მოსახერხებელია ტრიკოტაჟის კოფთა ტრიკოტაჟისვე ქუდით, კაპიუშონით და დამცავი ხელთათმანებით, ჰიგიენური საფენი და „ბოდე-კომბინოზონი“

ამგვარად ჩაცმული ბავშვი უნდა გაახვიოთ ბაიკის პლედში, დააწვინოთ შალის კონვერტზე და ზემოდან დააფაროთ ფლანელის პლედი.

პირველი თვის ბოლოს თანდათანობით უარი უნდა თქვათ კონვერტზე და პლედზე.

არ შეიძლება ბავშვის ისე მჭიდროდ გახვევა, რომ მას შეეზღუდოს სუნთქვის საშუალება. 

იმისათვის, რომ ახალშობილის ფილტვების ყველა ნაწილი სუნთქავდეს თანაბრად, საჭიროა ხშირად შეუცვალოთ ბავშვს ადგილი და დააწვინოთ იგი ხან ერთ და ხან მეორე გვერდზე.

ბანაობა

დღენაკლული ბავშვის ბანაობა, რომლის სხეული წონა 1.5 კგ-ზე ნაკლებია, პირველი 2-3 კვირის განმავლობაში არ შეიძლება.

დანარჩენი ახალშობილების ბანაობა, რომელთაც ასევე სხეულის დაბალი მასა აქვთ (2 კგ-ის ფარგლებში), უნდა გადადოთ 7-10 დღით.

პირველი სამი თვის განმავლობაში, დღენაკლულ ბავშვებს ანადუღარვ წყალში აბანავებენ. წყლის ტემპერატურა აბაზანაში უნდა იყოს 38 გრადუსი, ხოლო ოთახში, სადაც ხდება ბავშვის ბანაობა, 25 გრადუსი.

კვება

როცა ბავშვი იმყოფება სტაციონარში, ჯერ კიდევ არ შეუძლია ძუძუს დამოუკიდებლად წოვა, რადგან მის სუნთქვით, წოვით და ყლაპვის რეფლექსებს არ ძალუძთ ერთობლივად მუშაობა.

ასეთ შემთხვევაში ახალშობილს აწვდიან დედის რძეს ზონდის საშუალებით, ან წინასწარ გამოწურულ და კონტეინერში შენახულ რძეს (ან ადაპტირებულ ნარევებს) აძლევენ წვეთწვეთობით, სუნთქვითი მხარდაჭერის ფონზე.

ხშირად, მშობლები მიიჩნევენ, რომ დღენაკლულ ბავშვს სჭირდება უფრო მეტი საკვები, რათა სწრაფად მოიმატოს წონაში. ეს საშიში შეცდომაა, რადგან რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ნაკლები საკვებია მისთვის საჭირო

გარდა ამისა, ასეთ ბავშვებს ცუდად აქვთ განვითარებული საჭმლის მომნელებელი სისტემა. ამიტომ, ზედმეტმა საკვებმა, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ კვირებში, შესაძლოა მხოლოდ ავნოს მის ჯანმრთელობას.

ამ მიზეზების გამო, პედიატრები რეკომენდაციას იძლევიან აიწონოს ახალშობილი ყოველი საკვების მიღების წინ და მიღების შემდეგ, რითაც განისაზღვროს რძის რაოდენობა, რომელიც მიიღო ბავშვმა (ძუძუთი კვების შემთხვევაში).

პირველი ორი კვირის განმავლობაში, დღენაკლული ბავშვებისთვის საკვების დღიური მოცულობა გამოითვლება რომელის ფორმულით:

ფორმულის თანახმად, რძის (ან ხელოვნური რძის ნაზავის) რაოდენობა (მილიგრამებში) ახალშობილის სხეულის მასის ყოველ 100 გრამზე შეადგენს - 10+ რამდენი დღის არის ახალშობილი.

მაგალითად ბავშვი არის 7 დღის, ხოლო მისი სხეული მასა 2000 გრამია, ამ შემთხვევაში, მას დღიურად დასჭირდება - 100 გრამ მასაზე - 10+7=17 მლგ რძე, ხოლო 2000 გრამზე - 17 X 20 = 340 მლგ რძე (ან რძის ნაზავი).

კვების ულუფების რაოდენობა - რძის რაოდენობა ბავშვის ყოველი კვების დროს, განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენჯერ იღებს ბავშვი დღეში საკვებს.

ჩვენს შემთხვევაში (ზემოთ მოყვანილი მაგალითის მიხედვით), თუ ბავშვი დღეში საკვებს იღებს 8-ჯერ, მაშინი ერთ ულუფაზე მან უნდა მიიღოს 340/8=56 მლგ რძე.

მეორე კვირის ბოლოს, რძის დღური მიღების ნორმამ უნდა შაედგინოს უკვე ნაყოფის სხეულის მასის 1/5. ანუ მაგალითად, ორის კვირის ბავშვმა, რომლის სხეულის მასა 2500 გრ-ია, უნდა მიიღოს 500 მლ რძე დღის განმავლობაში.

რა თქმა უნდა პრაქტიკაში შეუძლებელია კვების დოზის 1 მლ-ის სიზუსტით დაცვა, ამიტომ უმჯობესია თუ ბოთლში ჩაასხამთ 10-15 მლ-ით მეტ რძეს, რადგან ბავშვი ხომ ვერ შეძლებს, გამოცალოს ბოთლი ბოლო წვეთამდე.

ხელოვნური კვება - სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ყველა დედას არ შეუძლია საკუთარი პატარის მკერდით გამოკვება. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია - სწორად იქნას შერჩეული რძის შემცვლელი.

დღენაკლულ ბავშვს გააჩნია ძირითადი კვებითი ნივთიერებების დიდი მოთხოვნილება (ჩვეულებრივ, ვადაში დაბადებულ ბავშვთან შედარებით). ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნივთიერებაა - ცილა, რომელიც ორგანიზმის უჯრედების და ქსოვილების "საშენ მასალას" წარმოადგენს.

გარდა ამისა, დღენაკლული ბავშვი განიცდის კალციუმისა და ფოსფორის დეფიციტს, რაც უმნიშვნელოვანესია ძვლების ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით. იხილეთ - სიმაღლეში ზრდის მეთოდები (კომპლექსური სახელმძღვანელო)

ბავშვებს, რომელთაც გააჩნიათ ამ ნივთიერებების დეფიციტი, გააჩნიათ მაღალი მიდრეკილება რაქიტის მიმართ.

რძის შემცვლელი - ჩვეულებრივი დედის რძის შემცვლელები, რომლითაც გაჯერებულია სამომხმარებლო ბაზარი, დღენაკლული ბავშვების გამოსაკვებად არ გამოდგება.

სამაგიეროდ არსებობს ნაადრევად დაბადებული ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური ადაპტირებული ნაზავები.

პრაქტიკულად, ბავშვის ხელოვნური საკვების მწარმოებელი ყველა მსხვილი ფირმა აწარმოებს საკვებს დღენაკლული და დაბალი სხეულის მასის მქონე ბავშვებისთვის.

შეძენის შემდეგ, საკვების მომზადება რეკომენდებულია სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილ ბუტილირებულ წყალზე, რომლის სანდოობა, შემადგენლობა და ხარისხი ეჭვს არ იწვევს.

საკვების შერჩევა აუცილებელია პედიატრთან კონსულტაციით, რადგან ექიმი ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებს ბავშვის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს კვებითი ნივთიერებების მიმართ, დღენაკლულობის ხარსხს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, განვითარების თავისებურებებს და მემკვიდრეობით ფაქტორს. 

ეს ლოგიკურიცაა, რადგან ერთნაირი სხეულის მასისა და დღენაკლულობის ვადის შემთხვევაშიც კი, ბავშვები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობით და გარე სამყაროსთან ადაპტაციის უნარით.

სეირნობა

ბავშვის სეირნობის დროს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო, რადგან ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის ჯანმრთელობაზე.

დღენაკლული ბავშვების სასეირნოდ გაყვანა, რომელთა სხეული მასა 1.5 კგ-ზე მეტია, შესაძლებელია უკვე დაბადებიდან 2 კვირის შემდეგ (წლის თბილ პერიოდში, როცა ჰაერის ტემპერატურა 25-26 გრადუსია).

პირველი სეირნობა უნდა იყოს ხანმოკლე და გრძელდებოდეს სულ 15-20 წუთი.

შემდგომში, სეირნობისთვის განკუთვნილმა დრომ შეიძლება ეტაპობრივად მოიმატოს (20 წუთით) და საბოლოო ჯამში შეადგინოს 1-1.5 საათი.

შემოდფომაზე და გაზაფხულზე (როცა ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსამდეა), შესაძლოა მხოლოდ 1-1.5 თვის მეძუძური ბავშვების სეირნობა, რომელთა სხეულის მასა არანკლებ 2.5 კგ-ია.

თუ ჰაერის ტემპერატურა 8-10 გრადუსზე ნაკლებია, დღენაკლული ბავშვების სეირნობა შეიძლეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ შეუსრულდათ 2 თვის ასაკი და სხეულის წონა 2.8-3 კგ-ია.

აცრები

აცრების კალენდარი დღენაკლული ბავშვებისთვის მკაცრად ინდივიდუალურია.

თუ ბავშვი ჯანმრთელია და დაბადების დროს მისი სხეულის მასა 2კგ-ზე მეტია, მისი აცრების კალენდარი პრაქტიკულად არ განსხვავდება ვადაში დაბადებული ბავშვების აცრების კალენდრისგან.

ბავშვებს, რომელთა სხეულის მასა დაბადების დროს არ აღემატება 2კგ-ს, სამშობიარო სახლში - ბცჟ (BCG) - კალმეტ-გერენის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა არ უკეთდებათ.

ვაქცინა კეთდება მას შემდეგ, რაც ახალშობილის სხეულის წონა მიაღწევს 2.5 კგ-ს.

იმ ახალშობილების აცრა, რომლებიც დაიბადნენ 1.5 კგ-ზე დაბალი სხეულის მასით, ხდება მხოლოდ პირველი წლის ბოლოს, ამასთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

სამედიცინო კონტროლი

იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც დაიბადნენ დღენაკლულები, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ხდება დისპანსერული დაკვირვება 7 წლის ასაკამდე.

აუცილებელია სპეციალისტების (პირველ რიგში ნევროპათოლოგის)  პერიოდული კონსულტაცია.

1-2 კვირის ასაკში და მის შემდგომაც, ბავშვს უტარდება რაქიტის პროფილაქტიკა - ულტრაიისფერი დასხივება, ექიმის დანიშნულებისთ საკვებში საჭირო რაოდენობით D ვიტამინის დამატება, მასაჟი და სხვა...

პირველი ორი წლის განმავლობაში, დღენაკლული ბავშვი უნდა იყოს კარდიოლოგის დაკვირვების ქვეშ. სიცოცხლის მე-2, 4, 6 და12 თვეებში აუცილებელია ახალშობილისთვის ელექტროკარდიოგრაფიის გაკეთება, რომელიც საშუალებას იძლება შეფასდეს გულის კუნთის მუშაობა.

ამასთან, სასურველია მე-2, 6, 12 და24 თვეებში გაკეთდეს გულის ულტრა ბგერითი გამოკვლევა (ექოკარდიოგრაფია), რაც საშუალებას იძლევა გამოვლენილი იქნას გულის მანკები და სხვა ანატომიური დეფექტები.


ჯანმრთელ პატარას გისურვებთ!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ