მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 43991 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ვარიკოზის სიმტომები

 

ვარიკოზის სიმტომებივარიკოზი - (varix - ლათინურიდან კვანძი, ამობერვა) - ვენების დაავადებაა. ვარიკოზი უმეტესწილად გვხვდება ქალებში. დაავადების შედეგი კვანძების წარმოქმნა და ვენოზური კედლის დათხელებაა.

არსებობს ვენების ვარიკოზული დაავადების სხვადასხვა ფორმები (ვარიკოცელე, კუჭისა და საყლაპავის ვენების გაგანიერება, ბუასილი და სხვა) მაგრამ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად მიიჩნევა ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება.

იგი გვხვდება  ქალების დაახლოებით 25% - ში და მამაკაცების 15% - ში. ვენების ვარიკოზული გაფართოების ალბათობა იზრდება ასაკის ზრდასთან ერთად. რისკის ჯგუფში ასევე შედიან ქალები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ფეხზე დგომის რეჟიმში.

ამ დაავადების დროს, ვენებზე ჩნდება ვარიკოზული კვანძები - გაფართოება, რომელიც სავსეა სისხლით. კვანძები ძირითადად განლაგებულია ფეხებზე, მაგრამ შესაძლოა გავრცელდეს გარეგან სასქესო ორგანოებზე.

ხშირად ვენების ვარიკოზული დაავადებები ვლინდება წვივებზე, თუმცა ზოგჯერ აზიანებს მთელს ქვედა კიდურებს.

ვიზუალურად ეს დაავადება ხასიათდება ტერფებზე, წვივებზე და თეძოებზე გაფართოებული და დაკლაკნილი ვენების არსებობით. ეს ერთ-ერთი დაავადებაა, როცა ვენები ფართოვდება, იწელება და კარგავს მოქნილობას. მედიკოსები ამას ვენების ვარიკოზულ დაავადებას უწოდებენ.

ვარიკოზის I სტადიაზე რამე გამოხატული ჩივილები არ არსებობს, არის მხოლოდ ვიზუალური, კოსმეტიკური დარღვევები.

ვარიკოზის II სტადიაზე ვლინდება სიმძიმე ფეხებში, მოგვიანებით ჩნდება სიმხურვალის შეგრძნება. დღის მეორე ნახევარში, ვარიკოზს შესაძლოა თან ახლდეს ძლიერი ტკივილები წვივების მიდამოში, ხოლო ღამის საათებში განვითარდეს კრუნჩხვები ფეხის კუნთებში. დამახასიათებელია სიმპტომების გაქრობა ან შემცირება სიარულის ან ძილის შემდეგ.

ვარიკოზის III სტადიაზე ფეხებზე ვლინდება ძლიერი შეშუპებები. დაზიანებულ ადგილებში კანი შრება, თხელდება და ადვილად ზიანდება, რაც საბოლოო ჯამში იწვევს დაზიანებული მონაკვეთების პიგმენტაციას.

ვარიკოზის IV სტადიაზე ვენები სივდება, იბერება, ვენების დასივებას და ამობერვას მოსდევს სისხლოვანი კვანძების წარმოქმნა, რომლებიც შეიძლება დასკდეს კიდეც. შესაძლოა გამოვლინდეს ეგზემისა და წყლულების მსგავსი ნაიარევი.

 

ვენების ვარიკოზული გაგანიერების მიზეზები

 

ვენების ვარიკოზული გაგანიერების მიზეზები თანდაყოლილი ან შეძენილი ვენის სარქველების უკმარისობა (ვენური უკმარისობა);

თანდაყოლილი ან შეძენილი ვენოზური კედლის სისუსტე;

პროფესიული მიზეზით შეძენილი დაავადება, რომელიც გამოწვეულია დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომით ან ჯდომით;

ჰიპოდინამია (კუნთების სისუსტე);

ინტოქსიკაცია, ტრამვები, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა;

მეორე და ყოველი შემდგომი ორსულობა;

სიმსუქნე;

ხანდაზმული ასაკი;

ჰორმონალური დისბალანსი (ჰორმონალური ჩასახვისაწინააღდეგო აბების გამოყენება და სხვა);

ბრტყელტყერფიანობა;

არასწორი და არასრულფასოვანი კვება;

და სხვა

 

ვარიკოზი და ფეხმძიმობა

 

ვარიკოზი და ფეხმძიმობაგარკვულწილად ვარიკოზით დაავადების რისკის ქვეშ დგანან მომავალი დედებიც.

ორსულობის პერიოდში, ორგანიზმში ჰორმონების დონე იზრდება, რაც იწვევს შემაერთებელი ქსოვილების შესუსტებას და კოლაგენის (შემაერთებელი ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ცილა) შემცირებას.

ორსულობის დროს სისხლის მოცულობა თითქმის ორმაგდება, ამიტომ შესუსტებულ შემაერთებელ ქსოვილებს, უჭირთ დიდი მოცულობის სისხლთან გამკლავება.

ვენების ვარიკოზული გაფართოება, ორსულთა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. თუ თქვენ მემკვიდრეობითი მიდრეკილება გაქვთ ამ დაავადების მიმართ, იცოდეთ, რომ ფეხმძიმობა კიდევ უფრო აძლიერებს მას.

სისხლის ცირკულაციის გაძლიერება და საშვილოსნოს დაწოლა, ამწვავებს დაავადების მიმდინარეობას და შესაძლოა გამოიწვიოს მთელი რიგი უსიამოვნებები.

უმეტეს შემთხვევებში, ორსულობის განვითარებასთან ერთად, ავადმყოფობა პროგრესირდება: კვანძები ხდება უფრო შესამჩნევი, ტკივილი ძლიერდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მომავალ დედას დიდი ხნის განმავლობაში უწევს ფეხზე დგომა.

დაავადების სიმპტომები შესაძლოა იყოს სხვადასხვა. ზოგიერთ ქალს ფეხებზე უჩნდება მოწითალო-იისფერი ლაქები. ისინი თავს არ გრძნობენ განსაკუთრებულად ცუდად, ხოლო საღამოობით გრძნობენ ფეხებში დაღლილობას,

სხვებს, ვენები ძლიერად ებერებათ და ფეხები უშუპდებათ, ამიტომ, საღამოობით ხშირად უწევთ ფეხების მაღლა აწეულ მდგომარეობაში გაჩერება დიდი ხნის განმავლობაში.

ფეხმძიმობის უფრო გვიან სტადიებზე, ფეხების შეშუპებები ნაკლებად შეგაწუხებთ, თუმცა კვანძები არ გაქრება.

იმისათვის, რომ ფეხმძიმობის დროს ვენების ვარიკოზული გაგანიერების რისკი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი, ატარეთ ინდივიდუალურად, მუცლისთვის შერჩეული ბანდაჟი. აგრეთვე კომპრესიული ტრიკოტაჟი - სპეციალური წინდები და კოლგოტები. სასურველია, თუ ასეთი წინდები ან ელასტიური ბანდები გექნებათ ფეხებზე მშობიარობის დროს.

ვენების ვარიკოზული გაგანიერების მძიმე შემთხვევების დროს, დაზიანებული ვენების მოცილება ხდება ქირურგიული გზით. თუმცა გასაგებია, რომ ასეთი ოპერაციები არ ტარდება ფეხმძიმობის პროცესში.

ჩვეულებრივ, უმეტეს შემთხვევებში, მშობიარობის შემდეგ ვარიკოზი ქრება. 

 

ვარიკოზის დიაგნოზი

 

ვარიკოზის დიაგნოზი

ვარიკოზის დასამარცხებლად, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია მისი დიაგნოზისა და მკურნალობის დაწყების დროულობა.

ვარიკოზის შორს წასული ფორმის მკურნალობა სირთულეებთან არის დაკავშირებული, ხოლო დროულად დაწყებული მკურნალობა თავიდან აგარიდებთ ისეთ ზედმეტ პრობლემებს როგორიცაა დრო, ნერვები და ფინანსები.

გარდა ამისა, ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობის დროულად დაწყებით, გაცილებით მეტია მაღალი კოსმეტიკური ეფექტის შანსი.

ვარიკოზის დიაგნოზირება დღესდღეობით მაღალი სიზუსტითაა შესაძლებელი. თანამედროვე მედიცინა ამის ყველა საშუალებას იძლევა.

თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ექიმ-ფლებოლოგზე, რომელიც ამ პროცედურებს ჩაატარებს პროფესიონალურად და გულდასმით გამოიკვლევს ყველა შესაძლო ნიუანსს.

ვარიკოზის დიაგნოზის დასასმელად, საჭიროა:

ვენების ვიზუალური დათვალიერება;

გამოკვლევა გამოცდილი ქირურგ-ფლებოლოგის მიერ (ფლებოგრაფია);

ულტრაბგერითი გამოკვლევა (დუპლექსური სკანირება - დოპლეროგრაფია);

ფუნქციური სინჯები (რომლის მიხედვით დგინდება ღრმა ვენების გამტარობა და ვენური რეფლექსური უკუდინება);

 

ვარიკოზის მკურნალობის მეთოდები

 

არსებობს ვარიკოზული დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის სხვადასხვა მეთოდები:

ვენების მედიკამენტოზური მკურნალობა - მიმართულია დაზიანებულ კიდურებზე შეშუპებების, წვის, ტკივილის შეგრძნებისა და სხვა უსიამოვნო სიმპტომების შემცირებაზე.

აგრეთვე სტატიკური და ფიზიკური დატვირთვების მიმართ ამტანობის ამაღლებასა და რეციდივების პროგრესირების შენელებაზე.

 

კომპრესიული ტრიკოტაჟი

 

კომპრესიული ტრიკოტაჟი(კოლგოტები, გოლფები) ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ხელს უშლის სისხლის შეგუბებას, ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პროფილაქტიკას.

რაც შეეხება ელასტიურ ბანდებს, ამ საკითხთან დაკავშირებით მედიკოსთა აზრი ორადაა გაყოფილი, ერთი ნაწილი თვლის რომ ელასტიური საფენების გამოყენება ეფექტურია, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს უკვე განვლილი ეტაპია.

მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, ორივე მხარე თანხმდება, რომ განსაზღვრული დროის მონაკვეთში (მაგალითად ოპერაციის შემდგომ პერიოდში) ელასტიური ბანდების გამოყენება აუცილებელიც კია და აქვს ეფექტური შედეგი.

ამას გარდა, კოპრესიული თერაპია წარმოადგენს ფლებოსკლეროზისა და ქირურგიული მკურნალობის ეფექტურ დანამატს.

რეგულარული კომპრესია დადასტურებულად ამცირებს ვარიკოზული დაავადებების რეციდივის განვითარების შესაძლებლობას და მის გამოხატულებას.

ქირურგიული გზით ვენების მოცილება -  მეორე-მესამე ხარისხის ვარიკოზის დროს, შესაძლებელია კონსერვატიული და კომპრესიული მკურნალობა, ხოლო ქირურგიული გზით მკურნალობას, ძირითადად ვარიკოზის მე-3-4 სტადიის დროს მიმართავენ, როცა დაავადება ძალიან მძიმე ფორმისაა და შორსაა წასული.

ამ დროს, ქირურგიული ჩარევა აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული ტროფიკული წყლულის პროგრესირება.

ქირურგიული ოპერაციის დროს, პაციენტს უტარდება საერთო ანესთეზია და ხდება ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებში სისხლის შეგუბების ლიკვიდაცია ამ ვენების ამოკვეთის გზით (ვენექტომია).

 

სკლეროთერაპია

 

სკლეროთერაპიათანამედროვე მეთოდია, რომელიც არ არის დაკავშირებული ისეთ სირთულეებთან, როგორიცაა ქირურგიული ჩარევა.

იგი მარტივი, დახვეწილი ოპერაციაა და კეთდება ამბოლატორიულად, ჰოსპიტალიზაციის გარეშე.

პროცედურის ჩატარებას სჭირდება სულ რამოდენიმე წუთი და პაციენტს მაშინვე შეუძლია დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რითმს.

სკლეროთერაპიის არსი შედეგშია: სპეციალური თხევადი ნივთიერება - სკლეროზანტი, უწვრილესი ნემსით შეჰყავთ ვარიკოზულად გადაგვარებულ და დაზიანებულ ვენებში, რაც იწვევს დაზიანებული სისხლძარღვის „შეწებებას“, ვარიკოზის სიმტომებისა და თავად ვენების გაქრობას.

სკლეროთერაპიის ერთ-ერთი აუცილებელია და ეფექტური შემადგენელია ელასტიური კომპრესია. პროცედურის შემდგომ, ელასტიური ბანდები შესანიშნავად ახდენს ვენების „შეწებების“ სტიმულირებას.

პროცედურის საბოლოოდ დასრულების შემდეგ, უფრო ეფექტური მეთოდის მისაღებად, რეკომენდებულია ფეხით სეირნობა - 4-5 კმ.

სკლეროთერაპიის კიდევ უფრო თანამედროვე მეთოდია Foam-form სკლეროთერაპია, რომლის დროსაც სკლეროზანტი სპეციალური მოწყობილობის საშუალებით გარდაიქმნება წვრილდისპერსიულ ქაფად, რომელიც შეჰყავთ როგორც  მსხვილ, ასევე წვრილ ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებში და ახდენენ მათ მოცილებას.

მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შერჩევას ახდენს ექიმი-ფლებოლოგი. როგორც უკვე ავღნიშნეთ, დაზიანებული ვენის მოსაცილებლად, ვენას „აწებებენ“, ხოლო „წებოს“ ფუნქციას ასრულებს  სპეციალური ნივთიერება სკლეროზანტი. მისი შეყვანის ხერხებზე დამოკიდებულებით, არსებობს რამდენიმე სახის სკლეროთერაპია: 

მიკროსკლეროთერაპია;

პუნქციური;

ექოსკლეროთერაპია;

კათეტერული;

ინტრაოპერაციული;

 Foam-form სკლეროთერაპია;

სკლეროთერაპია, უდავოდ დიდი უპირატესობით სარგებლობა სხვა ალტერნატიულ მეთოდებთან შედარებით. ეს უპირატესობებია:

»» მინიმალური ტრამვულობა;

»» შესანიშნავი კოსმეტიკური ეფექტი (პროცედურა საერთოდ არ ტოვებს ნაწიბურებს);

»» უმტკივნეულობა;

»» სწრაფი რეაბილიტაცია;

 

ლაზერული მკურნალობა

 

ვარიკოზის ლაზერით მკურნალობალაზერით მკურნალობა (ენდოვენოზური (ვენისშიგა) ლაზერული კოაგულაცია და ენდოვენოზური ლაზერული ობლიტერაცია), ექიმ-ფლებოლოგების მიერ, ვენების ვარიკოზული გაგანიერების ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე, ეფექტურ და პოპულარულ მეთოდად მიიჩნევა.

ლაზერით ვარიკოზული დაავადებების მკურნალობა მიმდინარეობს შემდეგნაირად: ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ, მცირე ნაჩხვლეტიდან, ვარიკოზით დაზიანებულ ვენაში შეჰყავთ უწვრილესი გამტარი (წვრილი ლაზერული ბოჭკო), რომელიც მიერთებულია ლაზერთან. შემდეგ გამტარს გადაადგილებენ ვენის მიმართულებით და ლაზერული გამოსხივებით აცილებენ ზედმეტ შრეს, რომელიც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მოძრაობას.

ამ მოქმედების შედეგად, ვენის დიამეტრი მცირდება, ხოლო შედეგ იწყება მისი გაწოვისა და საბოლოოდ გაქრობის პროცესი. თუმცა, ვარიკოზის ლაზერული პროცედურით მკურნალობის დასრულების შემდეგ, საბოლოო, ეფექტური შედეგის მისაღწევად, 1-2 თვის განმავლობაში საჭიროა კომპრესიული თეთრეულის ტარება და ფეხით სეირნობა.

ლაზერული აბლაციის განხორციელება შესაძლებებლია როგორც დიდ ვენებზე, ასევე მცირე ზომის სისხლძარღვებსა და კაპილარებზე. ამისთვის არსებობს სხვადასხვა ზომის ლაზერული ბუნიკები.

ვარიკოზის ლაზერით მკურნალობას გააჩნია მთელი რიგი უპირატესობები:

ლაზერი აბსოლიტურად უმტკივნეულოა, ეფექტური ადგილობრივი ანესთეზიის გამოისობით (განსხვავებით ოპერაციისგან, რომლის დროსაც საერთო ანესთეზიაა საჭირო). ლაზერით მკურნალობა არ ითხოვს ოპერაციისშემდგომ პროცედურებს.

პროცედურა ხანმოკლეა - სულ რაღაც 30-40 წუთი. ხოლო მისი ჩატარებიდან 2 საათის შემდეგ, პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს დღის ჩვეულ განრიგს.

გარდა იმისა, რომ პროცედურის ჩატარებას სჭირდება მცირე დრო, ხანმოკლეა სარეაბილიტაციო- აღდგენითი პერიოდიც. არ არის საჭირო სტაციონარში დარჩენა. ლაზერის პროცედურა უფრო წააგავს სტომატოლოგთან ვიზიტს, ვიდრე ოპერაციას. ერთადერთი, რისი ჩვევაც უნდა გამოუმუშავდეს პაციენტს ლაზერის პროცედურების შემდეგ, არის სპეციალური, კომპრესიული თეთრეულის ტარება. საჭირო ზომას და ტანზე დაწოლის ხარისხს განსაზღვრავს ექიმი.

პროცედურა ეფექტურია. მისი დასრულების შემდეგ პაციენტს არ რჩება ნაწიბურები, ლაქები, ჰემატომები. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ლაზერით ვარიკოზის მკურნალობის შედეგად, დადებითი შედეგი მიიღწევა 98% შემთხვევაში.

თუ პაციენტს აქვს მცირე ვარიკოზული ვარსკვლავები და დაზიანებულია მხოლოდ მცირე ვენები, სავარაუდოდ ექიმი დანიშნავს ლაზერულ მკურნალობას. ამ სიტუაციაში შეიძლება ნაკვეთებიც არ გახდეს საჭირო და ლაზერმა კანის ზემოდან იმოქმედოს. გარკვეული დროის შემდეგ დაზიანებები გაქრება. ჩვეულებრივ, შედეგი ჩანს უკვე ერთი თვის შემდეგ.

რა თქმა უნდა, ვარიკოზის მკურნალობის ყველა მეთოდს, დადებითთან ერთად გააჩნია უარყოფითი მხარეც.

ამ შემთხვევაში, ლაზერით მკურნალობის უარყოფით მხარეს წარმოადგენს პროცედურის მაღალი ღირებულება, უკვე შორს წასული ვარიკოზის მკურნალობის შეუძლებლობა და უკუჩვენებები ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა: გულისა და ფილტვების დაავადებები, ორსულობა, ათეროსკლეროზი, ჰემოფილია, ტრომბოზი და სხვა.

 

მასაჟი

 

ვარიკოზის მკურნალობა მასაჟითვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს, მასაჟი ერთ-ერთი გავრცელებული და პოპულარული მკურნალობის მეთოდია. არსებობს რამდენიმე სახის ასეთი მასაჟი. ნებისმიერი მათგანის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მოახდინოს სისხლის ცირკულაციის სტიმულირება კიდურებში.

ამასთან, სასურველია, რომ ვარიკოზული დაავადებების დროს მასაჟი გააკეთოს სპეციალისტმა, რომელსაც კარგად ესმის ამ დაავადების თავისებურებები.

თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს გადაწყვეტთ მასაჟი დამოუკიდებლად გააკეთოთ, შეარჩიეთ ამისთვის მოხერხებული ადგილი. ამოიდევით ფეხების ქვეშ ერთმანეთზე დადებული ბალიშები, ან პატარა პუფი, რათა ფეხები იყოს ამაღლებულ მდგომარეობაში. გახსოვდეთ, რომ მასაჟის დროს საჭიროა მსუბუქი, ფრთხილი მოძრაობებები. ნუ დააწვებით ძლიერად იმ ადგილებს, სადაც ვენები თავს იყრის. ზედმეტმა უხეშმა მოძრაობებმა შესაძლოა პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმოს.

დარწმუნდით, რომ არ ეხებით იმ ვენებს, რომელიც სხვა ვენებთან შედარებით, თუნდაც ოდნავ არის ამობურცული და საერთოდ, უმჯობესია საერთოდ არ შეეხოთ იმ ვენებს, რომლებიც კანის ზედაპირიდან თუნდაც ერთი მილიმეტრით არის ამოწეული. უბრალოდ მსუბუქად გააკეთეთ მასიური მოძრაობები წვივებიდან თეძოების ზედა ნაწილის მიმართულებით.

ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს, მასაჟის გამოყენება ყოველთვის არ შეიძლება. მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ტემპერატურა 37,5 გრადუსზე მაღალია. ტემპერატურა მოასწავებს იმას, რომ ორგანიზმი ებრძვის რაიმე ტიპის ინფექციას. მასაჟმა კი შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ან საერთოდ გააჩეროს იგი.

ასევე არ შეიძლება მასაჟის გაკეთება მწვავე ანთებიტი პროცესევბის და ისეთი ინფექციური დაავადებების დროს, როგორიცაა მაგალითად მუცლის ტიფი და გრიპი. პაციენტი, რომელსაც უკეთდება მასაჟი იმ დროს, როცა აღენიშნება მწვავე ვირუსული ინფექცია, რისკავს იმით, რომ ინფექცია გახდება უფრო ინტენსიური. ამასთან შესაძლოა ინფექიით დაინფიცირდეს ის, ვინც აკეთებს მასაჟს.

 

ვარიკოზის პრევენცია

 

ვარიკოზის პრევენციავენების ვარიკოზული გაფართოების პრევენციისთვის საჭიროა გარკვეული, არც თუ ისე რთული ჩვევების გამომუშავება:

»» ნუ ჩაიცმევთ მჭიდროდ მოტმასნილ, ვიწრო ტანსაცმელს. იგი აწვება ვენებს და იწვევს სისხლის ცირკულაციის დარღვევას. ატარეთ სამოსი, რომელიც ხელს არ უშლის სისხლის თავისუფალ მიმოქცევას ფეხებში და ბოქვენის არეში;

»» შეეცადეთ არ იდგეთ ფეხზე დიდი ხნის განმავლობაში;

»» თუ საშუალება გაქვთ, სადაც არ უნდა იყოთ, ხშირად შემოაწყვეთ ხოლმე ფეხები სიმაღლეზე;

»» ერიდეთ თამბაქოს და შეეცადეთ მოიშოროთ ზედმეტი წონა;

»» მოიწესრიგეთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ შეკრულობა;

»» ერიდეთ სიმძიმეების აწევას, მარკეტიდან პროდუქტები გამოტანეთ ხოლმე გორგოლაჭებიანი კალათით;

»» არ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა, კარგი იქნება თუ ადგებით ყოველ 25-30 წუთში და გაივლით, იმოძრავებთ, გააკეთებთ მსუბუქ სავარჯიშოებს ფეხებისთვის, მოხრით და გაშლით მუხლებს, აივლით კიბეეებს და დატვირთავთ კუნთებს. ეს გააუმჯობესებს ვენებში სისხლის ცირკულაციას;

»» როცა ზიხართ, არ მისცეთ ფეხებს შეშუპების საშუალება. ხშირად ამოძრავეთ, გაჭიმეთ და მოხარეთ მუხლები, ამოძრავეთ ტერფები საათის ისრის და მისი საწინააღმდეგო მიმართულებით 15-20-ჯერ. კარგია თუ სახლში, ან სამსახურში საწერი ან კომპიუტერის მაგიდის ქვეშ მოიწყობთ პატარა შემაღლებულ ადგილს (შეგიძლიათ დაიდოთ პატარა სკამი ან სხვა მაღალი საგანი, რომელზეც შემოაწყობთ ფეხებს).

»» როცა წამოწოლილი ხართ და ისვენებთ, ფეხი გაშალეთ ბოლომდე და მის ქვეშ ამოიდეთ პატარა ბალიში. ხოლო ძილის წინ, ასწიეთ ფეხების მხარეს საწოლის კიდე და მის ქვეშ ამოდეთ იგივე პატარა ბალიში ან სხვა რაიმე საგანი, რათა ძილის დროს ფეხები შემაღლებულ მდგომარეობაში გქონდეთ.

»» ძალიან ეფექტურია სპეციალური სამედიცინო წინდები და ელასტიური ბანდები, ისინი აფიქსირებენ სისხლძარღვებს და ამცირებენ დაწოლას ვენებზე;

»» ნუ დაიწყობთ მუხლებზე მძიმე ჩანთებს და ნუ დაისვამთ მუხლებზე ბავშვებს, რომლებიც გამოვიდნენ ძუძუს ასაკიდან. ამ დროს ვენები დიდი დატვირთვით მუშაობენ, რაც გაამძაფრებს ვარიკოზს;

»» ატარეთ თავისუფალი, ორთოპედიული ფეხსაცმელი, მაღალი ქუსლის გარეშე (არაუმეტეს 5 სმ);

»» ჯდომის დროს არ გადაიდოთ ფეხი ფეხზე და არ გადააჯვარედინოთ ფეხები, ეს ხელს უშლის სისხლის ნორმალურ ცირკულაციას;

»» თავი აარიდეთ ისეთ პროცედურებს, როგორიცაა: ცხელი შხაპი, აბაზანა, საუნა. ასევე არ არის სასურველი ელექტროგამათბობელთან ან ცხელი წყლის რადიატორთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიფიცხება კიდურების სიწითლემდე;

»» ნუ გაიკეთებთ ელექტროეპილაციას და დეპილაციას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვენების დაზიანება უკვე თვალსაჩინოა;

»» კარგ შედეგს იძლევა კონტრასტული შხაპი წვივებსა და ტერფებზე - თბილი და გრილი წყლის ჭავლის მონაცვლეობით. ეს პროცედურა აუმჯობესებს ვენებში სისხლის მიმოქცევას. კარგ შედეგებს იძლევა ზღვის მარილის აბაზანები.

»» ნუ ისარგებლეთ ბოროტად მზის გულზე ყოფნით (რუჯის მიღების მიზნით). მეტი დრო გაატარეთ ჩრდილში. სიცხე დამანგრევლად მოქმედებს ვენებზე. ულტრაიისფერი სხივები ამცირებს კანის ქსოვილებისა და ვენის კედლების ელასტიურობას. ოქროსფერი, ან ბრინჯაოსფერი რუჯი, ვენების ლურჯ კაპილარულ ბადეს მაინც ვერ შენიღბავს.

»» ყოველდღიურად დაიმუშავეთ ტერფები, წვივები და თეძოები ვენების ტონუსის ასამაღლებელი სპეციალური საშუალებებით: სპეციალური მატონიზირებელი კრემები, სპრეები და გელები.

»» ისეირნეთ ხოლმე მდინარის ან ზღვის პირას, დილით და საღამოთი, როცა არ ცხელა. იარეთ ფეხშიშველა ბალახზე, ქვიშაზე, მიწაზე, კენჭებზე.

»» ალბათ გინახავთ კინოფილმებში ამერიკელების ჩვევა, როცა ისინი ფეხებს მაგიდაზე შემოაწყობენ ხოლმე. მართალია ეს არაეთიკურია და არ ჯდება ეტიკეტის ფორმებში, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან სასარგებლოა. ამიტომ თუ საშუალება მოგეცემათ, გააკეთეთ ხოლმე ეს.

 

ვენების ვარიკოზის მკურნალობის ხალხური მეთოდები

 

ვენების ვარიკოზის მკურნალობის ხალხური მეთოდები შესიებული ვენები დღეში რამოდენიმეჯერ უნდა დაისველოთ ახლადგამოწურული კარტოფილის წვენით. შეგიძლიათ მარლა დაასველოთ კარტოფილის წვენში და შეიხვიოთ დაზიანებული ვენები.

სასარგებლოა თუ ამ პროცედურასთან ერთად კარტოფილის წვენს დალევთ.

ერთმანეთში აურიეთ 0,5 ლიტრი სპირტი და 25-50 გრამი თეთრი აკაცია. გააჩერეთ მიღებული ნაყენი 14 დღის განმავლობაში.

ნაყენი უხვად უნდა წაისვათ შებერილ ვენებზე და ვენურ კვანძებზე.

ერთი ცალი მუსკატის (ჯავზის) კაკალი დაფქვით ყავის საფქვავში ან როდინში (ხელით სანაყში). მიღებული ერთი სუფრის კოვზი ფხვნილი ჩაყარეთ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში და დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი.

მიღებული მასა კარგად აურიეთ და მიიღეთ თითო ჭიქა 2-ჯერ დღეში (დილით, საუზმემდე ერთი საათით ადრე და საღამოს ვახშმობიდან 2 სთ-ის შემდეგ).

ასეთი მკაცრად განსაზღვრული დრო, ხელს უწყობს თერაპიულ ეფექტს.

წვრილ სახეხზე გახეხეთ 250 გრამი გარჩეული ნიორი, დაასხით 400 გრამი თაფლი და კრგად აურიეთ. შემდეგ კი დააყენეთ ერთი კვირის განმავლობაში.

მიღებული ნარევი უნდა მიღოთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს, მკაცრად, ჭამამდე 40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 1ან 2 თვეს.

დანაყეთ 100 გრამი კალანჰოეს ფოთლები და დაასხით 0, 5 ლიტრი სპირტი. შეინახეთ სიბნელეში, მჭიდროდ თავდახურულ მინის ჭურჭელში 10 დღის განმავლობაში და ყოველ დღე აურიეთ ხოლმე.

შეიზილეთ გაგანიერებულ ვენებზე ყოველ დღე, დილით და საღამოთი 40 დღის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ 30 დღე და კვლავ გაიმეორეთ 40 დღე.

მოხმარების წინ ნაყენი შეანჯღრიეთ. პროცედურის შემდეგ, იგი უნდა შეგაშრეთ ფეხებზე.

 

იხილეთ: ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ

 
 
 

კომენტარები
royal garden
2021-01-02
მზია

აბლაცია მოსინჯეთ
მზია
2020-01-14
მაქვს ვენები,კოჭის არეში მაქვს სიწითლე და მეწვის.მითხრეს ოპერაცია რისიც მეშინია თუ შეიზლება ლაზერით მკურნალობა და სად
ქეთევანი
2019-03-29
სალამი მინტერესებს მუხლის უკანა მხარრს მაქვს გასიებული ვენა?არის თუარა საშიში?
მარო
2018-04-06
მაქვს მკვეტრად გამოხატული ვენები რეკომენდირებულია ტუ არა ვარჯისჰი
Ilia
2018-02-13
Gamatjobat mamamrils unda gaketeba operaciis pexze aq gamosuli venebi tu sheizleba momcerot sakontaqto nomeri da pasi.sad mdebareobs tqveni klinika
მარიამი
2018-01-04
კომენტარზე პასუხებს ვერ ვნახულობ. მისივდება კიდურები მშობიარობის შემდეგ მაქვს ვარიკოზი
დეტრალექსი თუ მიშველის
Tamuna
2017-09-16
Venebis gaganiereba maqvs
Tamuna
2017-09-16
Ra damijdeba varikozuli venebis operacia
ლალი
2017-07-19
detraleqsis migeba tu shvelia varikozs
მარიამი
2017-06-23
მუხლთან უკანა მხარეზე მაქვს ვენა არც ისე ძაან.მაინტერესებს რომელი მალამო ვიხმარო და თუ მომცემს შედეგს
თეონა
2017-05-30
შესაძლებელი არის, თუმცა იშვიათია.
Shesadzlebelia venebi xelebze rom gachndes?
2017-05-19
Shesadzlebelia tu ara xelebzec gamovides venebi.
mari
2016-12-05
sitboshi mexebi mtkiva civze ro vdeb agar mtkiva rato
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ