ქიროლოგიას ფიზიოლოგიური საფუძველი გააჩნია. ესაა, ძირითადად, ადამიანის ორგანიზმის ნერვული კონები და დაბოლოებები, რომლებიც გადამცემ კავშირს ქმნის ტვინში ინფორმაციის გადასატანად.
ტვინი, კომპიუტერის მსგავსად, გადაამუშავებს ყველა მიწოდებულ მასალას, ინახავს მათ ან ბრძანების სახით გადასცემს ორგანიზმს. ნერვული კონები გადანაწილებულია ემოციური და მამოძრავებელი ფუნქციების მიხედვით. ხერხემლის კონიდან ხელის მტევნებამდე გატოტვილ ნერვულ დაბოლოებებს შორის პირველადი მნიშვნელობა სწორედ ემოციურს ენიჭება.
ადამიანის თითები მნიშვნელოვანი ორგანოა, რომლის მიხედვით შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, სულიერი ცხოვრებისა და ნიჭიერების დადგენა. ხელისგული კი, მიუხედავად იმისა, რომ შრომის, ავადმყოფობის, ტემპერატურის ცვალებადობისა და სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენას განიცდის, მაინც არის ქვეცნობიერ - ინსტიქტური სულიერი ცხოვრების დიდი ველი. ამ ქვეცნობიერთა დამაკავშირებელ მარცვალს თითების ქვეშ მოთავსებული “ბორცვები” წარმოადგენს - ამა თუ იმ ხარისხის მგრძნობიარე ნერვული რეცეპტორების გავლენით.
არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ ხელის მიხედვით წარსულის განსაზღვრაა შესაძლებელი. მაგრამ, საკითხავი ისაა, ძალგვიძს კი მომავლის განჭვრეტა და დიაგნოსტირება?
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნებისმიერი ნორმალური და ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაიბადოს განსაკუთრებული უარყოფითი, გამანადგურებელი ნიშნებით. ისიც შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს თუნდაც ერთი პიროვნება, რომელსაც ბავშვობიდანვე არ ჰქონოდა რაიმე დაავადებისადმი მიდრეკილება.
ეს სისუსტე და არასრულფასოვნება (ან პირიქით) ნებისმიერ ჩვენგანშია კოდირებული და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე იჩენს თავს. დაფარული აუცილებლად გამომჟღავნდება ოდესმე, ორგანიზმის რომელიმე ნაწილში, შინაგან ორგანოებში ან ტვინში. ამის ზუსტი დრო ხელზე უკვე დაფიქსირებულია!
რადგან ორგანოები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ხოლო ყველა მათგანი ტვინს ემორჩილება, გამოდის, რომ ამ ურთიერთკავშირის საფუძველზე ყველაფერი გამოსახულია ხელზეც. აღნიშნული ფაქტის დადასტურება ნებისმიერ პრაქტიკოს ქიროლოგს შეუძლია.
ისევე, როგორც ადამიანის ინტელექტისა და ნების გამოხატულების საფუძველზე ხერხდება (მეტეოროლოგიური ცნობების შემდგომ) დიდი ზარალისა და უბედურების თავიდან აშორება, ასევეა შესაძლებელი წინასწარ გაირკვეს ადამიანის ცხოვრებისეული და ჯანმრთელობისთვის საშიში პერიოდები, კრიზისული სიტუაციები, რომლის გამორკვევის შემდეგ შესაძლებელი გახდება ამ პროცესის შესუსტება, დაძლევა ან საერთოდ თავიდან აცილება.
დიდი სიზუსტით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალს გააჩნია თავისი საწყისი ფაზა წარსულში და განვითარება აწმყოში. აქედან შეიძლება მომავლის მოვლენებზე დასკვნების გამოტანა.
ძირითადი ხაზები ხელზე ჯერ კიდევ მუცლადყოფნის მეხუთე თვეზე უჩნდება ემბრიონს და აღარც იცვლება მთელი ცხოვრების განმავლობაში. შედარებით წვრილი ხაზები კი შვიდი თვის ასაკიდან ვითარდება.
აქ მოქმედებს მიზეზ-შედეგობრივი სამშვინველის (soul-душа), სულიერისა (spirit-дух) და ფიზიკური წესების კანონი. რადგან ხელის ფორმა, ხაზები და მათი მიმართულებები ჩამოყალიბებულია ჯერ კიდევ დაბადებამდე, უნდა არსებობდეს მეცნიერება, რომელიც ამას განსაზღვრავს და დააკანონებს.
რადგან ყველაფერი ამის უკან სულიერი და ქვეცნობიერი დგას, მაშინ ეს შეუცვლელი ნახატებიც სულიერების საფუძველზე წარმოიქმნება. აქ მიზეზები ინდივიდუალურია. სწორედ პიროვნების ინდივიდუალური სულიერი განვითარების, ცხოვრებისეული გამოცდილების, აზროვნების, განცდების, ემოციებისა და მოქმედებების საფუძველზე აღმოცენდება იგი.
ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩასახვისთანავე არ იქნება დაფიქსირებული, რადგან ეს “სულია", რომელიც ქმნის სხეულს”. ამავე დროს სამშვინველი ყველაფრის მამოძრავებელ ძალად გვევლინება, რაც მატერიალურით ხორცშეისხმება. ფიზიკური მემკვიდრეობითობა განმსაზღვრელ როლს თამაშობს, მაგრამ არა პირველადს. სამშვინველია პირველადი და მატერიალურს იყენებს თავისი შემდგომი უმაღლესი განვითარებისთვის.
ქიროლოგიის შესაძლებლობები
ხელებისა და ფრჩხილების შესწავლის საფუძველზე 98%-ზე მეტი საიმედოობის მქონე სამედიცინო დიაგნოსტიკას (როგორც პარალელურ დიაგნოსტიკას).
აგრეთვე მემკვიდრეობითი და სხვადასხვა დაავადებების, წონის, გადახრების დიაგნოსტირებას, რაც, თავის მხრივ, გავლენას იწვევს პიროვნების აზროვნებაზე, ხასიათზე, წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე;
- პროფესიული ვარგისიანობის შემოწმება - სადაც დიდი ალბათობით გაირკვევა მათი მორალური პრინციპები, დადასტურდება ტექნიკური თუ შემოქმედებითი შესაძლებლობანი და ჩამოყალიბდება წარმატებათა პროგნოზები;
- მემკვიდრეობითობის გამოკვლევა - სადაც ზუსტად შეიძლება განისაზღვროს დაავადების სირთულე, სახასიათო გადახრები, ბედის გავლენა;
- ადამიანის ხასიათის ანალიზი - მისი პრაქტიკული შესწავლისათვის: აღზრდისათვის, ხელმძღვანელობის უნარისა და სხვადასხვა შესაძლებლობების გარკვევისათვის;
- კრიმინოლოგიური ლაბორატორიული გამოკვლევები - საკმაოდ ფასეული მასალების მოძიება;
- ობიექტურ ფსიქოანალიზი - სულიერი შფოთვისა და ორგანული დარღვევების გამოსავლენად;
- კოსმიური კანონების შეცნობა ფსიქოფიზიოლოგიურ საფუძველზე - აგრეთვე იმ ინდივიდუალური სასიცოცხლო რიტმების განსაზღვრა, რომელიც სუბიექტს ეხმარება ცხოვრების ხელოვნების ათვისებაში.