მამას ლურჯი პერანგი წითლად გავაფერადე აღარაა ლურჯი, გადამიგდეს ფუნჯი. გამიჯავრდა დედა: - ამდენს როგორ ბედავ, გაგიჟდება მამა, რა გარეცხავს ამას?!
ბუზღუნებდა მამიდა: - ბავშვი სულ თავს გავიდა. ბებო პერანგს უცქერის: - გაგვითავდა ფურცლები? არ უჯერებს თვალებს (რა მზერა აქვთ ქალებს)…
არ მომწონდა მაინც, ეს პერანგი ლურჯი, მოგვაწოდეთ ქილა, დაგვიბრუნეთ ფუნჯი. გავაგრძელეთ ღებვა, წინსაფარი მება,
გადაიცვა მამამ შეღებილი ზედა. - ერთი ჭკუის ხართო! - იცინოდა დედა. |