შენ „დედაენით“ მწუხრს მიჰკაფავდი, სიძნელეს გზისას არად აგდებდი. როგორც ილიას, ვაჟას, აკაკის, გშვენის დიდების შარავანდედი.
მტრის შუქს აქრობდა, ჩვენს გულს ათბობდა. შენ ბიბლიური იაკობივით ერკინებოდი უსამართლობას.
სიტყვა, სიმღერა ხალისიანი, წიგნი კი არა, ფარი ქართველთა, ამოღებული ხმალი ფხიანი.
წყაროს ჩუხჩუხი, ფშვინვა იათა, წიგნი კი არა, წმინდა ლამპარი, შეჭიდებული ღამის წყვდიადთან…
მაღლა აჭრილი მთები მზიანი, ხამისპერანგა ბიჭის ოცნება, ნამგლის წკრიალი, ყანის შრიალი…
კაბადონებზე სხივთა მარმაში, სიტყვა ქართული, სული ქართული ჩართული დედის იავნანაში.
შენს წმინდა წიგნში ამოქარგული; თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი, გულში გაკლია ცეცხლი ქართული.
რაც გვიანდერძა წიგნმა ნათელმა: თუ დედაენით შვილებს არა ზრდი, თავი ტყუილად მოგაქვს ქართველად.
განა სიტყვები?… ნატვრის თვლებია. თუ დაივიწყე ენა ქართული, მაშ, საქართველო დაგვიწყებია…
ძე არ გაღირსა, როგორც ილიას, ვისაც მამულის მადლი აცხია შენი ძე არის, შენი შვილია.
ან ეს ტრამალი, ან ეს ჩვენი ცა… მოდგმიდან მოდგმას გადაეცემა შრიალი შენი „დედაენისა“. |
ლექსები დედა ენაზე • • • • • • იოსებ ნონეშვილის პოეზია |