1. ებრაული ხუმრობა
ებრაელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობს ისრაელში, ეხუმრება ახლად ჩასულ ებრაელს:
- უყურებ გზას? - მე ავაშენე!
- უყურებ სურათს? - მე დავხატე!
- უყურებ .....? - მე მოვკალი!
რა იგულისხმა ებრაელმა?
ჩასვით „....“-ის შემცვლელი სიტყვა წინადადებაში.
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
2. გაუქმებული პატენტი
1858 წელს, ამერიკელმა გამომგონებელმა ჰაიმან ლიფმანმა მიიღო პატენტი გამოგონებისთვის.
პატენტი განსაკუთრებით პოპულარული გახდა სკოლის მოსწავლეეებში და ავტორმა მისი საშუალებით 100 000 დოლარის გამომუშავებაც კი მოასწრო.
თუმცა, შემდგომში, პატენტის გამცემმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ ეს იყო არა გამოგონება, არამედ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ფუნქციების მქონე მოწყობილობის ერთმანეთთან შერწყმა.
ამიტომ პატენტი ანულირებული იქნა.
რა გამოიგონა ლიფმანმა?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
3. როგორ აწონოს?
მაღაზიის გამყიდველს აქვს 2, 3 და 5 კგ-იანი სასწორის გირები.
როგორ აწონოს მან ამ გირების საშუალებით
ა) 1კგ ფქვილი?
ბ) 4 კგ ფქვილი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
4. რამდენჯერ მოუწევს?
ლევანს სთხოვეს დაენომრა მატარებლის ვაგონები 1-დან 100-მდე.
რამდენჯერ მოუწევს მას დაწეროს ციფრი 9?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
5. რამდენს იწონის ხის მორი?
გვაქვს ხის მორი, რომლის წონაა 30 კგ.
რამდენს აიწონის მორი, თუ იგი 2- ჯერ მსხვილია, მაგრამ ორჯერ მოკლეა ჩვენს მოცემულ მორზე?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
6. ალიბაბა და მოხუცი ყაჩაღი
ალიბაბამ მიაგნო ყაჩაღების ბაზას, სადაც მათი განძი იყო შენახული, ხოლო განძს დარაჯად მოხუცი ყაჩაღი ედგა. სულ იყო სამი სკივრი, რომელთაც ჰქონდა წარწერები.
- ერთ სკივრზე - ოქრო;
- მეორეზე - რკინა;
- მესამეზე - ოქროსა და რკინი ნაზავი;
მოხუცმა ყაჩაღმა ალიბაბას უთხრა: - წარწერები სკივრებზე ტყუილია, არც ერთი არ შეესაბამება სინამდვილეს - რა დევს სკივრში.
თუ გამოიცნობ რომელ სკივრშია ოქრო, იგი შენია, თუ არადა წახვალ ცარიელი.
სკივრებში ჩახედვის უფლება არ გაქვს. შემიძლია გაჩვენო მხოლოდ ერთი ნივთი ნებისმიერი, შენს მიერ არჩეული სკივრიდან.
რომელი სკივრიდან უნდა სთხოვოს ალიბაბამ ყაჩაღს ნივთის ამოღება და როგორ გაიგოს შემდგომ, თუ რომელ სკივრშია ოქრო?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
7. საჰაერო ბურთი
პირველი საჰაერო ბურთი გაშვებული იქნა 1783 წელს ძმები მონგოლფიების მიერ.
მისი მგზავრები იყვნენ ცხვარი, მამალი და იხვი.
ყველანი ფიქრობდნენ, რომ საბრალო ცხოველები დაიღუპებოდნენ, თუმცა ისინი უვნებლად დაეშვნენ დედამიწაზე.
დაზიანებული იყო მხოლოდ მამალი (საკმაოდ მძიმედ).
რა დაემართა საბრალო მამალს?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
8. ტენისის ტურნირზე
რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა მონაწილეობა მიიღეს ტენისის ერთ-ერთ ტურნირზე.
მათ ითამაშეს ხუთ-ხუთი სეტი. ამასთან, თითეულმა მათგანმა მოიგო სამი სეტი.
როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, თუ ისინი თამაშობდნენ ერთსა და იმავე კორტზე და ერთი და იგივე დროს?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
9. რა რიცხვი უნდა იყოს?
7+5=0
6+8=3
0+9=2
7+8=2
9+1=1
2+3=?
რა რიცხვი უნდა იყოს ბოლო მაგალითში კითხვის ნიშნის ნაცვლად?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
10. უბრალო ადამიანი
ის უბრალო, რიგითი ადამიანია, თუმცა მის წინაშე ქუდს იხდიან პრეზიდენტები, პერმიერმინისტრები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც კი.
ვინ არის ეს ადამიანი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
11. მდინარის პირას
მდინარის პირას დგას ნავი. მდინარეს ერთდროულად მოადგა ორი მგზავრი, რომელთაც სურთ მეორე ნაპირზე გადასვლა ნავის საშუალებით.
ნავი ძალიან პატარაა და შეუძლია გადაიყვანოს მხოლოდ ერთი ადამიანი. მიუხედავად ამისა, ორივე მგზავრმა შეძლო ნავით მეორე ნაპირზე გადასვლა.
როგორ მოახერხეს ეს მგზავრებმა?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
12. მახვილგონიერი პროფესორი
ერთხელ, ამერიკის ერთ-ერთი უნვერსიტეტის ფიზიკის პროფესორმა, შესთავაზა სტუდენტებს გაეზომათ რადიანებში/გრადუსებში ქალების ფიზიკური მომხიბვლელობა.
კონკრეტულად რისი გაზომვა შესთავაზა პროფესორმა სტუდენტებს?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
13. რა უნდა იყოს?
თუ თქვენ დაასახელებთ მის სახელს, იგი მაშინვე გაქრება.
რაზეა საუბარი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
14. ძმები
ალექსი და მისი 5 ძმა სახლში იმყოფებიან. თითეული მათგანი რაღაც საქმითაა დაკავებული:
ერთი ძმა უკრავს პიანინოზე;
მეორე ძმა კითხულობს წიგნს;
მესამე ძმა თამაშობს ჭადრაკს;
მეოთხე ძმა უყურებს ტელევიზორს;
მეხუთე ძმა ხსნის კროსვორდებს;
რით არის დაკავებული ალექსი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
15. ლონდონის მეტროში
ლონდონის მეტროში არის შემდეგი სახის წარწერა:
„დედამიწა ხელოვნების გარეშე არის მხოლოდ...
დაასრულეთ წინადადება.
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
16. დაასახელეთ ლედი
ერთმა ამერიკელმა პატარამ თქვა - „ეს ლედი სულ ჩემსავითაა, უყვარს წიგნები და ნაყინი“
დაასახელეთ ლედი, რომელსაც გულისხმობდა ბავშვი.
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
17. მრგვალი მაგიდის ირგვლივ
მრგვალი მაგიდის გარშემო შეიკრიბა სამი ქვეყნის წამომადგენელი: ინდოეთიდან ჩამოვიდა იოგი, ამერიკიდან კავბოი, ხოლო ინგლისიდან ჯენტლმენი.
ისინი მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას.
რამდენი ფეხია მაგიდის ქვემოთ იატაკზე და რატომ?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
18. ჩინურ რესტორანში
ერთ ჩინურ რესტორანში, პატარა იყო ყველაფერი: საკვების პორციები, თეფშები, ჭიქები, ოფიციანტებიც კი.
რა შეიძლებოდა ყოფილიყო დიდი ჩინურ რესტორანში?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
19. სად უნდა ყოფილიყო?
„გუშინ საოცრება ვნახე, წინ იყო გველი, ხოლო უკან ნიანგი - ეუბნება ანა მარიამს.
- ტერარიუმში იყავი?
- არა.
მაშ სად იყო ანა?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
20. ბანკის მძარცველები
იმისათვის, რომ გამოერთოთ ბანკის სიგნალიზაცია, ერთი მძარცველი მხრებზე დაადგა მეორეს, რათა მიწვდომოდა სიგნალიზაციას, მაგრამ არ გამოუვიდათ.
მაშინ მათ ადგილები გაცვალეს და სიგნალიზაციის გამორთვაც შეძლეს.
როგორ შეიძლება ასე მომხდარიყო?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
21. კოლექციონერი
კოლექციონერს ჰქონდა უიშვიათესი წიგნი, რომლის ღირებულებაც ერთ მილიონ დოლარს შეადგენდა.
მიუხედავად ამისა, მან წიგნი შეგნებულად გაანადგურა.
რატომ მოიქცა ასე კოლექციონერი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
22. "სოფლის სულელი"
ერთ ლამაზ მთიან სოფელს ხშირად სტუმრობდა ტურისტთა ჯგუფი.
მათ ძალიან ართობდათ ერთი ე. წ. „სოფლის სულელი“, რომელსაც მუდმივად სთავაზობდნენ არჩევანს 50 ცენტიან მონეტასა და 5 დოლარიან კუპიურას შორის.
სულელი დაფიქრდებოდა და ბოლოს ყოველთვის 50 ცენტიან მონეტაზე აკეთებდა არჩევანს.
რატომ არ ირჩევდა სულელი არასოდეს კუპიურას?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
23. რა უნდა იყოს?
მას აგდებენ როცა სჭირდებათ და იღებენ, როცა არ სჭირდებათ.
რა არის?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
24. გაასწორეთ პირობა
5+5+5=550
დაუმატეთ მხოლოდ ერთი შტრიხი, ისე, რომ მოცემული პირობა იყოს სწორი.
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
25. გონიერი ბიზნესმენი
ერთმა ბიზნესმენმა წამოიწყო ვაშლი ბიზნესი. იგი ყიდულობდა ვაშლს დიდი პარტიებით - კილოგრამს 5 დოლარად და ყიდდა - კილოგრამს 3 დოლარად.
არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ბიზნესმენი მილიონერი გახდა.
როგორ მოახერხა ეს ბიზნესმენმა?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
26. გაასწორეთ პირობა
30 – 33 = 3
გადააადგილეთ ერთი ციფრი ისე, რომ პირობა გამოვიდეს სწორი.
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
27. შამპინიონები
შამპინიონი ძალიან სწრაფად მზარდი სოკოა. სათბურში გამოყვანილი შამპინიონების რაოდენობა ორმაგდება ყოველ 24 საათში.
პირველი შამპინიონების გამოჩენიდან იმ მომენტამდე, როცა მთელი სათბური დაიფარება სოკოებით, გადის 30 დღე.
რომელ დღეს შეავსებენ შამპინიონები სათბურის ნახევარს?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
28. რამდენჯერ?
ყველამ ვიცით, რომ 2 X 8 = 16
რამდენჯერ შეიძლება ორის გამორიცხვა თექვსმეტიდან?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
29. სატელეფონო ცნობარი
სტატისტიკის თანახმად, ადამიანების 10% განმარტოვებას ირჩევს ხოლმე, ამიტომ მათ 80%-ს არა აქვს დაფიქსირებული ქალაქის სატელეფონო ცნობარში საკუთარი ტელეფონის ნომერი.
შეეცადეთ განსაზღვროთ, რამდენი ასეთი აბონენტის ნომერი შეიძლება აღმოჩნდეს სატელეფონო ცნობარიდან ალბათობით შერჩეულ 400 ტელეფონის ნომერში?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
30. ხიდზე
ხიდზე დგას ორი ადამიანი. ერთი მათგანი უყურებს ხიდის ერთი მხარეს, ხოლო მეორე - ხიდის მეორე მხარეს.
მიუხედავად იმისა, რომ იყურებიან აბსოლიტურად განსხვავებული მიმართულებით, ისინი ხედავენ ერთმანეთს. (წყალში არსებული ანარეკლი არ ითვლება).
როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
31. მეთევზე მასწავლებელი
ერთ სკოლის მასწავლებელს ძალიან უყვარდა თევზაობა და რეგულარულად თევზაობდა ხოლმე.
ერთხელ, თევზაობის დროს, მასწავლებელმა ძალიან პატარა თევზი დაიჭირა. მან თევზი კარგად დაათვალიერა, შემდეგ კი რაღაც უთხრა და გაუშვა.
რა შეიძლებოდა ეთქვა მასწავლებელს თევზისთვის?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
32. მკვლევარი
მკვლევარი იკვლევდა მთას და როცა მან მიაღწია მთის შუა ნაწილს, მოულოდნელად აუსხლტა თითები და რამოდენიმე წუთში აღმოჩნდა მთის წვერზე.
როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
33. მაღაზიაში
საუბარი გამყიდველსა და მყიდველს შორის:
- რა ღირს ერთი?
- 20 ლარი.
- ათი?
- ორმოცი ლარი.
- მე მჭირდება ასოცი.
- ინებეთ, და გადაიხადეთ 60 ლარი.
რას ყიდულობდა მყიდველი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
34. რა ღირს წიგნი?
ათ ერთნაირ წიგნში ლევანმა გადაიხადა 1100 ლარზე მეტი. მაგრამ, მას რომ ეყიდა ასეთივე ცხრა წიგნი, იგი გადაიხდიდა 1000 ლარზე ნაკლებს.
რამდენი ლარი ღირს ერთი წიგნი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
35. დაასახელეთ რიცხვი
დაასახელეთ ხუთნიშნა რიცხვი, რომლის ნამრავლით 9-ზე მიიღებთ იგივე რიცხვს, მხოლოდ შებრუნებულს?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
36. რა ურჩია ასეთი?
ირაკლის ძალიან ეჩქარებოდა თათბირზე, როცა მის მანქანას დაეშვა საბურავი.
ირაკლიმ დაიწყო სათადარიგო საბურავის დაყენება, მაგრამ სიჩქარისგან საბურავის დასამაგრებელი ბოლტები ხელიდან დაუცვივდა და კანალიზაციაში ჩაცვივდა.
სასოწარკვეთილი ირაკლი უმწეოდ იდგა და არარ იცოდა რა გაეკეთებინა, საშველიც არ ჩანდა.
ამ დროს, შემთხვევით ჩამოიარა სატვირთო ავტომობილმა, რომლის მძღოლმაც გაუჩერა ირაკლის და როცა მისი პრობლემის შესახებ შეიტყო, რჩევაც მისცა.
ირაკლიმ რჩევის გათვალისწონებით უმოკლეს დროში შეძლო სათადარიგო საბურავის დაყენება, გზის გაგრძელება და თათბირზეც არ დააგვიანა.
რა ურჩია სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ირაკლის?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
37. რა უნდა იყოს?
თითეულ ადამიანს ეძლევა ორჯერ ცხოვრებაში - სრულიად უფასოდ.
მაგრამ იმიისათვის, რომ მიიღო მესამედ - უნდა გადაიხადო ფული.
რა არის?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
38. ლაკონია
ლაკონია არის მხარე საბრძნეთის სამხრეთით, რომელიც მთელს მსოფლიოშია ცნობილი საკუთარი მამაცობითა და ლაკონური საუბრით. სწორედ აქედან იღებს სათავეს სიტყვა „ლაკონური“.
ძალიან დიდი ხნის წინათ, მაკედონიის მეფე ფილიპმა, უზარმაზარი არმიით პრაქტიკულად დაიპყრო მთელი საბერძნეთი ლაკონიის გარდა.
მეფემ ქალაქის მცხოვრებთ შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: „თუ მე შემოვალ თქვენს ქალაქში, სრულიად გავანადგურებ მას და ყველას დაგხოცავთ“
რა ლაკონური პასუხი მიიღო მეფე ფილიპმა?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
39. ახალბედა აკვალანგისტი
ახალბედა აკვალანგისტმა წყალქვეშა სამყაროს შესწავლა გადაწყვიტა, თუმცა პირველივე ჩაყვინთვის დროს, მან დაკარგა ორენტაცია და არ იცოდა საით წასულიყო, ჰაერი კი თავდებოდა.
როგორ უნდა გაიგოს აკვალანგისტმა საით არის „ზემოთ“ და საით „ქვემოთ“?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
40. იმპერატორის ჟესტი
ძველ რომში, გლადიატორების ბრძოლის დროს, იმპერატორის მიერ ზემოთ აწეული ცერა თითი ნიშნავდა დამარცხებული გლადიატორის შეწყალებას, ხოლო ქვემოთ დაშვებული ცერა თითი დამარცხებული გლადიატორის სიკვდილს.
რას ნიშნავდა მუჭში მოქცეული ცერა თითი?
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
პასუხები |
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
იხილეთ სრულად: სახალისო მათემატიკა |