მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 43219 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

1. ბაბუა და შვილიშვილი

ბაბუა და შვილიშვილიბაბუა 56 წლისაა, შვილიშვილი - 14 -ის.

რამდენი წლის შემდეგ იქნება ბაბუა შვილიშვილზე ორჯერ უფროსი?

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

2. რამდენი პარტია ითამაშეს?

რამდენი პარტია ითამაშეს?სამნი თამაშობდნენ შაშს.

სულ ითამაშეს სამი პარტია.

რამდენი პარტია ითამაშა თითოეულმა?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

3. რამდენი წლისაა ბებო?

რამდენი წლისაა ბებო?უკვე ასი წლისა ხარ ბებო? - ჰკითხა შვილიშვილმა ბებიას.

რას ამბობ, გენაცვალე, თუ იმის ნახევარს ვიცოცხლებ, რაც მიცხოვრია და კიდევ იმ ნახევრის მესამედს, მაშინ ვიქნები ასი წლის.

რამდენი წლისაა ბებო?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

4. გაარკვიეთ, რომელია ყალბი მონეტა

გაარკვიეთ, რომელია ყალბი მონეტაგაქვს 9 მონეტა. მათგან 8 ოქროსია, ერთი კი - ყალბი.

ყალბი მონეტა შედარებით მსუბუქია, თუმცა გარეგნულად არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

ორი აწონით, როგორ გაარკვევთ, რომელია ყალბი მონეტა?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

5. რამდენი საათის განმავლობაში ითამაშეს?

რამდენი საათის განმავლობაში ითამაშეს?ორი ბიჭი 4 საათის განმავლობაში თამაშობდა ჭადრაკს.

რამდენი საათი უთამაშნია თითოეულს?

 

 

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

6. 5 ფეხი

5 ფეხიმაგიდას სამი კაცი უსხდა.

მაგიდის ქვეშ პატარა ბიჭი შეძვრა და რამდენიც არ თვალა ფეხები, 5 -ზე მეტი ვერ დათვალა.

რატომ მოხდა ასე, როცა არც ერთი თანამოსუფრე ინვალიდი არ იყო?

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

7. დაწერეთ გამოსახულება

დაწერეთ გამოსახულებახუთი სამიანითა და მოქმედებათა ნიშნებით დაწერეთ გამოსახულება, რომლის მნიშვნელობა 35 -ის ტოლია.

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

8. რამდენი ბავშვია მე - 8 რიგში?

რამდენი ბავშვია მე-8 რიგში?სპორტული თამაშისათვის ბავშვები მოეწყვნენ 8 რიგად ისე, რომ პირველ რიგში იდგა 2 ბავშვი, ყოველ მომდევნოში 2 - ით მეტი.

რამდენი ბავშვი იდგა მე - 8 რიგში?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

9. რა სიგრძისაა თითოეული მონაკვეთი?

რა სიგრძისაა თითოეული მონაკვეთი?გოგონამ და ბიჭმა ერთი და იგივე მონაკვეთები გაზომეს.

ბიჭმა თქვა, რომ ერთი მონაკვეთი ორჯერ გრძელი იყო მეორეზე. გოგონამ დაასკვნა, რომ ერთი მონაკვეთი 3 სმ - ით გრძელია მეორეზე.

რა სიგრძისაა თითოეული მონაკვეთი?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

10. 1 ცალი კარტოფილი

1 ცალი კარტოფილი6 ცალი კარტოფილი მოიხარშა 30 წთ - ში.

რამდენ წუთში მოიხარშება 1 ცალი კარტოფილი?

 

 




—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

11. ძაღლების გამოფენა

ძაღლების გამოფენაქეთის კავკასიურმა ნაგაზმა, თამრიკოს ლაბრადორმა და თორნიკეს ჩიხუახუამ მონაწილეობა მიიღეს ლეკვების გამოფენაში.

ერთმა მათგანმა ოქროს მედალი მიიღო, მეორემ ვერცხლის, მესამემ კი - ბრინჯაოსი.

ცნობილია, რომ გოგონების ძაღლებმა თორნიკეს ძაღლზე მაღალი ჯილდოები მიიღეს. თამრიკოს ძაღლს არ მიუღია ოქროს მედალი.

რომელმა ძაღლმა რა ჯილდო მიიღო?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

12. გაკვეთილების ცხრილი

გაკვეთილების ცხრილიგაკვეთილების ცხრილის რამდენი ვარიანტი შეიძლება შევადგინოთ, თუ დღეში ტარდება მხოლოდ 3 გაკვეთილი:

ერთი - მშობლიური ლიტერატურის;

ერთი - მათემატიკის;

ერთიც - ხელოვნების?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

13. საათის პატარა ისარი

საათის პატარა ისარიდღეღამის განმავლობაში, რამდენჯერ გადაუვლის ზემოდან საათის პატარა ისარი დიდ ისარს?

 

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

14. ფეხბურთელი და ქვეითად მოსიარულე

ფეხბურთელი და ქვეითად მოსიარულერა განსხვავებაა ფეხბურთელსა და ქუჩაში ქვეითად მოსიარულეს შორის?

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

15. ლიფტის კაბინაში

ლიფტის კაბინაშიგია ლიფტის კაბინაში შევიდა და ღილაკს ხელი დააჭირა.

ლიფტი გაჩერდა და გაიჭედა. გია მე - 7 სართულზე აღმოჩნდა.

რა მიმართულებით წასულა ლიფტი, თუ მან გაუარა მე - 11 სართულს?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

16. განიხილეთ შემთხვევები

განიხილეთ შემთხვევებირამდენნაირი თანმიმდევრობით შეიძლება დავალაგოთ მერხზე კვადრატი, სამკუთხედი და წრე?

განიხილეთ ყველა შემთხვევა.

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

17. ჭრიჭინას სამზადისი

ჭრიჭინას სამზადისიჭრიჭინა ზაფხულში დღე - ღამის მესამედს ძილს უთმობდა, ნახევარს - ცეკვას, მეექვსედს კი - სიმღერას.

დღე-ღამეში რამდენ საათს ემზადებოდა ჭრიჭინა ზამთრისათვის?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

18. ცირკში, თეატრში და ჩოგბურთის მატჩზე

ცირკში, თეატრში და ჩოგბურთის მატჩზენიკუშამ, გიამ და თემურიმ კვირა დღე სხვადასხვაგვარად გაატარეს:

ერთი ცირკში იყო, მეორე - თეატრში, მესამე ჩოგბურთის მატჩს დაესწრო.

ცნობილია, რომ ბიჭი, რომელიც ჩოგბურთის მატჩს დაესწრო, ის, ვინც ცირკში იყო და ნიკუშა - სამივენი კმაყოფილი დარჩნენ კვირა დღით. თემური არ ყოფილა ცირკში.

ვინ სად იყო?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

19. ნაყინის ულუფები

ნაყინის ულუფებისამი გოგონა - ვერიკო, სოფიკო და ნატო ნაყინს შეექცეოდნენ.

ერთი ასგრამიან ულუფას, მეორე 150 გრამს, მესამე კი - 200 გრამიანს.

ერთი მარწყვის ნაყინს მიირთმევს, მეორე - ნაღებისას, მესამე კი - შოკოლადისას.

ცნობილია, რომ მარწყვის ნაყინი 150 გრ - იანია. სოფიკო ნაღების ნაყინს შეექცევა.

ვერიკოს ულუფა სოფიკოსაზე ნაკლებია, მაგრამ შოკოლადის ნაყინის ულუფაზე მეტია.

გამოიცანით, რა ნაყინს მიირთმევს თითოეული და რამდენ გრამიანია მისი ულუფა?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

20. გადაწყვიტეთ მწყემსების დავა!

გადაწყვიტეთ მწყემსების დავა!ანდრია და მათე მწყემსებია.

მათ ერთხელ მგზავრმა საჭმელი სთხოვა და მწყემსებმაც მგზავრი სადილად მიიწვიეს.

ანდრიამ 2 პური ამოიღო, მათემ - 1. სადილობის დროს თითო პური შეჭამეს.

მგზავრმა იკითხა, თუ რამდენი უნდა გადაეხადა ფული.

მწყემსებმა უთხრეს: „რძის ნაწარმი და ხორცი უხვად გვაქვს და მასში ფულს არ გახდევინებთ. პური კი გვიჭირს და ქალაქიდან ამოგვაქვს. ამიტომ, მხოლოდ პურის ფული გადაგვიხადეთო“.

მგზავრმა 3 ლარი დატოვა, მადლობა გადაიხადა და გზას გაუდგა. მწყემსებს ფულის გაყოფაზე დავა მოუვიდათ.

იქნებ დაეხმაროთ?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

21. ცხვარი და ბატი

ცხვარი და ბატიმინდორში ბალახობენ ბატები და ცხვრები. მათ ყველას ერთად აქვს 40 თავი და 96 ფეხი.

რამდენი ცხვარი და ბატია მინდორში?

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

22. ბეღურები

ბეღურებიორ ხეზე იჯდა 16 ბეღურა.

მეორე ხიდან გაფრინდა ორი ბეღურა.

სამაგიეროდ პირველი ხიდან მეორეზე გადაფრინდა ხუთი, რის შემდეგაც თითოეულ ხეზე ბეღურების რაოდენობა თანაბარი გახდა.

რამდენი ბეღურა იჯდა თავდაპირველად თითოეულ ხეზე?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

23. არქეოლოგიური გათხრებისას

არქეოლოგიური გათხრებისასარქეოლოგებმა გათხრების დროს აღმოაჩინეს ვიღაც შეძლებული კაცის სამარხი.

როდესაც სარკოფაგი გახსნეს, ნახეს, რომ მიცვალებულისათვის მრავალი ნივთი ჩაეტანებინათ.

ამ ნივთებს შორის იყო პერგამენტი, რომელზეც მიცვალებულის ვინაობა იყო დაფიქსირებული. იგი ასე იკითხებოდა:

„ეს პიროვნება... დაბადებულია 721 წელს ახალ წელთაღრიცხვამდე და გარდაიცვალა 655 წელს ახალ წელთაღრიცხვამდე“.

ზოგმა არქეოლოგმა ეჭვი გამოთქვა ამ პერგამენტის შინაარსთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგმა დაიჯერა მისი სიმართლე.

ვინაა მათ შორის მართალი?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

24. პაპის დაბადების წელი

პაპის დაბადების წელიჩემი პაპის დაბადების წლის ციფრები ერთმანეთზე რომ გავამრავლოთ, მივიღებთ მის წლოვანებას ორი წლის შემდეგ.

ახლა კი ის ჩემზე უფროსია 5 - ჯერ, ხოლო ჩემს ძმაზე - 7 - ჯერ.

რამდენი წლისანი ვართ მე და ჩემი ძმა და რომელ წელშია დაბადებული ჩემი პაპა?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

25. გლეხი და თივა

გლეხი და თივაგლეხს მგელი და თხა მიჰყავდა, თან თივაც მიჰქონდა.

მიადგა ერთ მდინარეს. გაღმა ნავით უნდა გასულიყო.

ეს ნავი ისეთი პატარა იყო, რომ კაცის გარდა მხოლოდ ერთ-ერთს დაიტევდა. ამიტომ გლეხს მგელი და თხა ცალ-ცალკე უნდა გაეყვანა, მაგრამ ის კი უნდა მოეხერხებინა, რომ არ დაეტოვებინა მგელი თხასთან და თხა - თივასთან.

გლეხმა ბევრი იფიქრა და ბოლოს მშვიდობით გადავიდა იქეთა ნაპირას: თივაც გადაიტანა და თხა და მგელიც გადაიყვანა.

აბა, გამოიცანით, რა ხერხს მიმართა გლეხმა?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 26. როგორ შეიძლება ამის განხორციელება?

როგორ შეიძლება ამის განხორციელება?ერთ გლეხს ღვინით სავსე ათკოკიანი კასრი ჰქონდა.

ამ კასრის გარდა მას კიდევ ორი ცარიელი კასრიც ედო: ერთი სამკოკიანი, მეორე კი - შვიდკოკიანი.

გლეხმა ხუთი კოკა ღვინო გაყიდა, მაგრამ ხუთკოკიანი ჭურჭელი არ ჰქონდა.

როგორ უნდა მოახერხოს მან, რომ შვიდკოკიანში გადმოასხას ხუთი კოკა ღვინო და ხუთი კოკა ღვინო კი ათკოკიანში დატოვოს?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

27. კვერცხის ყიდვა

კვერცხის ყიდვაქათმის კვერცხი ღირს ½ თეთრი, იხვისა 2 თეთრი, ბატისა კი - 3 თეთრი.

როგორ შეიძლება 20 თეთრად 20 კვერცხის ყიდვა?

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

28. პირველზე მეტი, მეორეზე ნაკლები

პირველზე მეტი, მეორეზე ნაკლებიორ ერთმანეთის მომდევნო ციფრს შორის დაწერეთ რაიმე ნიშანი ისე, რომ მივიღოთ ახალი რიცხვი - პირველზე მეტი, ხოლო მეორეზე ნაკლები.

 

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

29. "უცნაური" მასწავლებელი

მასწავლებელმა ქაღალდის ფურცელზე რამოდენიმე წრე დახატა და ერთ-ერთ მოსწავლეს შეეკითხა:

- "რამდენი წრეა ფურცელზე?"

- "შვიდი" - უპასუხა მოსწავლემ.

"სწორია" - თქვა მასწავლებელმა და ახლა მეორე მოსწავლეს კითხა:

"რამდენი წრეა ფურცელზე?

- "ხუთი" - უპასუხა მოსწავლემ.

"სწორია" ისევ თქვა მასწავლებელმა.

ეს როგორ? რამდენი წრე ხატია ფურცელზე?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

30. რომელი რიცხვებია?

რომელი რიცხვებია?რომელი სამი ერთმანეთის მომდევნო რიცხვია, რომლებიც ისეთი თვისებისაა, რომ შუა რიცხვის კვადრატი ერთით მეტია ორი დანარჩენის ნამრავლზე?

 

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

31. რამდენი ვაშლი გაყიდა მებაღემ?

რამდენი ვაშლი გაყიდა მებაღემმებაღემ პირველ მყიდველს მიჰყიდა საერთო რაოდენობის ვაშლების ნახევარი და კიდევ ნახევარი ვაშლი;

მეორე მყიდველს - დარჩენილი ვაშლების ნახევარი და ნახევარი ვაშლი;

მესამე მყიდველს - დარჩენილი ვაშლების ნახევარი და ნახევარი ვაშლი და ა. შ.

როდესაც მეშვიდე მყიდველს მიჰყიდა დარჩენილი ვაშლების ნახევარი და ნახევარი ვაშლი, მას აღარაფერი დარჩა.

რამდენი ვაშლი ჰქონდა თავდაპირველად მებაღეს?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

32. ცხენის ყიდვა

ცხენის ყიდვაერთმა მოქალაქემ მყიდველს ცხენი 5000 ლარი დაუფასა. მყიდველს ეძვირა და ცხენის ყიდვაზე უარი თქვა. მაშინ გამყიდველმა უთხრა:

- რადგან 5000 ლარი გეძვირება, შენ იყიდე ცხენის ნალებს რომ ლურსმები აქვს და ცხენს კი უფასოდ გაჩუქებო.

მყიდველს მოეწონა ეს წინადადება და ჰკითხა, რამდენი ეღირება ლურსმნებიო.

გამყიდველმა მიუგო: ცხენს აქვს ოთხი ნალი, თითოეულ ნალზე აქვს ექვსი ლურსმანი. პირველ ლურსმანში მომეცი ¼ თეთრი, მეორე ლურსმანში - ½ თეთრი, მესამეში 1 თეთრი, მეოთხეში 2 თეთრი და ა. შ. გაორკეცებით.

მყიდველმა სწრაფად, თავისთვის გაიანგარიშა. ერთი ფეხის ლურსმნების ფასი 16 თეთრსაც არ შეადგენდა. ეჭვის თვალით შეხედა გამყიდველს - ხომ არ ხუმრობსო, შემდეგ სიამოვნებით დათანხმდა, დარწმუნებული იმაში, რომ ცხენი ათი ლარიც არ დაუჯდებოდა.

მოიგებდა თუ წააგებდა მყიდველი?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

33. ფიზკულტურის გაკვეთილზე

ფიზკულტურის გაკვეთილზეფიზკულტურის გაკვეთილზე მოსწავლეები დადგნენ ერთ მწკრივად ისე, რომ თითოეული მათგანი დაშორებული იყო მეორისაგან ერთი მეტრით.

რამდენი მოსწავლე იყო მწკრივში, თუ მთელი მწკრივის სიგრძე 25 მეტრს უდრიდა?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

34. რამდენი მუშაა საჭირო?

რამდენი მუშაა საჭირო?ორი მუშა ორი მეტრის სიგრძის არხს თხრის ორ საათში.

რამდენი მუშაა საჭირო, რომ 100 საათში ამოთხაროს 100 მეტრის სიგრძის არხი?

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

35. მოხერხებული ბერძენი

მოხერხებული ბერძენი15 თათარი და 15 ბერძენი იალქნიანი გემით მიემგზავრებოდნენ.

უეცრად ამოვარდა ქარი და ზღვაზე ისეთი ღელვა დაიწყო, რომ ხომალდის დაღუპვა გარდაუვალი იყო.

ხომალდის კაპიტანმა გამოაცხადა, რომ აუცილებელია 15 კაცი ზღვაში გადავაგდოთ, რომ სხვები გადავარჩინოთო. დადექით ყველანი გემბანზე, რომ 15 გადავთვალოთ და ზღვაში გადავუშვათო.

მაშინ ერთმა ბერძენმა სთხოვა კაპიტანს: ნება მომეცით მგზავრები წრიულად დავაყენო, შემდეგ დავიწყოთ გადათვლა ერთ - ერთიდან და ყოველი მე - 15 წყალში მანამ გადავაგდოთ, სანამ 15 მგზავრი წყალში არ აღმოჩნდებაო.

კაპიტანმა ნება დართო. ამ ბერძენმა მგზავრები ისე დეაააყენა, რომ რამდენიც გადათვალეს, მე - 15 მუდამ თათარი აღმოჩნდა. ამრიგად, მოხერხებულმა ბერძენმა ყველა მისი თანამემამულე გადაარჩინა.

როგორ დააყენა ბერძენმა მგზავრები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

36. ხანძარი

ხანძარიჩვენი წელთაღრიცხვის დაწყებამდე პირველ ათასწლეულში ასურეთის ქალაქ ნინელში გაჩნდა ხანძარი.

სახლის პატრონი მაშინ მიიჭრა სახლში, როდესაც ცეცხლი მოდებული ჰქონდა სახლის კედლებსა და სახურავს. მან დაინახა, რომ მეზობლები წყლით ხანძრის ჩაქრობას აპირებდნენ და მყისვე მიმართა მეზობლებს:

- შეჩერდით! თქვენ დამიღუპავთ ჩემს ყველაზე დიდ სიმდიდრეს!

ერთმა კაცმა, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, აღელვებით შენიშნა:

- ამ საცოდავს დიდმა უბედურებამ ალბათ გონება წაართვაო...

მაგრამ ის დაამშვიდეს, აუხსნეს, რომ სახლის პატრონს აქვს დიდი ბიბლიოთეკა და ალბათ ეშინია ცეცხლში გახურებული წიგნები არ გააფუჭოს (დახეთქოს) წყალმაო.

შეიძლებოდა ეს ასე მომხდარიყო?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

37. მატარებელი გვირაბში

მატარებელი გვირაბშირამდენი დრო დასჭირდება მატარებელს (რომლის შემადგენლობის სიგრძე ერთი კილომეტრია და საათში 60 კილომეტრის სისწრაფით მოძრაობს), გაიაროს გვირაბი, რომლის სიგრძე ერთი კილომეტრია?

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

38. ცრუ

ცრუშორეულ წარსულში ცხოვრობდა ერთი მეფე. ერთხელ მან თავის ქვეყანაში გამოაცხადა:

- ვინც მოიგონებს ისეთ სიცრუეს, რომელზედაც მე მათქმევინებს: „ეს სიცრუეა“, მას ნახევარ სახელმწიფოს მივცემო.

მივიდა მეფესთან ვაჭარი და მოახსენა:

- იდღეგრძელე, მეფეო! მამაჩემს ისეთი კომბალი ჰქონდა, რომ ცასა სწვდებოდა და იმით ვარსკვლავებს ეთამაშებოდაო.

- რა გაგკვირვებია, შე კაცო, პაპაჩემს ისეთი ჩიბუხი ჰქონდა, თუთუნით რომ გატენიდა და ერთ ბოლოს პირში ჩაიდებდა, მეორეთი მზეზე უკიდებდა ცეცხლსო.
იმედგაცრუებული ვაჭარი იძულებული გახდა გასცლოდა მეფეს.

მეფეს ერთ - ერთი მისი ვეზირი მიეახლა.

- მაპატიეთ, მეფეო, - მიმართა მან მეფეს, - ცოტა დამაგვიანდა, რომ გხლებოდით. საქმე იმაშია, რომ გუშინ ისეთი ჭექა-ქუხილი იყო, რომ ელვამ ცა გაარღვია და იმას ვაკერებდიო.

- ეგ ძალიან კარგი საქმე გიქნია, მაგრამ ნაკერავი უვარგისია, ვინაიდან დღეს დილით წვიმა კიდევ სცრიდაო.

გაეცალა მეფეს ვეზირიც.

ამჯერად მეფესთან ღარიბი გლეხი მივიდა, დიდი კასრით.

- შენ რაღა გინდა, რისთვის მოსულხარ? - შეეკითხა გლეხს მეფე.

გლეხმა მოახსენა მეფეს, თუ რისთვის იყო მისული.

- სტყუი, - შეუყვირა მეფემ.

- თუ ვსტყუი, მომეცი ნახევარი სახელმწიფო, - უთხრა გლეხმა.

- არა, არა, ეგ მართალია! - შეეცადა მეფე თავი დაეხსნა ამ მდგომარეობიდან.

- თუ მართალია, მაშინ ამივსე ეს კასრი ოქროთიო.

მეფე იძულებული გახდა შეესრულებინა თავისი სიტყვა.

ხომ ვერ იტყვით, რა უთხრა მეფეს გლეხმა?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

39. არაჩვეულებრივი ცხენი

არაჩვეულებრივი ცხენიძველ დროს, ერთ საერისთაოში, ცხოვრობდა საკმაოდ გამოჩენილი ვაჟკაცი, სახელად - როსტომი.

ერთ-ერთ ბრძოლაში როსტომი ტყვედ ჩავარდა. მივიდნენ მისი მეგობრები ერისთავთან და სთხოვეს როსტომი გაეთავისუფლებინა და სამაგიეროდ სასურველი სასყიდელი მიეღო.

- მე თქვენი ოქრო და ძვირფასეულობა არ მინდა, - უპასუხა ერისთავმა, თქვენზე მდიდარი ვარ... ტყვეს გავათავისუფლებ იმ შემთხვევაში, თუ სამი დღის განმავლობაში მომიყვანს ისეთ ბედაურს, რომელიც არ იქნება არც ჭრელი, არც ყორანა, არც რუხი, არც ქურანა, არც ჩალისფერი, არც წაბლა და... ერისთავმა ჩამოთვალა ცხენების ყველანაირი ფერი, რომელიც კი საერთოდ არსებობდა.

შეწუხდნენ ტყვედყოფილის მეგობრები, მაგრამ რას იზამდნენ, შეატყობინეს ყველაფერი როსტომს. მან შეუთვალა თავის მეგობრებს: ნუ დაღვრემილხართ მეგობრებო, წადით და მოახსენეთ თავადს, გამათავისუფლოს, და შესრულებული იქნება მისი მოთხოვნაო.

ერისთავმა როსტომი პირობით გაათავისუფლა.

გავიდა სამი დღე და როსტომმა ერისთავს გაუგზავნა ბარათი, რომელშიაც ატყობინებდა, რომ მისი თხოვნა შესრულებულია და დაუნიშნა დღე, როდესაც უნდა მისულიყვნენ ერისთავის მსახურნი ცხენის წასაყვანად.

მას შემდეგ გავიდა მრავალი დღე და კვირაც, მაგრამ ერისთავის მხლებლები ჯერ კიდევ არ მისულან ცხენის წამოსაყვანად.

რა იყო მიზეზი, რომ მეფემ არავინ გააგზავნა ცხენის წამოსაყვანად?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

40. არწყავით წყალი

არწყავით წყალიგაქვთ ორი ქილა - 5 ლიტრიანი და 3 ლიტრიანი.

შეკითხვა: როგორ არწყავთ 4 ლიტრ წყალს?

 

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

პასუხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

იხილეთ სრულად: სახალისო მათემატიკა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ