თითეულმა ადამიანმა, განსაკუთრებით ქალებმა, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე და ჯანმრთელობაზე, იციან, რომ თმის შეჭრა და მოვლა სასურველია მოხდეს მთვარის კალენდრის მიხედვით, ანუ მასთან შესაბამისობაში.
მთვარის დღეები სხვადასხვაგვარად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, განწყობაზე, წარმატებაზე და აგრეთვე მომხიბვლელობასა და სილამაზეზე.
ამიტომ სასურველია მთვარის კალენდრის მიხედვით სწორად იქნეს შერჩეული დღე, როცა ყველაზე ხელსაყრელია თმის შეჭრა, შეღებვა ან თმაზე სხვა მანიპულაცია.
მთვარის კალენდრის შედგენის დროს, ასტროლოგების მიერ გათვალისწინებულია შემდეგი ფაქტორები: მთვარის ფაზები, მთვარის დღეები და ზოდიაქოს რომელ ნიშანში იმყოფება მთვარე.
მთვარის ფაზები გავლენას ახდენს თმის ზრდაზე. სავსემთვარეობის და მზარდი მთვარის პერიოდში თმა უფრო სწრაფად იზრდება და ჯანსაღდება, ხოლო კლებადი მთვარის პერიოდში პირიქით, ანელებს ზრდას.
ამით შესანიშნავად სარგებლობენ ის ადამიანები ვინც ფლობს ამის შესახებ ინფორმაციას. მაგალითად ქალები და ვაჟები, რომლებსაც თმის სწრაფად გაზრდა სურთ, თმას იჭრიან მზარდი მთვარის პერიოდში.
ხოლო ვაჟები, რომელებიც ატარებენ მოკლე ვარცხნილობას, სურთ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ იგი და თმის ზრდა შენელდეს, თმას იჭრიან კლებადი მთვარის პერიოდში.
თმის შეჭრა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მზისა და მთვარის დაბნელების დღეებში. ითვლება, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანი დაავადდეს, ან ზიანი მიადგეს მის მეხსიერებასა და გონებას.
ეს არც არის გასაკვირი, რადგან მთვარე გამოხატავს ადამიანის კავშირს წარსულთან, ხოლო მზე აწმყოსთან.
მთვარე, ერთი თვის განმავლობაში ოთხჯერ „არყევს“ ჩვენს ფსიქიკას, გადადის რა ერთი ფაზიდან მეორეში. ფაზის შეცვლის დღეები მიიჩნევა კრიტიკულად, მათ სატანურ მთვარის დღეებსაც უწოდებენ, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიჭრათ თმები მე-9, 15, 23 და 29 მთვარის დღეებში.
ეს ძალიან არასასურველი დღეებია თმის შესაჭრელად და გარეგნობის მიმართ სხვა მანიპულაციების ჩასატარებლად.
თუ თქვენ აღმოაჩინეთ, რომ თმა შეიჭერით ან შეიღებეთ არასსასურველ დღეს, ნუ განეწყობით ისე, რომ თქვენი თმის მდგომარეობა აუცილებლად უნდა გაუარესდეს, უბრალოდ იყავით ყურადღებით მომავალში და თქვენი თმები მუდამ მოვლილი, მიმზიდველი და ლამაზი იქნება.
თმის შეჭრა კვირის დღეების მიხედვით
კვირის ყოველ დღეს ჰყავს თავის მფარველი პლანეტა, რომელიც კვებავს მას საკუთარი ენერგეტიკით და ტოვებს კვალს ყველაფერზე, რასაც კი ადამიანი აკეთებს იმ დღის განმავლობაში.
იგივე ეხება თმის შეჭრის პროცესსაც. ამასთან, თუ იცით, რომელ დღეს დაიბადეთ, ნუ შეიჭრით თმას იმ დღეს, რადგან ამით შეეწინააღმდეგებით საკუთარ ბედს და წინ აღუდგებით ბედნიერებას.
იმის გარკვევა, თუ რომელ დღეს დაიბადეთ, ძალიან მარტივად შეიძლება ონლაინ სერვისებით: Infoplease ან Timeanddate
უბრალოდ ჩაწერთ თქვენი დაბადების წელს და სერვისი შემოგთავაზებთ იმ წლის კალენდარს, სადაც მარტივად ნახავთ კვირის რომელი დღეა თქვენი დაბადების დღე;
მაშ ასე ქვემოთ მოყვანილი თმის შეჭრის რეკომენდაციები კვირის დღეებისა და საკუთარი დაბადების დღის გათვალისწინებით:
ორშაბათი (მთვარე) - კარგი დღეა თმისთვის ნებისმიერი მანიპულაციის ჩასატარებლად. შეგიძლიათ თამამად შეიჭრათ თმა, შეიცვალოთ ვარცხნილობა და თმის ფერი. ამით შეძლებთ მოიშოროთ ყველა ნეგატივი და და პრობლემები უკან მოიტოვოთ.
ორშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული სამშაბათს, ოთხშაბათს და კვირა დღეს დაბადებულთათვის.
სამშაბათი (მარსი) - თმის შეჭრა ახალი ენერგიით აღგავსებთ, მოგანიჭებთ ძალას და გამბედაობას, გახდებით უფრო აქტიური, რითაც შეძლებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც თავიდან აგაცილებთ ცხოვრების მონოტონურობას. სასურველია ამ დღეს თმები შეიჭრან სუსტი ფიზიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებმა.
სამშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული ორშაბათს და პარასკევს დაბადებულთათვის.
ოთხშაბათი (მერკური)- ამ დღეს თმის შეჭრა მიზანშეწონილია, თუ გსურთ ცხოვრება გახდეს მეტად საინტერესო, გქონდეთ მეტი სიახლე, შეიძინოთ მეტი ახალი მეგობარი და გაიხსენოთ ძველი. ამ დღეს თმის შეჭრა მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემას, გააუმჯობესებს თქვენს მეხსიერებას და ლოგიკური აზროვნების უნარს.
ოთხშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული ხუთშაბათს დაბადებულთათვის.
ხუთშაბათი (იუპიტერი) - ამ დღეს თმა შეიჭერით იმ შემთხვევაში, თუ გსურთ მოაგვაროთ სოციალური ასპექტის პრობლემები. აგრეთვე: გახდეთ პოპულარული პიროვნება, შეცვალოთ ურთიერთობა მეგობრებთან და ნაცნობებთან. თუ ხშირად გაქვთ უსამართლობას და თავს უიღბლოდ მიიჩნევთ, შეგიძლიათ გაზარდოთ საკუთარი შანსი წარმატებისა და კეთილდღეობისათვის.
ხუთშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული ორშაბათს დაბადებულთათვის.
პარასკევი (ვენერა)- თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. ამ დღეს ორგანიზმში შენელებულია ბიოქიმიური პროცესები. თმის შეჭრით თქვენ იცვლით არა მხოლოდ ვარცხნილობას, არამედ გარეგნობასაც. შესაძლოა დაამყაროთ პერსპექტიული კონტაქტები და ამით კარდინალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.
შესაძლოა მოხდეს პირიქითაც. ამიტომ თუ გაკმაყოფილებთ თქვენი გარეგნობა, კონტაქტები და მგზნებარე ხასიათის ბუნება გაქვთ, უმჯობესია თმის შესაჭრელად სხვა დღე აირჩიოთ.
რამდენადაც პარასკევი ნეიტრალური დღეა, იგი ვერ იტანს ზედმეტობას და შეიძლება დაგაკარგვინოთ შინაგანი წონასწორობა. ზოგადად, პარასკევს შეჭრილი თმა ნელა იზრდება და იცვლის სტრუქტურას.
თუ გსურთ პარასკევს სტილისტ/პარიკმახერთან ვიზიტს ჰქონდეს დადებითი შედეგი, უმჯობესია გადახედოთ მთვარის კალენდარს.
პარასკევს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული სამშაბათს დაბადებულთათვის.
შაბათი (სატურნი) - შესანიშნავი, ყველაზე საუკეთესო დღეა თმის შეჭრისთვის. თუ ძველ ლეგენდებს დავუჯერებთ, ამ დღეს შეჭრილ თმებთან ერთად, სუფთავდება კარმა, აღდგება თქვენი ბიოველი და თავისუფლდებით ნეგატიური გავლენებისგან.
ხდება ფსიქიკისა და მატერიალური კეთილდღეობის სტაბილიზაცია. ძლიერდება საკუთარი თავის რწმენა. ამასთან, აღდგება დაზიანებული თმის სტრუქტურა და თმა უფრო მაგარი და ჯანმრთელი ხდება.
შაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული კვირას დაბადებულთათვის.
კვირა (მზე) - არახელსაყრელი და ძალიან ცუდი დღეა თმის შესაჭრელად. თმის შეჭრასთან ერთად, შეძლება ზურგი შეგაქციოთ იღბალმა და კეთილდღეობამ.
ძველი გადმოცემების თანახმად, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, კვირა დღეს თმის შეჭრა ცოდვადაც კი ითვლებოდა.
კვირა დღეს თმის შეჭრა და ბედის შეცვლა შეიძლება სცადონ მხოლოდ ქრონიკულად უიღბლო ადამიანებმა, რომელთაც ისედაც არ უმართლებთ ცხოვრებაში და ცუდად მისდით საქმეები ყველა მიმართულებით (თუმცა რაიმე სახის გარანტიები არ არსებობს).
თუ ვინმე მაინც გადაწყვეტს კვირას თმის შეჭრას, უნდა იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში, კვირას თმის შეჭრა განსაკუთრებით არ არის რეკომენდებული ორშაბათს დაბადებულთათვის.
დაბადების დღის ანტაგონისტური დღეები - სხვათა შორის, ქრონიკულად უიღბლო ადამიანებს, ვისაც არაფერში უმართლებთ, რეალურად შეუძლიათ გადავიდნენ ცხოვრების სხვა დონეზე, თუ პარიკმახერ/სტილისტს ესტუმრებიან სპეციალურ დღეს, რომელიც მათი დაბადების დღის ანტაგონისტურ დღეს წარმოადგენს.
მაგალითად, თუ უიღბლობა თან სდევს ადამიანს, რომელიც დაბადებულია ორშაბათს, მან თმები უნდა შეიჭრას კვირას, რომელიც არის ორშაბათის ანტაგონისტური.
მაშ ასე, დაბადების დღის ანტაგონისტური დღეებია:
ორშაბათი - კვირა;
სამშაბათი - პარასკევი;
ოთხშაბათი - ხუთშაბათი;
ხუთშაბათი - ოთხშაბათი;
პარასკევი - სამშაბათი;
შაბათი - კვირა;
კვირა - ორშაბათი;
თმის შეჭრა მთვარის ზოდიაქოს მიხედვით
მთვარე მიწის ნიშნებში (კურო, ქალწული, თხის რქა)
მთვარე კუროში
ეს პერიოდი ყველაზე სასურველია პარიკმახერ/სტილისტთან ვიზიტისათვის.
ამ დროს შეჭრილი თმა სწრაფად და სტაბილურად იზრდება, აგრეთვე მყარდება და უმჯობესდება მისი სტრუქტურა, ნაკლებად იყოფა და იხლიჩება.
მთვარე თხის რქაში
შეიძლება ვარცხნილობა კარდინალურად არ შეიცვალოს, თუმცა არსებითად უმჯობესდება თმის საერთო მდგომარეობა და ხელსაყრელი პერიოდად მიიჩნევა თმის შესაჭრელად.
მთვარე ქალწულში
თმა კარგად იზრდება, ჯანმრთელდება, უმჯობესდება მისი სტრუქტურა. დიდხანს ინარჩუნებს ფორმას და სილამაზეს. ყველაზე უკეთესი დღეებია ქიმიური პრეპარატების გამოსაყენებლად (თმის შეღებვის ყველა სახე, ქიმიური დახვევა).
მთვარე წყლის ნიშნებში (კირჩხიბი, მორიელი, თევზები)
მთვარე კირჩხიბში
ვარცხნილობა ცუდად ინარჩუნებს ფორმას, თმა ხდება დაუმორჩილებელი და ცუდად ემორჩილება დავარცხნას. ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული თავის დაბანა.
მთვარე მორიელში
თმის შეჭრა, საკმაოდ სარისკოა, როცა მთვარე ამ ნიშანში იმყოფება. ამან შეიძლება პირადი ცხოვრებისა და საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობის როგორც გაუმჯობესება, ასევე გაუარესება გამოიწვიოს.
მთვარე თევზებში
ამ დღეებში შეჭრილი თმა იწვევს თმის სტრუქტურის დასუსტებას და ქერტლიანობას. იმავე დღეებში თავისა და თმის დაბანით, მიიღებთ იგივე შედეგს.
მთვარე ცეცხლის ნიშნებში (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)
მთვარე ვერძში
თმის შეჭრისთვის არახელსაყრელი პერიოდია. მართალია თმისა და ვარცხნილობის მდგომარეობაზე არ მოქმედებს, მაგრამ ასეთ დღეებში, თმის შეჭრის შემდეგ სუსტდება ორგანიზმის იმუნიტეტი და იზრდება სხვადასხვა სახის დაავადებების რისკი.
მთვარე ლომში
ასეთ დღეებში, თმა, შეჭრის შემდეგ ხდება ლამაზი, სქელი, მოცულობითი და ბზინვარე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მთვარის ასეთი მდებარეობა, თმის შეჭრისთვის ითვლება არახელსაყრელად, თუ თქვენი საქმეები მიდის კარგად და ხელსაყრელად, თუ გსურთ შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი და სტილი.
მთვარე მშვილდოსანში
ამ დღეებში თმის შეჭრა, გახდება თილისმა თქვენი თვითრეალიზაციისა და აღიარების საქმიან და სოციალურ ურთიერთობებში. შესანიშნავი პერიოდია თმის შეჭრისთვის, რომელიც ხელს უწყობს დადებით ცვლილებებს კარიერასა და ადამიანებთან ურთიერთობაში.
მთვარე ჰაერის ნიშნებში (ტყუპები, სასწორი, მერწყული)
მთვარე სასწორში
ამ პერიოდში შეჭრის შემდეგ, თმა ხდება მოცულობითი და შესაძლებელია ჰაეროვანი ვარცხნილობების გაკეთება. თმა სწრაფად იზრდება ისე, რომ მისი სტრუქტურა და მდგომარეობა არ იცვლება.
მთვარე ტყუპებში
ეს პერიოდი ასევე სასარგებლოა მოცულობითი ვარცხნილობების გასაკეთებლად. თმა სწრაფად გაიზრდება. განსაკუთრებით ეფექტური იქნება ტალღოვანი, მხრებამდე სიგრძის ვარცხნილობა.
მთვარე მერწყულში
ძალიან ვერაგი პერიოდია თმის შესაჭრელად. მიიჩნევა, რომ ამ დროს თმა კარგავს კავშირს კოსმოსთან, რამაც შეიძლება თმის ძლიერი ცვენა და გამელოტებაც კი გამოიწვიოს.
თმის შეჭრა მთვარის დღეების მიხედვით
მთვარის 1-ლი დღე - ამ დღეს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული. ნუმეროლოგიის მიხედვით ეს დღე არის ყველაფრის საწყისი და თქვენზეა დამოკიდებული რამდენად წარმატებული იქნება იგი.
არ ღირს ამ დღეს რაიმე მოაკლდეს თქვენს სხეულს, მათ შორის თმა. ითვლება, რომ ამ შემთხვევაში სიცოცხლის ხაზის შემოკლებაა მოსალოდნელი.
თმის შეღებვა - ნატურალური საშუალებებით თმის შეღებვა საშუალებას მოგცემთ დაამყაროთ კარგი ურთიერთობა ადამიანებთან და აამაღლოთ საქმიანი აქტივობა.
თმაზე მანიპულაცია - ნეგატივისგან თავის დასაცავად შეიკარით თმა კონად ან ნაწნავად.
მთვარის მე-2 დღე - ამ დღეს თმის შეჭრამ შესაძლოა დაგადარდიანოთ და მძიმე განწყობაზე დაგაყენოთ.
თმის შეღებვა - არ არის რეკომენდებული სინთეტიკური საღებავების გამოყენება. ნატურალური საშუალებებით თმის შეღებვა კი თქვენს განწყობას და ეკონომიკურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.
თმაზე მანიპულაცია - ფიზიკური და სულიერი ძალების მოსაკრებად ნუ მოერიდებით ვერცხნილობის შესარჩევად ექსპერიმენტების ჩატარებას.
მთვარის მე-3 დღე - ამ დღეს თმის შეჭრამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ბიოველს და მოახდინოს ძალების არასასურველი გახარჯვის პროვოცირება.
თმის შეღებვა - ნატურალური საღებავების გამოყენება ხელს შეუწყობს თქვენს წარმატებებს კარიერაში. ამ დღეს არ შეიძლება თმის გაღიავება.
თმაზე მანიპულაცია - ბუნებისგან ენერგეტიკული იმპულსის მისაღებად, ამ დღეს თმა დაივარცხნეთ რაც შეიძლება ხშირად.
მთვარის მე-4 დღე - ამ დღეს თმის შეჭრამ შესაძლოა დისკომფორტი, ცუდი სიზმრები, დეპრესია და ახლობელი ადამიანების დაკარგვის შიში გამოიწვიოს. მოსალოდნელია ყელისა და პირის ღრუს ტკივილი.
თმის შეღებვა - არ არის რეკომენდებული თმის ფერის რადიკალური შეცვლა.
თმაზე მანიპულაცია - უბრალო, სადა ვარცხნილობა, ყოველგვარი გადატვირთვის გარეშე, ძალების მოზღვავებას შეუწყობს ხელს.
მთვარის მე-5 დღე - კარგი დღეა თმის შესაჭრელად, იგი არა მარტო დადებითი მიმართულებით შეცვლის თქვენს გარგნობას და სტილს, არამედ ფინანსურ მოგებას მოგიტანთ და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
თმის შეღებვა - ღია ტონებში თმის შეღებვა საქმიანი კონტაქტების დამყარებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს გაღიავებული თმები ჯანმრთელად და ლამაზად გამოიყურება.
თმაზე მანიპულაცია - რეკომენდებულია თმების აჩეჩვა და მოცულობითი ვარცხნილობების გაკეთება.
მთვარის მე-6 დღე - ცუდი დღეა თმის შესაჭრელად. შესაძლოა გაცივდეთ და ძალების დასუსტება იგრძნოთ. მოსალოდნელია ეს ყველაფერი სერიოზულ ავადმყოფობაშიც კი გადაიზარდოს. შეიძლება იღბალმაც დიდი ხნით გაქციოთ ზურგი.
თმის შეღებვა - არ არის რეკომენდებული ნებისმიერი სახით თმის შეღებვა.
თმაზე მანიპულაცია - მკაცრად რეკომენდებულია თმის დავარცხნა, უხეში ფიქსაციით.
მთვარის მე-7 დღე - ამ დღეს თმის შეჭრა უსიამოვნებას მოგიტანთ და ხელს შეუწყობს კონფლიქტურ სიტუაციების გაღვივებას გარშემომყოფებთან.
თმის შეღებვა - ამ დღეს თმის შეღებვა უფრო მომხიბვლელსა და სექსუალურს გაგხდით. მიიქცევთ განსაკუთთრებულ ყურადღებას. დასაშვებია თმის ფერის რადიკალური შეცვლა.
თმაზე მანიპულაცია - თმის დახვევა და დახუჭუჭება უფრო ენერგიულსა და აქტიურს გაგხდით.
მთვარის მე-8 დღე - ამ დღეს თმის შეჭრა იღბალს და წარმატებას მოგიტანთ. ჩაკეტავთ წარსულის წარუმატებლობებს და გაგეხსნებათ ახალი შესაძლებლობები. საგრძნობლად გაუმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
თმის შეღებვა - ამ დღეს თმას ნუ შეიღებავთ. შესაძლოა ამით ეჭვქვეშ დააყენოთ თქვენი რესპექტაბელურობა
თმაზე მანიპულაცია - თუ დახვეული თმები გაქვთ, მისი კიდევ დახუჭუჭება ბუნებრივი ენერგეტიკით აღგავსებთ და განგიმტკიცებთ საკუთარი თავის რწმენას.
მთვარის მე-9 დღე - ამ დღეს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული. შესაძლოა ამან თქვენს ორგანიზმში მთელ რიგ სნეულებებს დაუდოს დასაბამი.
თმის შეღებვა - იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ სხვადასხვა სახის პრობლემები, თუ თმის შეღებვა აუცილებელია, შეიღებეთ იგი ნათელ ფერებში.
თმაზე მანიპულაცია - ამ დღეს სასურველია თმა ასწიოთ და რაც შეიძლება მაღლა გადაივარცხნოთ. ამით თავიდან აიცილებთ უსიამოვნო მოულოდნელობას.
მთვარის მე-10 დღე - არც თუ ისე სასურველი დღეა თმის შესაჭრელად. შესაძლოა ძალებისა და ენერგიის გამოცლა იგრძნოთ.
თმის შეღებვა - ამ დღეს იდეალურია თმის შეღებვა ხნით და სხვა ნატურალური საშუალებებით. რაც ამაგრებს იმუნიტეტს და კეთილად განაწყობს გარშემომყოფებს.
თმაზე მანიპულაცია - რეკომენდებულია თმის რაც შეიძლება ხშირად დავარცხნა, რათა მოხდეს თმის ფუნქციის გამტარი ენერგიის გაძლიერება.
მთვარის მე-11 დღე - ხელსაყრელი დღეა თმის შესაჭრელად. იგი ხელს შეუწყობს ენერგეტიკული არხების გახსნას, თქვენი გრძნობების გამძაფრებას. გააძლიერებს თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს.
თმის შეღებვა - ამ დღეს თმის შეღებვა ხელს შეუწყობს არსებული დავების მოგვარებას. სპილენძისფრად ან ოქროსფრად შეღებილი თმა კი დადებითად წაადგება თქვენს ეკონომიურ მდგომარეობას.
თმაზე მანიპულაცია - ამ დღეს რეკომენებულია თმის ერთხელ, მაგრამ საგულდაგულოდ დავრცხნა.
მთვარის მე-12 დღე - ამ დღეს თმის შეჭრა კატეგორიულად არ შეიძლება. ამან შეიძლება წარუმატებლობა და კიდევ უარესი - უბედურება მოგიტანოთ. შესაძლოა თქვენს სიცოცხლეს საფრთხეც კი დაემუქროს. მაღალია ტრამვების მიღების რისკი.
თმის შეღებვა - ამ დღეს თმის შეღებვა ნატურალური საღებავებით ხელს შეუწყობს თქვენს წარმატებებს სოციალურ სფეროში.
თმაზე მანიპულაცია - რეკომენდებულია ორიგინალური ვარცხნილობის გაკეთება, რაც პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
მთვარის მე-13 დღე - კარგია დღეა თმის შესაჭრელად. იგი ამაგრებს თმებს, აუმჯობესებს მის სტრუქტურას. ამასთან, ამ დღეს სალონში ვიზიტი სიკეთეს მოგიტანთ და თქვენს გარეგნულ იერ-სახეს საგრძნობლად გააუმჯობესებს.
თმის შეღებვა - ამ დღეს თმის შეღებვა არ არის რეკომენდებული, არც ნატურალური და არც სინთეტიკური საშუალებებით,
თმაზე მანიპულაცია - თუ ამ დღეს ვარცხნილობის შეცვლას გადაწყვეტთ, გააკეთეთ ეს სახლში, დამოუკიდებლად, ვინმეს დახმარების გარეშე.
მთვარის მე-14 დღე - ამ დღეს თმის შეჭრა ხელს შეუწყობს ყოველგვარი სახის მოქმედებას, რასაც კი იმ დღეს გადაწყვეტთ. გაუმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა. აგრეთვე კოლეგებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა.
თმის შეღებვა - თმის შესაღებად გამოიყენეთ რბილი სარებავები, იგი ხელს შეუწყობს
თმაზე მანიპულაცია - რეკომენდებულია თმის გაყოფა, არ აქვს მნიშვნელობა შუაში თუ ნებისმიერი მიმართულებით.
მთვარის მე-15 დღე - ცუდი დღეა თმის შესაჭრელად. იგი ცუდად მოქმედებს ფსიქიკაზე. მოსალოდნელია ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება: წნევის მომატება, თავის ტკივილი, აუხსნელი შიშები და ა.შ
თმის შეღებვა - უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად თმა მუქ ფერზე ნატურალური საღებავებით უნდა შეიღებოთ.
თმაზე მანიპულაცია - კარგი განწყობისთვის და პოზიტიური ენერგიისთვის, შესაძლებლობის მიხედვით გაისწორეთ ნებისმიერი სახის დახვეული ან ხუჭუჭა თმა.
მთვარის მე-16 დღე - ნეგატიური დღეა თმის შესაჭრელად. იმის გარდა, რომ თავს სუსტად და უხალისოდ იგრძნობთ, ურთიერთობა დაგეძაბებათ საყვარელ ადამიანებთან.
თმის შეღებვა - შინაგანი მობილიზაციისა და სტაბილიზაციისთვის, უმჯობესია თმის მუქ ფერებში შეღებვა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი საღებავი.
თმაზე მანიპულაცია - იმისათვის რომ თავიმ შვიდად იგრძნოთ და გარესამყაროსთან კონტაქტი არ გაგიჭირდეთ, თმა უკან კონად შეიკარით.
მთვარის მე-17 დღე - ამ დღეს თმის შეჭრამ შესაძლოა შეფერხება და პრობლემები შეგიქმნათ საქმიანობაში და თავი ცუდად იგრძნოთ. არსებობს ფსიქიკის დაზიანებისა და ტრამვების რისკი.
თმის შეღებვა - იმისათვის რომ შეინარჩუნოთ ნორმალური ურთიერთობა გარშემომყოფებთან, თმა ნატურალური საღებავებით შეიღებეთ. სასურველია ღია და მოწითალო ტონები.
თმაზე მანიპულაცია - მზის ენერგიის მოსაზიდად სასურველია ნაწნავის გაკეთება, რომელიც შეკრული იქნება ყვითელი ფერის ლენტით ან თმის სამაგრით.
მთვარის მე-18 დღე - ამ დღეს თმის შეჭრამ შესაძლოა მატერიალური დანაკარგი გამოიწვიოს, რაც შეიძლება გამოიხატოს საკუთრების ან დანაზოგის დაკარგვაში.
თმის შეღებვა - გაიხსენეთ რა ფერის თმა გქონდათ თქვენი ცხოვრების ყველაზე წარმატებულ პერიოდში. ეს იქნება თქვენი წარმატების ფერი და თმაც იმ ფერზე შეიღებეთ.
თმაზე მანიპულაცია - იმისათვის რომ მიიზიდოთ ქარის ენერგია, ვარცხნილობიდან გამოკვეთეთ ჩოლკა. იგი მოგიტანთ იმ ცვლილებებს, რომელსაც საჭიროებთ.
მთვარის მე-19 დღე - ამ დღეს თმის შეჭრა კარგად მოქმედებს თქვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე, იკრებს სასიცოცხლო ძალებს და ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას.
თმის შეღებვა - ნატურალური საშუალებებით თმის შეღებვა ხელს შეუწყობს საქმიანი კონტაქტების გაფართოებას და ახალი პარტნიორების შეძენას.
თმაზე მანიპულაცია - იმისათვის, რომ მიიზიდოთ ცეცხლის ენერგია და სტიმული მისცეთ თქვენს საციცოცხლო ძალებს, თმა ყოველ 2 საათში დაივარცხნეთ.
მთვარის მე-20 დღე - არასასურველი დღეა თმის შესაჭრელად, რადგან გარდა იმისა, რომ არ დაგაკმაყოფილებთ მიღებული შედეგი, შესაძლოა თქვენში ღრმა დეპრესია და სიცოცხლის ხალისის დაკარგვა გამოიწვიოს.
თმის შეღებვა - იმისათვის, რომ ხელი არ შეგეშალოთ დასახული მიზნების მიღწევაში, ამ დღეს თმის შეღებვას თავი აარიდეთ.
თმაზე მანიპულაცია - იმისთვის, რომ თავი ენერგიულად და ხალისიანად იგრძნოთ, შეგიძლიათ თმა ოთხივე მიმართულებით დაივარცხნოთ.
მთვარის 21-ე დღე -ამ დღეს თმის შეჭრა თქვენს გააუმჯობესებს თქვენს კეთილდღეობას, ხოლო გარეგნობას შესძენს სილამაზესა და მომხიბვლელობას.
თმის შეღებვა - იმისათვის, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდნენ სუფთა და „ნათელი“ ადამიანები, ამ დღეს თმა ღია და მოწითალო ფერებში შეიღებეთ.
თმაზე მანიპულაცია - იმისათვის რომ მიიზიდოთ და შეინარჩუნოთ ენერგია, ვარცხნილობის დასამაგრებლად მეტალის სამაგრები და თმის ამჭერები გამოიყენეთ.
მთვარის 22-ე დღე - ამ დღეს თმის შეჭრა დაგეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებაში. დაეხმარება თქვენს ფიგურას ტანდარტებთან მიახლოვებაში.
თმის შეღებვა - იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს თქვენი კეთილდღეობა, თმა მხოლოდ ნატურალურ ფერებში შეიღებეთ.
თმაზე მანიპულაცია - იმისათვის რომ შეინარჩუნოთ ენერგია და თავი უკეთ იგრძნოთ, ამ დღეს თმა მინიმუმ სამჯერ დაივარცხნეთ,
მთვარის 23-ე დღე - ამ დღეს თმის შეჭრა გააუმჯობესებს თქვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობას. მოგანიჭებთ ჯანსაღ იერს და ხალისს შესძენს თქვენს გარეგნობას.
თმის შეღებვა - ამ დღეს დასაშვებია ნებისმიერი ტიპის და ნებისმიერი ფერის საღებავავი თმის შესაღებად.
თმაზე მანიპულაცია - იმისათვის რომ თავი შესანიშნავად იგრძნოთ, რეკომენდებულია თმის დახვევა ნებისმიერი ხერხით.
მთვარის 24-ე დღე - მთვარის კალენდრის ყველაზე ცუდი დღეა თმის შესაჭრელად. შეიძლება სერიოზულად გახდეთ ავად, ამიტომ ამ დღეს თმის შეჭრისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ.
თმის შეღებვა - თმის ნატურალური, მუქი ფერის საღებავით შეღებვა კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს ახლობელის ადამიანებისა და კოლეგების წრეზე.
თმაზე მანიპულაცია - გარემოსთან ჰარმონიული თანაარსებობისთვის რეკომენდებულია დიდი ტალღოვანი ვარცხნილობა.
მთვარის 25-ე დღე -თმის შესაჭრელად არასახარბიელო დღეა. იმიჯის ცვლილებით შესაძლოა ზიანი მიადგეს თქვენს ჯანმრთელობას. განსაკუთრებით მხედველობას, მითუმეტეს თუ მას მანამდეც უჩიოდით.
თმის შეღებვა - არ არის რეკომენდებული არანაირი წესით თმის შეღებვა. ამან შეიძლება გარშემომყოფებთან კონფლიქტი გამოიწვიოს.
თმაზე მანიპულაცია - იმისათვის რომ გააუვნებელყოთ თმაზე უარყოფითი ზემოქმედება, უმჯობესია თუ თმას დაიფარავთ თავშალით ან ქუდით.
მთვარის 26-ე დღე -ყველაზე ხელსაყრელი დღე თმის შესაჭრელად და ვარცხნილობის გასაკეთებლად. იგი პირდაპირ იზიდავს თქვენსკენ კეთილდღეობას, იღბალსა და ბედნიერებას.
თმის შეღებვა - თმის ნატურალური საშუალებებით შეღებვა გააძლიერებს თქვენს კომუნიკაბელურობას,
თმაზე მანიპულაცია - ნებისმიერი მანიპულაცია მხოლოდ სასიკეთოდ წაგადგებათ, ეს რომ უკეთ შეიგრძნოთ, თმა აიჩეჩეთ და შემდეგ დაივარცხნეთ.
მთვარის 27-ე დღე -საკმაოდ დადებითი და ხელსაყრელი დღეა თმის შესაჭრელად. შეგიძლიათ დაუფიქრებლად ეწვიოთ სტილისტ/პარიკმახერს.
თმის შეღებვა - თმის ფერი რადიკალური შეცვლა აღგავსებთ ენერგიით, გაუმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობა და თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ.
თმაზე მანიპულაცია - სასიცოცხლო ენერგიის სტიმულირებისთვის გაიკეთეთ რაც შეიძლება ლამაზი ვარცხნილობა.
მთვარის 28-ე დღე -ამ დღეს თმის შეჭრა დადებითად იმოქმედებს გარეგნობაზე. თქვენი იერ-სახე და სტილი მოწონებას გამოიწვევს გარშემომყოფებში.
თმის შეღებვა - იმისათვის, რომ თქვენი სოციალური სტატუსი სტაბილური იყოს, ამ დღეს თმას ნუ შეიღებავთ.
თმაზე მანიპულაცია - იმისათვის რომ თავი ენერგიულად იგრძნოთ, შეარჩიეთ მოკრძალებული ვარცხნილობა. რაც უფრო უბრალო იქნება იგი, მით უკეთესი.
მთვარის 29-ე დღე - ამ დღეს თმის შეჭრა ენერგიას გამოგაცლით, ხოლო თქვენს გონებასა და აზროვნებას შეასუსტებს.
თმის შეღებვა - არასასურველია ნებისმიერი სახით თმის შეღებვა. ეს გამოიწვევს პრობლემებს ფინანსურ და კომუნიკაციურ საკითხებში.
თმაზე მანიპულაცია - ლამაზი ვარცხნილობა სიხარულს მოგიტანთ და გარე სამყაროსთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ.
მთვარის 30-ე დღე - ამ დღეს თმის შეჭრამ შესაძლოა თავზე უბედურება დაგატეხოთ და უამრავ უსიამოვნებას დაუდოს საფუძველი.
თმის შეღებვა - ამ დღეს თმის შეღებვა არ არის საჭირო, ტყუილად გაწვალდებით და შედეგს ვერ მიიღებთ.
თმაზე მანიპულაცია - უჩვეულო, მაგრამ თქვენზე კარგად მორგებული ვარცხნილობა შესანიშნავად დაასრულებს კიდევ ერთ მთვარის თვეს.
იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ