ქვების ჰოროსკოპი - ლომი 23.07-23.08
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის, საუკეთესოდ მიიჩნევა ყვითელი ფერის ქვები - ქარვა, ქრიზოლითი, ოლივინი, ტოპაზი.
ქარვა - ამ ძვირფას ქვას მიაწერენ მრავალი დაავადების (კანის, ყელის, რევმატიზმის, ფარისებრი ჯირკვლის და ა.შ) საწინააღმდეგო მოქმედებას. იგი იცავს ჯადოსა და ავი თვალისაგან. ასევე ხსნის უჰაერობის შეგრძნებასა და გულის აჩქარებას, აჩერებს სისხლდენას. თუ ფეხმძიმე ქალი ქარვის სამკაულს ატარებს, მისი მშობიარობა უფრო მარტივად მიმდინარეობს.
ქარვას მოაქვს ძალა და ჯანმრთელობა ახალდაბადებულთათვის. დაუმუშავებელი ქარვის ნატეხის ბალიშის ქვეშ ამოდების, ან საწოლზე ჩამოკიდების შემთხვევაში, იგი ხსნის უძილობას.
ქრიზოლითი - მოყვითალო-მომწვანო ფერის ნახევრად ძვირფასი ქვაა, რომელსაც მოაქვს მშვიდი ძილი, უკუაგდებს ღამის კოშმარებს, კურნავს ენის დაბმას. ოქროს ბუდეში ჩასმული ქრიზოლითი, აძლიერებს მფლობელის სულიერ ძალებს და იძლევა მომავლის განსჭვრეტის საშუალებას. ამიტომ ქრიზოლითის ქვის თვლით დამშვენებულ ოქროს ბეჭდებს ხშირად ატარებდნენ ასტროლოგები და წინასწარმეტყველები.
ოლივინი - ქრიზოლითის მრავალსახეობაა, იგი უზრუნველყოფს გარშემომყოფთა სიმპათიას და წარმატებებს საქმიანობაში, იცავს ქონებას ხანძრისგან, ქურდობისგან და სხვა მოვლენებისგან.
ტოპაზი - ყვითელი, ნახევრადგამჭვირვალე ქვაა, რომელიც ეხმარება უფროსების კეთილგანწყობის მოპოვებაში, მოაქვს სიმდიდრე და კეთილდღეობა.
ეს არის ქვა-ამულეტი, შორ გზაზე მოგზაურთათვის, იგი ხელს უწყობს ზღვის ქარიშლის დაცხრომას. ტოპაზის გავლენა საშუალებას იძლევა გამოცნობილი იქნეს მტრის ჩანაფიქრი, გამოითვალოს არაკეთილისმსურველები, აგრეთვე იძლევა საქმეში სასარგებლო რჩევებს.
ტოპაზი კურნავს ასთმას, პოდაგრას, უძილობას, აცხრობს მრისხანებას და ამშვიდებს ნერვებს. მამაკაცებს ანიჭებს სიბრძნეს, ქალებს კი ნაყოფიერებას.