ქვების ჰოროსკოპი - კირჩხიბი 22.06-22.07
კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თილისმად მიიჩნევა მთვარის ქვა, ზურმუხტი, მარგალიტი, ქრიზობერილის სახეობა, რომელიც ვეფხვის (კატის) თვალითაა ცნობილი.
მთვარის ქვა (სელენიტი) - მთვარის ველების მაგიური ძალის სიმბოლოა, ამიტომ იგი ითვლება სავსე მთვარის დროს და ორშაბათს (დღე, რომელიც იმართება მთვარის მიერ) დაბადებული ადამიანებისთვის ყველაზე შესაფერის ამულეტად.
ქვა ეხმარება სასიყვარულო საქმეებში, ხელს უწყობს წინააღმდეგობების გადალახვას ბედნიერებისაკენ მიმავალ გზაზე. რთული სიტუაციების დროს ეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, ანიჭებს მჭევრმეტყველებისა და დარწმუნების უნარს.
რეკომენდებულია ვერცხლის ბუდეში ჩასმული მთვარის ქვის ტარება, ნერვული დაავადებების დროს.
ზურმუხტი - მწვანე ფერის ძვირფასი ქვაა, რომელსაც შეუძლია ნათელი მოჰფინოს მომავლის საიდუმლოს და გონება გაუნათოს მფლობელს. იგი ათავისუფლებს მოწყენილობისა და აკვიატებული აზრებისგან, ფანტავს ცუდ სიზმრებს. იცავს ღალატისგან სიყვარულში, ამაგრებს გულს, აქრობს ნაღველს, იცავს ბოროტი ძალებისგან.
ზურმუხტი ითვლება მძლავრ თილისმად, იგი აუმჯობესებს მხედველობას და მიიჩნევა შხამიანი ცხოველებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად.
ეს არის აგრეთვე სიბრძნის, ცივსისხლიანობისა და იმედის ქვა. ის, ვინც მუსმივად ატარებვს ზურმუხტს, ხანგრძლივად ცოცხლობს და თითქმის ყოველთვის კარგ განწყობაზეა. ოქროს ბუდეში ჩასმული ზურმუხტი იცავს ღალატისა და ტყუილისგან.
კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ ლაზურიტის, ონიქსისა და ძოწის ტარებას.