მთვარის ჰოროსკოპი - თხის რქა 22.12-20.01
მთვარის ნათელი მხარე თხის რქის ნიშანში - ამ დროს ადამიანები ხდებიან უფრო შეუპოვრები, დისციპლინირებულები, მომთმენები, საჭირონი და პასუხისმგებლობის უნარით აღსავსენი.
მთვრის ბნელი მხარე თხის რქის ნიშანში - ამ დროს ადამიანები ხდებიან უფრო უხეშები, პესიმისტურები, ჯიუტები, ზედმეტად მომთხოვნები და მატერიალისტები.
თხის რქა ასტაბილურებს და ზღუდავს მთვარის ცვალებად გავლენას. მთვარე ირეკლავს პიროვნების გრძნობით, ემოციონალურ მხარეს მაშინ, როცა თხის რქა უემოციო და გულჩათხრობილი ნიშანია. თუ მთვარე იმყოფება თხის ნიშანში, ამ ნიშნის ქვეშ დბადებულებს მართებთ საკუთარ თავთან ბრძოლა, რათა ბედნიერები, რისკენაც ისწრაფვიან.
მთვარის თხის რქებს სწრაფი გონება გააჩნიათ და უყვართ სწავლა, თუმცა არ აინტერესებთ განყენებული თეორიები და სურთ ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. ისინი ორგანიზებულები, პატივმოყვარენი და საქმისთვის თავდადებულები არიან. დამოუკიდებელი და ცოტათი მარტოხელა თხის რქები რეგულარულად განიცდიან პასუხისმგებლობას იმ საქმესთან დაკავშირებით, რისი ვალდებულებაც აქვთ აღებული.
მთვარის თხის რქა ბუნებით ისეთი შეუპოვარია, რომ მისი მიზანმიმართულება შეიძლება ფანატიზმშიც კი გადაიზარდოს. იგი საკუთარ იდეებს და ენერგიას ერთი მიზნისკენ მიმართავს ხოლმე და წარუმეტებლოიბის შემთხვევაში შესაძლოა სერიოზული დეპრესიის მსხვერპლიც გახდეს. მიუხედავად ყველაფრისა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობის წყალობით, მთვარის თხის რქები საკმაოდ ხშირად აღწევენ წარმატებას ცხოვრებაში და ტოვებენ შესამჩნევ კვალს ჩვენს სამყაროში.
მთვარის თხის რქისთვის ფინანსები მნიშვნელოვანია, მაგრამ მას იგი სჭირდება არა იმდენად მატერიალური თვალსაზრისით, არამედ საქმიან სამყაროში, პოლიტიკაში და ზოგადად საზოგადოებაში სტატუსის მოსაპოვებლად. მათ შესანიშნავი მანერები გააჩნიათ და შეუძლიათ ხელსაყრელი და სასარგებლო ნაცნობობა დაამყარონ.
მთვარის თხის რქის მხოლოდ უახლოესმა მეგობრებმა იციან, თუ როგორ აწუხებს მას მარტოობის გრძნობა. იგი ხშირად მალავს ამას მშრალი იუმორით, თუმცა გულის სიღრმეში შიშობს არ დაკარგოს მისთვის ძვირფასი ადამიანის სიყვარული. ზოგჯერ მას ძალიან უჭირს სააშკარაოზე გამოიტანოს თავისი ფარული გრძნობები, ამიტომ ცივ და ანგარებიან ადამიანადაც კი მიიჩნევენ. მთვარის თხის რქათა უმრავლესობისთვის ძალაუფლება იმ პრობლემათა კომპენსაციაა, რომელსაც იგი აწყდება ემოციონალურ საკითხებში.
მთვარის თხის რქები იშვიათად პოულობენ ნამდვილ სიყვარულს ახალგაზრდობაში. ისინი ფრთხილები და თავშეკავებულები არიან და ვერ იტანს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას. თუმცა როცა ეს მოხდება, მათი გრძნობა სანდო, მყარია და ამას ინარჩუნებენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუ პარტნიორთან ურთიერთობაში გრძნობენ, რომ მათი გრძნობები დაცულია და უფრთხილდებიან, ისინი უხვად გასცემს სითბოს, იმაზე მეტსაც კი ვიდრე ღებულობენ სამაგიეროდ.