მთვარის ჰოროსკოპი - ქალწული 24.08-23.09
მთვარის ნათელი მხარე ქალწულის ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო ინტელექტუალურები, პედანტურები, შრომისმოყვარეები, სანდოები, გამძლეები და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსენი ხდებიან.
მთვარის ბნელი მხარე ქალწულის ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო კრიტიკულები, გაღიზიანებულები, ქედმაღალნი, კონფლიქტურები და პირქუშები ხდებიან.
ქალწული, ინტელექტისა და პრაქტიკულობის ნიშანია, რომელიც მთვარის ცვალებადობის სტაბილიზაციას ახდენს და მის გავლენას ანალიტიკური აზროვნების უნარსაც სძენს. მთვარის ქალწული გამჭრიახი, ნათელი გონების პატრონია. ის მუდმივად სწავლობს და ეძიებს არა იმის გამო, რომ მოსწონს ეს პროცესი, არამედ ფიქრობს, თუ რაში გამოიყენოს მიღებული ცოდნა. გარე სამყაროსგან მიღებულ გრძნობით შთაბეჭდილებებზე, მისი უშუალო რეაქცია არის დანხულისა და გაგონილის ანალიზი, შეუძლია მტკიცედ დაიცვას საკუთარი პოზიცია და გაფანტოს ყოველგვარი ეჭვი და ყოყმანი მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით.
მთვარის ქალწული ზოგჯერ ისეთი სკეპტიკურია, რომ არ უჯერებს საკუთარ თვალებსაც კი. მას უყვარს იდეების შესახებ მსჯელობა და სხვისი მოსაზრებების კრიტიკა, მაგრამ თავად მყარად დგას ხოლმე საკუთარ მოსაზრებაზე. თუმცა იგი არაა იმდენად ჯიუტი, რომ ბოლომდე დარჩეს ერთგული საკუთარი თეორიებისა, რომელიც უგულვებელყოფილია ფაქტებით. იგი სიმართლისმოყვარულია, თუმცა სიმართლე ხომ ისაა, რაც რჩება ტყუილის გამორიცხვის შედმდეგ.
მთვარის ქალწული, ცხოვრებას იღებს ისეთს, როგორიც ის არის სინამდვილეში. პრაქტიკულ რეალიზმს კი მისთვის წარმატებები მოაქვს ბიზნესში და ყველა იმ საქმეში, რომელიც დაკავშირებულია ფინანსებთან. ცდილობს მიიღოს ხანგრძლივი, სტაბილური მოგება და არა დროებითი, წუთიერი სარგებელი. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დაცულობას და სურს უზრუნველყოფილი იყოს შორეულ პერსპექტივაშიც.
მთვარე, ქალწულის ნიშანში, ნებისმიერ საქმეში აძლიერებს სრულყოფიერებისადმი და პროფესიონალიზმისადმი სწრაფვას. პრობლემებისადმი საკუთარი, მეთოდური მიდგომით მას ზუსტად შეუძლია გამოთვალოს რისი გაკეთებაა აუცილებელი და შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულოს დასახული პროგრამა. თუმცა მიდრეკილია შფოთისკენ, ეშინია უსიამოვნებების და ცდილობს გაითვალისწინოს ყველა შესაძლო ნიუანსი. იგი თვლის, რომ ნებისმიერმა დიდმა საქმემ, შესაძლოა კრახი განიცადოს გაუთვალისწინებული ელემენტალური წვრილმანის გამო, ამიტომ იგი არ ზოგავს არც საკუთარ თავს და არც სხვებს ასეთ საკითხებში.
ლოგიკა - კანონია, რომლის მიხედვითაც ცხოვრობს მთვარის ქალწული, მას აღიზიანებს უგუნურ და დაბნეულ ადამიანებთან ურთიერთობა და საკმაოდ ფრთხილია მეგობრების შერჩევის დროს. ფხიზლად აფასებს ნებისმიერ სიტუაციას და მის მიერ შეძენილი გამოცდილება არასოდეს რჩება რეაგირების გარეშე, რამეთუ ყოველთვის ახერხებს მისგან გაკვეთილის მიღებას.
ქალებს, მთვარის ქალწულის ნიშნით, ზოგჯერ არაქალურებად და ცივებად მიიჩნევენ, რადგან ისინი პედანტურები და ძალიან ორგანიზებულები არიან. ყველა ადამიანი, ვინც დაბადებულია მთვარის ქალწულის ნიშნის ქვეშ, გამოირჩევა თავშეკავების უნარით, ვერ იტანს სენტიმენტებსა და უხვსიტყვაობით გრძნობების გადმოფრქვევას.
სიყვარულში მთვარის ქალწულები არ გამოირჩევიან დიდი თავდაჯერებულობით, მათ იზიდავთ შედარებით ემოციური და ექსპანსიური ადამიანები, რომლებიც ადვილად გადმოსცემენ საკუთარ გრძნობებს.