მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 30068 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთვარის ჰოროსკოპი - კურო  21.04-20.05 მთვარის ჰოროსკოპი - კურო  21.04-20.05 

 

მთვარის ნათელი მხარე კუროს ნიშანში - ამ დროს ადამიანები ხდებიან უფრო მყარები, სანდოები, შემტევები გულიანები და მოყვარულები.

მთვარის ბნელი მხარე კუროს ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო ჯიუტები, მოუქნელები, უნდონი ხდებიან, უმძაფრდებათ მესაკუთრული თვისებები.

სანდო და დამაჯერებელი კურო აძლიერებს და ასტაბილურებს მთვარის გავლენას. მთვარე კუროს ნიშანში აჯილდოვებს ადამიანებს ნიჭიერებითა და კონცენტრაციის უნარით, რისი წყალობითაც ისინი გადაწყვეტილების მიღებამდე გულმოდგინედ აწონ-დაწონიან ხოლმე საკუთარ გრძნობებს და ნაკლებად ექცევიან წუთიერი შთაბეჭდილებების ქვეშ. გადაწყვეტილების მისაღებად მათ სჭირდებათ დრო, ისინი გულმოდგინედ ამოწმებენ ფაქტებს, რის შემდეგაც მათი გადარწმუნება შეუძლებელია.

მთვარის კუროს ინფორმაციის ასათვისებლად დრო სჭირდება და ამას ნელა, გულმოდგინედ აკეთებს, შემდეგ კი მიზანმიმართულად და გადაუხრელად ადგას არჩეულ კურსს. კურო მატერიალური საკუთრების ნიშანია, ამიტომ ადამიანი მთვარით კუროს ნიშანში ბუნებით შემგროვებელია, იგი აგროვებს ყველა მიწიერ ღირებულებებს. ისინი სხვა მთვარის ნიშნებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად დგანან ხოლმე ემოციონალურ პრობლემების წინაშე.

მთვარის კურო საკმაოდ წარმატებულად ახერხებს საზოგადოებაში ადაპტაციას, თუმცა არ უყვარს ხალხმრავალი საღამოები და ხმაურიან მასაში ყოფნა. მათთვის იდეალური საღამო ოჯახში ვახშამია, ახლო მეგობართა წრეში, სანთლების შუქზე.

სიყვარულში მთვარის კურო მონოგამიურია, თავს ყველაზე უკეთესად მჭიდრო, საიმედო კავშირის შემთხვევაში გრძნობს. მისი დაცულობის შეგრძნება იმატებს მაშინ, როცა ყველა ამქვეყნიურ სიამოვნებას, იზიარებს საყვარელ ადამიანთან ერთად. იგი ეძებს ჭეშმარიტად მონათესავე სულს და პოვნის შემთხვევაში ერთგული და ბედნიერია ხოლმე.

მედლის მეორე მხარეა ის, რომ მთვარის კურო მიდრეკილია საკმაოდ დიდი ხნის განმავლებაში არ იყოს ბედნიერი ქორწინებაში ან სიყვარულში. იმის გამო, რომ მას აქვს დაცულობის მოთხოვნილება და არ უყვარს ცვლილებები, უარს ამბობს ახალ გამოცდილებაზე და კმაყოფილდება იმით, რაც გააჩნია.

ზოდიაქოს რა ნიშნის ქვეშაც არ უნდა იყოს ადამიანი დაბადებული, მთვარე კუროს ნიშანში აქცენტს უკეთებს მის ამტანობას, კონსერვატიზმს, ალღოიანობასა და მგრძნობელობას, დაცულობისა და სიყვარულის მოთხოვნილებას.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ