მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 33216 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთვარის ჰოროსკოპი - ვერძი  21.03-20.04 მთვარის ჰოროსკოპი - ვერძი  21.03-20.04 

 

მთვარის ნათელი მხარე ვერძის ნიშანში - ვერძები ამ დროს უფრო ენერგიულები, ოპტიმისტები და ფხიანები ხდებიან, აზროვნებენ უფრო იდეალისტურად და მზად არიან გარდაქმნებისთვის.

მთვარის ბნელი მხარე ვერძის ნიშანში - ვერძები ამ დროს უფრო იმპულსურები, ჯიუტები, ძალაუფლების მოყვარულნი, მოუთმენლები და პატივმოყვარენი ხდებიან.

ვერძი აქტიური და მხურვალე ნიშანია, თუმცა მთვარე ცივი და პასიურია. ეს შეუთავსებლობა ამძაფრებს გრძნობებს, მაგრამ ამავე დროს იწვევს ნევროზულობას. ვერძები ადვილად აღეგზნებიან, სწრაფად რეაგირებენ მათ გარშემო არსებულ ვითარებაზე და არასოდეს აყენებენ ეჭვქვეშ საკუთარი შეგრძნებების ადეკვატურობას. ისინი დარწმუნებული არიან საკუთარი შეხედულებების სიმართლეში და იგნორირებას უწევენ განსხვავებულ აზრს.

ვერძებს ძალიან უყვართ საუბარი (თითქმის ყველაფერზე) და თავდაჯერებულად მსჯელობენ თითქმის ყველა საკითხზე, თუმცა მათი ყურადღება მალე იფანტება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ვერძებს დიდი ენთუზიაზმი და ენერგია გააჩნიათ, ისინი ხშირად უარს ამბობენ ხოლმე საკუთარი მიზნების განხორციელებაზე, თუ ამისთვის თავდაუზოგავი და ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო. მათ ძალუძთ სწრაფად აიყვანონ ხელში საკუთარი თავი, მიატოვეონ ძველი, მოსაწყენი საქმე და გადადგან ნაბიჯი სიახლისკენ, რამე ამაღელვებელისკენ.

მაღალ საზოგადოებაში თავის დაჭერა, ის სფეროა, სადაც ვერძები ბევრს ჩრდილავენ. მათ შეუძლიათ მოახდინონ გარშემომყოფთა სტიმულირება და მათთვის სიხარულის მინიჭება. არიან გულუხვები და არ ენანებათ დრო, ყურადღება, ეკონომიური დახმარება მათთვის, ვის მიმართაც გულწრფელად არიან განწყობილნი. თუმცა, თუ მთვარის ვერძმა იგრძნო, რომ ხდება მისი უგულვებელყოფა, იღუშება, იბუტება და ჩივის იმის შესახებ, თუ რა უსამართლოა მის მიმართ სამყარო.

ვერძების ხასიათის დადებით მომენტია მათი ოპტიმიზმი, ასევე თვალსაჩინო შტრიხია სიძულვილი შეზღუდვების მიმართ, ვერძები საკუთარი სურვილების მიხედვით მოქმედებენ და ვერ იტანენ მათ საქმეში ჩარევას, ისინი იშვიათად ითვალისწინებენ სხვის რჩევებს და შეხედულებებს. ეს შესაძლოა მათი ნაკლიც იყოს, თუმცა სიტუაციებში, სადაც ელვისებური გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, სხვებზე სწრაფად და გონივრულად მოქმედებენ.

ემოციურ ურთიერთობებში ვერძები ყოველმხრივ ეწინააღმდეგებიან შეზღუდვებსა და წინააღმდეგობებს. სურთ რომ მხურვალედ უყვარდეთ ამაღელვებელი და რომანტიკული გრძნობით, თუ სიყვარული რუტინული გახდა, მათ მალე უცრუვდებათ გული, გაწბილებულები და აფორიაქებულები რჩებიან ხოლმე.

ვერძის ნიშანი, გზის განშტოების სიმბოლოა და მთვარის ვერძების ცხოვრება აღსავსეა მოულოდნელი ცვლილებებით. მთვარის ვერძები, ცხოვრებას აღიქვამენ როგორც ნადირობას და ინსტიქტურად ცდილობენ მოიპოვონ სიყვარული, პატივისცემა და წარმატება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამას ვერ მიაღწიონ, თავგამოდებული სწრაფვა და ლტოლვა უაღრესად მნიშვნელოვანია.

ზოდიაქოს რა ნიშნის ქვეშაც არ უნდა იყოს ადამიანი დაბადებული, მთვარე ვერძის ნიშანში, მას აჯილდოვებს სწრაფი აზროვნებით, გახსნილობით და სხვისი მორჩილების მიმართ დიდი წინააღმდეგობის უნარით.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ