ღვინის ჰოროსკოპი - თხის რქა 22.12-20.01
ზოგადად, თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის, ალკოჰოლურ სასმელებთან ურთიერთობა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ასტროლოგები მათ სმაში ზომიერებასა და თავშეკავებას ურჩევენ, რადგან თხის რქის სისუსტეა დეპრესიისა და მელანქოლიისადმი მიდრეკილება.
თხის რქებისთვის რეკომენდებულია მსუბუქი მშრალი ღვინოები, უმჯობესია წითელი, რომელიც სადილისა და ვახშმის დროს, მათ ჯანმრთელობას სასარგებლოდ წაადგება.
ზომიერ ფარგლებში დადებით ზემოქმედებას ახდენს ლუდიც.
რაც შეეხება საკვებს, სასურველია კალციუმის შემცველი პროდუქტები, რომლებიც ძვლების გამაგრებას უწყობს ხელს. აგრეთვე მრავალფეროვანი საკვები და არაალკოჰოლური სასმელები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლში ერითროციტების რაოდენობის გაზრდას და ახდენენ სხეულის ბუნებრივი ფუნქციების სტიმულირებას.