ღვინის ჰოროსკოპი - ლომი 23.07-23.08
ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულები შემოქმედებითი პოტენციალის მქონე ადამიანები არიან და ძალიან ხშირად მოქმედებენ გულის კარნახით, ამიტომ გულთან დაკავშირებული პრობლემებიც მეტად აწუხებთ ხოლმე.
ალკოჰოლის მიღებაში ლომებს უკიდურესი თავშეკავება მართებთ, და მათთვის რეკომენდებულია მსუბუქი, წითელი მშრალი ღვინო, რომელიც ზომიერ ფარგლებში სასარგებლოც კი არის მათი ჯანმრთელობისთვის.
რაც შეეხება საკვებს, ლომებისთვის რეკომენდებულია ვეგეტარიანული საკვები და ისეთი პროდუქტები, რომლებიც აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, აახალგაზრდავებს სისხლს და ზრდის ერითროციტების რაოდენობას.
ლომები სითბოს და სინათლის წყაროს წარმოადგენენ, ისინი ხშირად ხვდებიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ამიტომ მათ მიერ ზედმეტმა ალკოჰოლის მიღებამ, შესაძლოა არა მარტო მათ ჯანმრთელობას შეუქმნას პრობლემები, არამედ რეპუტაციასაც.