თხის (ცხვრის) წელში დაბადებული ადამიანები დაჯილდოებული არიან ხელოვნების მაღალ სფეროებში მოღვაწეობის განსაკუთრებული ნიჭით.
ერთი შეხედვით, სხვებთან შედარებით თითქოს ყველაფერი ძალუძთ, თუმცა ხშირად ვარდებიან ცხოვრებაში უსუსურ სიტუაციაში საკუთარი მორიდებულობის, სიმორცხვისა და გაუბედაობის გამო.
უჭირთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, აქვთ პესიმისტური მიდრეკილებები, ძირითადად რელიგიურები არიან, მათგან ლიდერები იშვიათად გამოდიან, არ გამოირჩევიან მჭევრმეტყველებით, თუმცა შეუძლიათ დაიცვან საკუთარი შესაძლებლობები.
თხის წელში დაბადებულებს ძალიან უყვართ საკუთარი საქმე. ფინანსური პრობლემები არ აწუხებთ, რადგან ყოველთვის ფლოიბენ იმდენს, რამდენიც სჭირდებათ და აფასებენ კიდეც ამ შესაძლებლიბას.
უყვართ კომფორტი და ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული. გამოირჩევიან განსჯის უნარით, არიან რბილები და კეთილმოსურნეები, აქვთ კარგი გემოვნება.