ცხენის წელში დაბადებულები, ძალიან პოპულარული ადამიანები არიან, გამოირჩევიან მხიარული ხასიათით, ნიჭიერებით, გამჭრიახობით, თუმცა ზოგჯერ ზედმეტად ბევრსაც ლაპარაკობენ, გამოსდით ყველაფერი, რასაც კი ხელს მოკიდებენ.
უყვართ გამომწვევად ჩაცმა და ყურადღებას იქცევენ ბუნებრივი, ძალდაუტანებელი საქციელით.
თავდაჯერებულები არიან, იციან საკუთარი თავის ფასი. მამაკაცები არ არიან გულგრილნი სუსტი სქესის მიმართ და მზად არიან ყველაფერი დაივიწყონ, როცა საქმე საკუთრ გრძნობებს ეხება.
ყველა საქმეში (სამსახურებრივი მოვალეობისა გარდა), რასაც ხელს მოჰკიდებენ, შესაძლებლობების მაქსიმუმს დებენ.
უყვართ გართობა და დიდი თავყრილობები. სიამოვნებთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ძალიან დამოუკიდებლები არიან და იშვიათად ითვალისწინებენ სხვის რჩევებს. ძირითადად საკუთარი შეხედულებებით მოქმედებენ.