დრაკონის წელში დაბადებული ადამიანები შესანიშნავი ჯანმრთელობით გამოირჩევიან, ისინი ენერგიულები, ადვილად აღგზნებადები, დროდადრო ჯიუტები და უხეშები, ემოციურები, პატიოსნები, შეუპოვრები და სანდონი არიან.
ახასიათებთ თვითნებობა, თუმცა გულახდილები, ნიჭიერები გახლავან და შეუძლიათ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება.
არ უყვართ ფუჭი, არაფრისმთქმელი საუბარი, მიდრეკილი არიან გულჩვილობისკენ და ხშირად ექცევიან სხვისი ზეგავლენის ქვეშ, თუმცა არა დიდი ხნის განმავლობაში.
დრაკონებს სწრაფად შეუძლიათ სიტუაციაში გარკვევა და საკუთარი შეცდომის შედეგებისგან თავის დაღწევა.
არ უყვართ თანხის გასესხება, უყვარდებათ და ქორწინდებიან ან ძალიან ადრეულ ასაკში, ან საერთოდ არ ოჯახდებიან.
ადვილად იმსახურებენ გარშემომყოფთა სიყვარულს.