ხარის წელში დაბადებულები - ფიცხები და სიტყვაძუნწები არიან, ისინი გარშემომყოფებში ნდობას ნერგავენ და იმსახურებენ კიდეც.
ზოგჯერ ექსცენტრიულებიც არიან, ადვილად გამოდიან მწყობრიდან და ასეთ მომენტებში მათგან თავის შორს დაჭერაა საჭირო, რადგან ხარების მრისხანებას საზღვარი არა აქვს.
მიუხედავად სიტყვაძუნწობისა, გართობის, გატაცების ან სხვა განსაკუთრებულ მომენტებში ისინი მჭევრმეტყველები ხდებიან. გამოირჩევიან შესანიშნავი გონებრივი და ფიზიკური მონაცემებით.
ითვლებიან მსუბუქი ხასიათის ადამიანებად, თუმცა ხშირად ავლენენ სიჯიუტეს და არ უყვართ წინააღმდეგობები.
ზოგიერთი მათგანი სიყვარულსა და სხვა გრძნობებს უყურებს როგორც სპორტს, რის გამოც ხშირად აქვთ გაუგებრობა ახლობელ ადამიანებთან.