ძაღლის წელში დაბადებულები, შესანიშნავი ადამიანური თვისებებით გამოირჩევიან, არიან ერთგულები, პატიოსნები, იმსახურებენ დიდ ნდობას იმის გამო, რომ შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა.
მიუხედავად ამისა, ისინი ცოტათი ეგოისტები, ექსცენტრიულები და საკმაოდ ჯიუტები არიან. არ მიილტვიან სიმდიდრისკენ, თუმცა სახსრების ნაკლებობას იშვიათად უჩივიან და ყოველთვის მოეპოვებათ ცოტაოდენი ფინანსური საშუალებები.
ემოციურად ცივები არიან, ნაკლებად შედიან კონტაქტში, ბევრ რამეს კრიტიკულად უყურებენ, გამოირჩევიან მახვილი ენითა და გამონათქვამებით.
იციან რა სურთ და რისთვის იბრძოლონ, ყოველთვის დგანან სიმართლის მხარეს. საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ და ხშირად იმარჯვებენ. შესანიშნავი ხელმძღვანელები არიან.