ლომი 23.07-23.08
იმ ამოუწურავი ენერგიის რესურსს ფლობს, რომელზეც ყოველმა ჩვენთაგანმა შეიძლება მხოლოდ იოცნებოს.
მისთვის იდეალურია სუნამო რომელიც კომბინირებულია კლასიკურ-ელეგანტური და ყვავილოვანი არომატებით.
ლომი ყველაზე მგრძნობიარედ რეაგირებს კარგად გაჯერებული არომატების მიმართ. ქორფა ნარგიზის სურნელი შთაგონებით ავსებს მას და უფანტავს უარყოფით აზრებს.
ხის არომატები აღვივებს თავდაჯერებულების გრძნობას და აძლიერებს საკუთარი ღირსების შეგრძნებას.
ლომები ძირითადად სამახსოვრო სურნელს ანიჭებენ უპირატესობას. ეს შეიძლება იყოს ვანილის, იმბირის, ილანგ-ილანგის, ბაზილიკის და პაჩულის არომატები.
მას მოსწონს დიდი ფლაკონები ფანტაზიით გაფორმებულ ოქროსფერ, ყვითელ ან მწვანე კოლოფში.
ლომისთვის სურნელზე მნიშვნელოვანი სუნამოს პრესტიჟულობა და ღირებულებაა. მათთვის მნიშვნელოვანია გარშემო დღესასწაულისა და წარმატებული ატმოსფეროს შექმნა.
ლომი ქალბატონებისთვის რეკომენდებული სუნამოებია - Eternity, Miss Dior, Paris, Poison, Intuition - Estee Lauder, J&=+=&Adore - Christian Dior.
ლომი მამაკაცებისთვის - Havana, Polo Sport, Romo Uomo, Zino Davidoff.