ვერძი 21.03-20.04
ამ ცეცხლოვანი ნიშნის დევიზი ,,ყოველთვის წინსვლაა“. ისინი მუდამ ადგენენ გეგმებს, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებენ მათ რეალურად განხორციელებას.
თუ ვერძი ქალბატონისთვის ყვავილის ჩუქება გსურთ, საუკეთესო არჩევანი ტიტა და გლადიოლუსია. მათ უყვართ კლასიკური სუნამოები მკვეთრად გამოხატული არომატებით, უპირატესობას ანიჭებენ, მკვეთრ, ძლიერ და ვაჟკაცურ არომატებს, რომლებიც ასოცირდებიან ნამდვილი მამაკაცის ატრიბუტებთან, მაგალითად როგორიცაა: რბოლა და დაივინგი.
მათთვის სასურველი არომატები მოიცავენ პიტნის, ციტრუსების, ღვიისა და ბერგამოტის ნოტებს. მძაფრი სურნელი ვერძებს აქტიურებს, მიზანსწრაფულებსა და ყურადღებიანებს ხდის.
ვერძების საყვარელი არომატებია - კედარის, ლოტოსის, იის, ყაყაჩოსა და ვარდის, ასევე ციტრუსის არომატები.
ხის სურნელი აუმჯობესებს თვითშეგრძნებებს და უბიძგებს მათ დადებითი ქმედებებისკენ. ვერძებს სიამოვნებთ სუნამოები, რომელიც მოწითალო- ალუბლისფერ კოლოფებშია შეფუთული.
ვერძი ქალბატონებისთვის რეკომენდებული სუნამოებია - Allure, Coco, Opium, Chanel 5, Magic Noire, Odeur 71 - Comme des Garcons, Lumiere - Rochas, Miracle - Lancome.
ვერძი მამაკაცებისათვის - Kenzo, Green Jens, M. Jordan, One Men Show.