* * * * * * *
ცხრა დღე დაჰყო ნეტარმა საპყრობილში მარხვით, ლოცვითა და ღამისთევით. ხოლო მეცხრე დღეს უთხრა მასთან ერთად დატყვევებულ ქრისტიანებს:
- ხვალ იქნება ჩემი გარდაცვალება და მისვლა უფალ იესო ქრისტესთან.
ეს ამბავი კი მაღალმა ღმერთმა მისთვის თავდადებულ აბოს თავადვე ამცნო. მაშინ გაიხადა ტანსაცმელი აბომ და გაატანა გასაყიდად, რათა ეყიდათ მისთვის კელაპტრები და საკმეველი.
წმინდანმა ყოველივე ძღვნად გააგზავნა ქალაქის ყველა ეკლესიაში, რათა მის სახელზე აენთოთ ნათლისღების დღესასწაულის წინა ღამეს. ხოლო თავად ხელი აიღო ორი დიდ სანთელი და განთიადამდე დაუჯდომლად ილოცა და იფსალმუნა, ვიდრე სანთელი არ ჩაეღვენთა ხელებში, რკინით რომ ჰქონდა კისერზე მიჯაჭვული.
მეათე დღეც გათენდა. მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაული, რომელიც მაშინ 6 იანვარს აღინიშნებოდა. ეს დღე იყო პარასკევი, რაც ნიშნავდა იმას, რომ ნათლისღების დღესასწაული უფლის ჯვარცმის დღეს, პარაკევს დაემთხვა.
სწორედ ამიტომ ბრძანა ნეტარმა აბომ:
- ჩემთვის ეს დღე უდიდესია, რადგან ორმხრივ გამარჯვებას ვხედავ ჩემი უფლისას, რომელიც სწორედამ დღეს შევიდა მდინარე იორდანეში მოსანათლად. ამიტმ მეც მმართებს დავძლიო ხორციელი შიში.
ამის შემდეგ წმინდანმა მოითხოვა წყალი, დაიბანა პირი და იცხო ზეთი. მას მოართვეს წმინდა საიდუმლო - ხორცი და სისხლი ქრისტესი და აბო ეზიარა.
* * * * * * *
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • აბოს წამება / შინაარსი |