* * * * * * *
და აი დადგა ჟამი, მოვიდნენ მსაჯული მსახურები აბოს წასაყვანად. წმინდანმა უკანასკნელად მიმართა მასთან ერთად დატუსაღებულ ქრისტიანებს:
- ლოცვებში მომიხსენიეთ, რადგან ამქვეყნად ვეღარ მიხილავთ!
ამის შემდეგ, გამოიყვანეს აბო ხელფეხშებორკილი და მიჰყავდათ შუა ქალაქში.
ქრისტიანები და მისი ნაცნობები, რომლებიც ხედავდენენ წმინდანს, ტიროდნენ, ხოლო ნეტარმა აბომ ასე ანუგეშა ისინი:
- ნუ ტირით ჩემთვის, არამედ გიხაროდეთ, რადგან ჩემს უფალთან მივდივარ. ლოცვით გამაცილეთ!
მიჰყვებოდა წმინდანი მსაჯულის მსახურებს და საკუთარ თავს მიცვალებულებისთვის განკუთვნილ მეთვრამეტე ფსალმუნს უკითხავდა.
* * * * * * *
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • აბოს წამება / შინაარსი |