* * * * * * *
წარუდგინეს ნეტარი აბო მსაჯულს და თქვა მან:
- რას იტყვი ჭაბუკო, რა გადაწყვიტე?
- მე გადავწყვიტე და ქრისტიანი ვარ! - განაცხადა აბომ.
- ჯერაც არ მიგიტოვებია ეგ შენი სიგიჟე? - განაგრძო მსაჯულმა.
- უგუნური და უმეცარი რომ ვყოფილიყავი, არ მეღორსებოდა ქრისტიანად ყოფნა - დარწმუნებით უპასუხა აბომ.
- ნუთუ ვერ ხვდები, რომ შენი სიტყვები სიკვდილს მიგააახლოვებს? - ახლა დაყვავება სცადა ამირამ.
- თუ მოვკვდები, მწამს რომ ქრისტესთან ვიქნები, ხოლო შენ რა გეშველება? რასაც მიპირებ, აღასრულე, რადგან მე ისევე არ მესმის შენი ამაო საუბარი, როგორც მაგ კედელს, რომელსაც მიყრდნობიხარ.
ახლა ხომ მთელი ფიქრით ქრისტესთან ვიმყოფები, ზეცაში - აღარც კი უსმენდა მსაჯულს სიკვდილისთვის გამზადებული აბო.
- ასეთი რა სიკეთე გაქვს შენი ქრისტესგან, რომ სასიკვდილოდაც აღარ გებრალება თავი? - დაინტერესდა ამირა.
- თუ გსურს მისი სიკეთე შეიტყო, ირწმუნე ქრისტე და მოინათლე, მხოლოდ მაშინღა ეღირსები უფლის სიტკბოების შეცნობას - დამოძღვრა აბომ ქრისტიანების მტერი.
მაშინ განრისხდა ამირა და მისი გარეთ გაყვანა და თავის მოკვეთა ბრძანა.
* * * * * * *
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • აბოს წამება / შინაარსი |