* * * * * * *
ამირას მსახურებმა ნეტარი სასახლის სასახლის ეზოში გაიყვანეს და შესხმული ბორკილი აჰყარეს.
წმინდანმა შემოიხია სამოსელი, გაშიშვლებულ მკერდზე პირჯვარი გადაისახა და უკანასკნელი სიტყვები წარმოთქვა:
- გმადლობ და გაკურთხებ, შენ, სამებაო წმინდაო, რადგან მოწამეთა ღვაწლი მაღირსე.
რა ეს თქვა, ზურგზე გადაიჯვარედინა ხელები, გაღიმებულმა თამამად შეღაღადა ქრისტეს და და მახვილს კისერი მიუშვირა...
სამჯერ მოუღერეს მახვილი ჯალათებმა, ეგონად სიკვდილის შიში მას ქრისტეს რწმენას შეურყევდა, მაგრამ დაუმებული წმინდანი მხნედ ეგებებოდა სიკვდილს, ვიდრე არ მიაბარა სული უფალს.
როგორც კი ნახეს წმინდა მოწამის დამბეზღებლებმა, როგორ სძლია მოთმინებით აბომ მათ სიგიჟეს, უფრო მეტად შეშურდათ მისი, შევიდნენ მსაჯულთან და აბოს ცხედარი მოსთხოვეს:
- ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანებს ასეთი ჩვეულება აქვთ - თუ ვინმე თავს მოიკლავს ქრისტესთვის, მოიპარავენ მის ცხედარს და დამარხვით პატივს მიაგებენ, თანაც ხალხში გაავრცელებენ ტყუილს, თითქოს სასწაული და კურნება მოხდა.
ამას ბევრი უმეცარი იჯერებს. ბრძანე, რომ მისი გვამი მოგვცენ. წავიღებთ, ცეცხლში დავწვავთ, გავფანტავთ და მოვსპობთ ქრისტიანულ საცდურს, რათა ყველამ დაინახოს, შეშინდეს და ზოგი მათგანი ჩვენს რჯულზე გადმოვიდეს; ჩვენიანები - არაბები კი დაშინდნენ და აღარ მიიღონ ქრისტიანული სარწმუნოება.
მსაჯული სიამოვნებით დაეთანხმა ჯალათებს.
* * * * * * *
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • აბოს წამება / შინაარსი |