მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 62033 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

1. რატომ გადაწყვიტა ვარსქენ პიტიახშმა მაზდეანობის მიღება?

) სურდა რელიგიის შეცვლა;

) უნდოდა სიმდიდრის მოხვეჭა;

) სურდა ძალაუფლების მოპოვება;


2. რა არის მაზდეანობა?

) ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მიმდინარეობა;

) წარმართული სარწმუნოება;

) მაჰმადიანობა;


3. ვინ იყო ვარსქენ პიტიახში?

) ქართლის მთავარი;

) საქართველოს მეფე;

) საქართველოს ელჩი;


4. საიდან ვიგებთ, რომ „შუშანიკის წამების“ ავტორი იაკობ ხუცესია?

) არქეოლოგიური გათხრებზე დაყრდნობით;

) ნაწარმოები პირველ პირშია დაწერილი;

) ამის შესახებ მემატიანე მოგვითხრობს;


5. ვინ შეატყობინა შუშანიკს, რომ ვარსქენმა უარყო ქრისტიანობა?

) აზნაურებმა;

) ვარსქენის გამოგზავნილმა კაცმა;

) ეკლესიის მსახურებმა;


6. რამდენი შვილი ჰყავდა შუშანიკს?

) სამი ასული ერთი ვაჟი;

) ორი ვაჟი ერთი ასული;

) სამი ვაჟი ერთი ასული;


7. ვინ არის აფოცი?

) პიტიახშის კარის ეპისკოპოსი;

) პიტიახშის კარის მღვდელი;

) დიაკვანი;


8. პირველად ვინ მოინახულა სასახლიდან წასული დედოფალი?

) ვარსქენის ძმა ჯოჯიკმა;

) იაკობ ხუცესმა;

) მეფე ვახტანგ გორგასალმა;


9. რატომ სთხოვდა იაკობ ხუცესი შუშანიკს, მისთვის ყველაფერი მოეყოლა?

) რათა აღეწერა მისი მოწამებრივი ღვაწლი;

ბ) რათა შური ეძია ვარსქენზე;

გ) რათა ყოველივე ხალხისთვის ეცნობებინა;


10. ვის ინტერესების დამცველია ვარსქენის კარზე მყოფი სპარსი?

) შუშანიკის;

) ვარსქენის;

) სამეფო კარის;


11. რა არის ევანგელე?

) საკითხავი წიგნი;

) ფსალმუნები;

) სახარება;


12. რა არის სენაკი?

) სადედოფლო ოთახი;

) ქოხი;

) ოთახი;


13. ვის ადარებს მრისხანე ვარსქენს ნაწარმოების ავტორი?

) ლომს;

) ვეფხვს;

) მგელს;


14. რატომ შეალეწა ჯოჯიკის ცოლს შუშანიკმა ღვინით სავსე ფიალა?

) იმიტომ, რომ ქალისა და მამაკაცის ერთად სადილობას ტრადიცია კრძალავდა;

) იმიტომ, რომ შეურაცხყოფად მიიჩნია;

) იმიტომ, რომ ღვინის დალევა არ სურდა;


15. რატომ დაუყენა ვარსქენმა შუშანიკს მცველი?

) იმიტომ, რომ შუშანიკი არ გაქცეულიყო;

) იმიტომ, რომ მასთან არავინ შესულიყო;

) იმიტომ, რომ დედოფლისთვის არაფერი შეეგზავნათ;


16. რატომ აგინებდა ეპისკოპოს აფოცს ვარსქენი?

) რადგან ის დედოფალს თანაუგრძნობდა;

) რადგან ის ვარსქენს განიკითხავდა;

) რადგან შუშანიკს არ უბრუნებდა პიტიახშს;


17. რამდენჯერ დაარტყეს ჯოხი შუშანიკს

) ასჯერ;

) ორასჯერ;

) სამასჯერ;


18. რატომ ვერ გაბედა დიაკვანმა შუშანიკის გამხნევება?

ვერ მოასწრო;

) ვარსქენს შეეშინდა;

) ხალხმა არ მისცა ნება;


19. როგორ მოახერხა იაკობ ხუცესმა ციხეში შესვლა.

) შეიპარა;

) ვარსქენისგან ნებართვა აიღო;

) მცველს საჩუქარს დაჰპირდა;


20. რითი გაამშვენიერა და გააბრწყინა წმინდა შუშანიკმა ციხე?

) ჩირაღდნებით;

) მორთო და მოკაზმა;

) სულიერი ქნარით;


21. რა არის მოგვობა?

) ქრისტიანობის ერთ-ერთი მიმდინარეობა;

) წარმართობა, კერპთაყვანისმცემლობა;

) მუსლიმანობა;


22. რატომ გააგზავნა შუშანიკმა ავადმყოფი ქალი იერუსალიმში?

) იმიტომ, რომ იერუსალიმი წმინდა ქალაქად ითვლებოდა;

) იმიტომ, რომ იქ შეიძლებოდა მისი დაავადების განკურნება;

) იმიტომ, რომ იქ დაესვენა;


23. რა არის „დავითნი“.

) სახარება;

) საკითხავი წიგნი;

) ფსალმუნთა კრებული;


24. რატომ აღარ ნახულობდნენ შუშანიკს შვილები?

) მამის ეშინოდათ;

) ეზარებოდათ;

) სარწმუნოების შეცვლის გამო დედის რცხვენოდათ;


25. რატომ გადაიფიქრა ვარსქენმა შუშანიკის კარდაკარ ჩამოტარება?

) ხალხის რისხვის შეეშინდა;

) ეკლესიის რისხვის შეეშინდა;

) შეეშინდა. ვინმეს არ მოსწონებოდა და ცოლად არ ეთხოვა დედოფალი;


26. რატომ დასნეულდა ასე მალე დედოფალი?

) დაუღალავი ფიზიკური შრომისგან;

) სუსტი აღნაგობის გამო;

) იმ მიდამოებში არსებული მკაცრი კლიმატის გამო;


27. როგორია, შუშანიკის აზრით, წუთისოფელი?

) ვარდივით მშვენიერი;

) იასავით სუსტი;

) მინდვრის ყვავილივით წარმავალი და ცვალებადი;


28. რა იგულისხმება გამოთქმაში - "ნავთსადგური ქრისტეისი"

) სამოთხე;

) ზეციური სასუფეველი;

) ჯოჯოხეთი;


29. სად ითხოვა შუშანიკმა დასაფლავება?

). საგვარეულო სასაფლაოზე;

) იქ, საიდანაც პირველად გამოათრიეს;

) ეკლესიის ეზოში;


30. როდის გარდაიცვალა შუშანიკი

) 16 ოქტომბერს;

) 17 ოქტომბერს;

) 18 ოქტომბერს;


პასუხები

 

ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ავტორი: ქეთევან ქურდოვანიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ