ბრძნული საუბარი რომ წმინდა ვერცხლია და დუმილი ოქრო, ეს ჯერ კიდევ სოლომონმა ბრძანა, მაგრამ ახლა ჩემი არასრულფასოვნება არ მაძლევს დუმილის საშუალებას, უკეთესია, ღირსეულად გადმოვცე ცხოვრება ღმერთშემოსილი ადამიანების - მამა გრიგოლისა და მისი მოწაფეების - ღვთის მადლითა და შეწევნით.
შეძლებისამებრ ვაუწყო მსმენელს სარწმუნოდ მონათხრობი გრიგოლის მოწაფეთაგან და მოწაფეთა მოწაფეთაგან.
ნეტართა შორის გამობრწყინდა მადლით სავსე, სიბრძნით სრულქმნილი, დიდი მღვდელი და საქმის კარგად განმგებელი, მოღვაწე და დაუსახლებელ ადგილებში მონასტრების აღმშენებელი.
ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი - სანატრელი გრიგოლი, სულიერი მამა და წინამძღვარი და აღმშენებელი ხანძთისა და შატბერდისა - ამ ორი დიდებული მონასტრის, რომლებიც სამაგალითოდ ექცათ მეუდაბნოე მამებს ახალ ტაძართა შენებაში.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |