ქრისტეს მადლის შეწევნით ნახა მოკეთეები: საბა, თავისი დეიდაშვილი, იშხნის მონასტრის მეორედ მაშენებელი და მისი ეპისკოპოსი;
თეოდეორე, ნეძვის მონასტრის აღმშენებელი და მისი წინამძღვარი და ქრისტეფორე, კვირიკეთის მაშენებელი და წინამძღვარი.
ეს ოთხი შეაკავშირა სარწმუნოებამ და საღმრთო სიყვარულმა ერთი მიზნით გააერთიანა, როგორც ოთხ სხეულში დამკვიდრებული ერთი სული.
მაშინ სიხარულით დაადგნენ გზას, რომელსაც არ იცნობდნენ, მაგრამ უწყოდნენ, რომ უფალი უძღოდა მათ.
პირველად ისინი ოპიზაში ჩავიდნენ. აქ ორი წელი მკაცრი სამონაზვნო კანონით ცხოვრობდნენ მამა გრიგოლი და მისი ძმები, როგორც წესად ჰქონდათ იმ დროს ბერებს.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |