შემდეგ სასულიერო პირნი ხანძთაში, საკუთარ მონასტერში დაბრუნდნენ. რამდენიმე დღეში გრიგოლმა გაუშვა საბა და თან ორი მოწაფე გააყოლა.
ამ დროს იერუსალიმიდან დაბრუნდა კაცი და საბაწმინდის მონასტრის წესი მოართვა გრიგოლს
ხოლო ნეტარმა გრიგოლმა დაწერა თავისი ეკლესიისა და მონასტრის წესი - ბრძნულად შედგენილი და ცოდნით განსხივოსნებული და ყველა წმინდა ადგილიდან გამოკრებილი, როგორც დაუშრეტელი სიკეთის საუნჯე.
როდესაც მივიდნენ იშხანში, მეტად გაუხარდათ ამ დიდებული ადგილი პოვნა, რადგან აქ მრავლად იყო სულიერი და ხორციელი საზრდო. საბას მაშინვე უნდოდა დარჩენა, მაგრამ ნეტარმა გრიგოლმა თქვა:
- ძმაო, ჯერ ჩვენი ძმები მოვინახულოთ, რომლებიც ხანძთაში არიან და ღვთის ნებითა და მათი ლოცვით კვლავ მოხვალ ამ წმინდა ადგილას.
გზად მათ მოინახულეს კურაპალატის შვილები, მიუსამძიმრეს და ლოცვით ანუგეშეს.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |