დაემშვიდობნენ ბერები ხელმწიფეს და წამოვიდნენ აფხაზეთიდან და ერთად მოვიდნენ ხანძთას.
იმ პერიოდში ბაგრატ კურაპალატმა ღვთის ნებით, ძმების დასტურითა და ბერძენთა ხელმწიფის ბრძანებით მიიღო კურაპალატობა, თავისი მამის, აშოტ კურაპალატის, სანაცვლოდ, რადგან ხელმწიფის უფლებამოსილება მიენიჭა ზეციდან (ღვთის მიერ).
ხოლო ნეტარი მამა გრიგოლი წარსდგა დიდებული ბაგრატ კურაპალატის წინაშე და, წესისამებრ, კურაპალატობის მიღება მიულოცა.
ხოლო წოდების მიღებისთვის აღვლენილი ხოტბა დიდად ესიამოვნა კეთილმორწმუნე კურაპალატს.
წმინდანმა გრიგოლმა თქვა:
- კეთილმსახურო მეფეო, ღვთაებრივი ნათელი უძღვის შენს მეფობას და არაა საჭირო ამის დასანახად სანთლის კაშკაში, მხოლოდ ბრმებისთვისაა ეს საჭირო.
გულმოდგინედ ვლოცულობ შენთვის, რათა არ მოგაკლდეს სიკეთე რაიმე მიზეზით. მხოლოდ ამას ვითხოვ შენგან: აშოტ კურაპალატმა ხანძთას სახნავ-სათესად შატბერდის მიწები შესწირა, რომელიც კარგია მონასტრის ასაშენებლად.
თუ მიბრძანებებ, ღვთის სადიდებლად და შენ საცხონებლად, ეკლესიას ავაშენებ.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |