მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 659015 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

და ახლა დანამდვილებით გეტყვით წმინდა და სანატრელი შუშანიკის აღსასრულის ამბავს.

ეს მოხდა სპარსთა მეფობის მერვე წელს, სასახლის კარზე გაემგზავრა ვარსქენ პიტიახში, არშუშას ძე, დაბადებიდან ქრისტიანი. მისი დედ-მამაც ქრისტიანები იყვნენ.

პიტიახს ცოლად ჰყავდა სომეხთა მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული, მამისგან ვარდანად წოდებული, მოფერებით კი შუშანიკი, ბავშვობიდან ღვთისმოშიში, როგორც ეს უკვე აღვნიშნე.

თავისი ქმრის უკეთურობის გამო იგი მუდამ შეფიქრიანებული იყო და ყველას ევედრებოდა, ელოცათ მისთვის, რათა ღმერთს შეეცვალა პიტიახშის უგუნური ბუნება და ქრისტიანობისკენ მოებრუნებინა.

როგორ თქვას ვინმემ, თუ როგორ უარყო ყოვლად საბრალომ და სამგზის შესაწყალებელმა ვარსქენმა ქრისტეს რწმენა?! ანუ ვინ არ ტიროდეს მისთვის, ვისაც არც ჭირი უნახავს, არც შიში და პატიმრობა განუცდია ქრისტიანობისთვის?!

წარემართა ვარსქენი სპარსეთის მეფის კარზე არა პატივის მისაღებად, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი თავი ძღვნად შეეწირა ჭეშმარიტი ღმერთის უარყოფითა და ცეცხლთაყვანისმცემლობის მიღებით.

უბადრუკი პიტიახში სპარსეთის მეფეს სრული მორჩილების ნიშნად ასულს სთხოვდა ცოლად და ეუბნებოდა:

“ჩემს კანონიერ ცოლსა და შვილებსაც მოვაქცევ შენს რჯულზე, როგორც მე”. 

და ამას ამბობდა ისე, რომ შუშანიკისგან დასტური არ ჰქონდა. მაშინ გაიხარა სპარსეთის მეფემ და ბრძანა, მისი ასული ვარსქენისთვის მიეთხოვებინათ.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  სულხან-საბა ორბელიანი - იგავ არაკები • • •  შუშანიკის წამება / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ