შემდეგ ვარსქენმა შუშანიკთან გააგზავნა თავისი ძმა ჯოჯიკი, მისი ცოლი, კარის ეპისკოპოსი აფოცი და დააბარა მათ:
“ასე უთხარით, ადექი და დაბრუნდი, თუ გონზე ხარ! თუ არა და ძალით წამოგათრევ.”
როგორც კი მივიდნენ და შევიდნენ დედოფალთან, ბევრს არწმუნებდნენ. მაშინ შუშანიკმა თქვა:
”კაცნო ბრძენნო, კარგად საუბრობთ, მაგრამ ნუთუ გჯერათ, რომ მე მისი ცოლი კიდევ ვიქნები? მეგონა, ჩემს რჯულზე მოვაქცევდი, რათა ღმერთი ჭეშმარიტი ეღიარებინა, და ახლა მე მაიძულებთ ამის გაკეთებას? ამას არ ვიზამ! და შენ ჯოჯიკ, ჩემი მაზლი აღარ ხარ და არც მე შენი ძმის ცოლი, შენი ცოლიც აღარ არის ჩემი და, რადგანაც მისი მომხრე და მისი საქმეთა თანაზიარნი ხართ”.
ჯოჯიკმა თქვა:
”ვიცი რომ ვარსქენი მოავლენს მსახურებს და ძალით წაგიყვანს.”
წმინდა შუშანიკმა უპასუხა:
”რომც შემკრას და მათრიოს, მიხარია, რადგან ეს იქნება ჩემი და მისი განშორების საწინდარი”.
როდესაც დედოფლის ეს სიტყვები მოისმინეს, ყველა ტიროდა, თვალცრემლიანი ჯოჯიკი ადგა და გარეთ გავიდა. ხოლო წმინდა შუშანიკმა უთხრა ეპისკოპოსს:
”როგორ ცდილობ ჩემს გადარწმუნებას, მან ხომ ღმერთი ჭეშმარიტი უარყო.”
ხოლო ჯოჯიკი ევედრებოდა და ეტყოდა:
”შენ ჩვენი და ხარ, ნუ წარწყმიდავ სადედოფლო სასახლეს.”
შუშანიკმა კი უპასუხა:
“ვიცი რომ და ვარ და ერთად გაზრდილებიც, მაგრამ ამას ვერ ვიზამ, დანაშაული რომ მოხდეს და ამაში თქვენც ბრალი გქონდეთ.”
და მეტად რომ აწუხებდნენ ხვეწნით, ადგა წმინდა და ნეტარი შუშანიკი და თან წაიღო თავისი ევანგელე და ტირილით ამბობდა:
”უფალო ღმერთო, შენ იცი, რომ მე ნამდვილად სიკვდილზე მივდივარ.”
ეს თქვა და წაჰყვა მათ და თან წაიღო თავისი სახარება და სხვა მოწამეთა წიგნები. როდესა შუშანიკი სასახლეში დაბრუნდა, არ შესულა თავის სადედოფლო ოთახში, არამედ ერთ პატარა სენაკში დაბინავდა. აღაპყრო ხელები ზეცისკენ წმინდა შუშანიკმა და თქვა:
“უფალო ღმერთო, არც მღვდელაგან აღმოჩნდა ვინმე ჩემი ქომაგი და არც ერისკაცთაგან მოიძებნა ჩემი გულშემატკივარი ამ სახლში, ყველამ სასიკვდილოდ გადამცა ღვთის მტერ ვარსქენს.”
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • შუშანიკის წამება / შინაარსი |