მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 514918 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ცოტა რომ ირიჟრაჟა, ვარსქენმა მსახურს ჰკითხა: 

“როგორ გრძნობს თავს ჭრილობების გამო”. 

ხოლო მან უპასუხა:

”ვერ გადარჩება”

მაშინ თავად შევიდა პიტიახში დედოფალთან და გაუკვირდა, როდესაც მისი საზარელი იარები იხილა. ვარსქენმა მსახურს უბრძანა:

”არავინ შევიდეს მის სანახავად.”

თვითონ კი სანადიროდ წავიდა. 

ხოლო მე ავდექი და მივედი დედოფალთან და ვუთხარი მცველს:

”მხოლოდ მე შემიშვი, რათა ვიხილო მისი იარები”. 

ხოლო მცველმა მითხრა:

”ვაითუ პიტიახშმა გაიგოს და მომკლას”. 

და მე ვუთხარი მას:

”უბედურო, მისი გაზრდილი არ ხარ? და კიდეც რომ ამისთვის მოგკლას, რა მოხდება?!”

მაშინ შემიშვა მან ფარულად და როდესაც შევედი, ვიხილე  შუშანიკის სახე დახეთქილი და დასივებული. ხოლო წმინდა შუშანიკმა თქვა:

“ნუ სტირი ჩემთვის, რადგან ეს ღამე სიხარულის დასაწყისად მექცა”.

და მე ვუთხარი წმინდა შუშანიკს: 

“მიბრძანე და მოგბან სისხლიან პირს და ნაცრით სავსე თვალებს და წამალს და მალამოს დაგადებ,  იქნება ამაღამ განიკურნო!”

ხოლო წმინდა შუშანიკმა მითხრა:

”ხუცეს, ამას ნუ იტყვი, რადგან ეს სისხლი ჩემი ცოდვების განმწმენდია.”

მე ძალა დავატანე მას, რათა საჭმელი ეგემა, რომელიც სამოელ და იოანე ეპისკოპოსებს გამოეგზავნათ და რომლებიც ფარულად ზრუნავდნენ და ანუგეშებდნენ დედოფალს. მაშინ მითხრა წმინდა შუშანიკმა:

”არ შემიძლია გემოს გასინჯვა, რადგან ყბა და ზოგი კბილი ჩამტვრეული მაქვს”.

მაშინ ავიღე ცოტაოდენი პური, ღვინოში ჩავალბე და მანაც მცირედი იგემა.

ვჩქარობდი წამოსვლას, მაშინ მითხრა წმინდა შუშანიკმა:

“ხუცეს, გავუგზავნო ვარსქენს მისივე ნაჩუქარი სამკაულები? ეგებ მოითხოვოს, რადგან ამ ცხოვრებაში აღარ დამჭირდება”. 

ხოლო მე ვუპასუხე:

“ნუ ჩქარობ, დაიტოვე”.

როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, მოვიდა ვიღაც ჭაბუკი და თქვა:

“იაკობი მანდ არის?”

და მე ვუთხარი როგორღაც:

”რა გინდა?” 

და მან მითხრა:

”პიტიახში უხმობს”.

და მე გამიკვირდა, თუ”რატომ მიხმობს ამ დროს”, და სწრაფად გავეშურე მასთან. და მან მითრა:

”იცოდი, ხუცეს? ჰუნებთან  საბრძოლველად მივდივარ. და ჩემი სამკაულები მას არ დაუტოვო, რადგან ის ჩემი ცოლი აღარ არის, - მოიძებნება ვინმე, რომელიც მას მოიხმარს, მიდი და მომართვი ყოველივე”

ხოლო მე მივედი და ვუთხარი ყოველივე წმინდა შუშანიკს. ხოლო მან გაიხარა და ღმერთს მადლობა შესწირა და სამკაულები მომცა და მივართვი პიტიახშს. მან დაათვალიერა და დათვალა ყოველივე და ნახა, რომ არაფერი აკლდა და გაიმეორა:

”მოიძებნება ვინმე, რომელიც მოიხდენს ამას.”

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  სულხან-საბა ორბელიანი - იგავ არაკები • • •  შუშანიკის წამება / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ