იმ დროს როდესაც წმინდა შუშანიკი სასახლიდან გამოჰყავდათ, მის გვერდით ეპისკოპოსის ერთი დიაკვანი იდგა, უნდოდა ეთქვა დიაკვანს: ”მტკიცედ იდექ!”. მაგრამ ამ დროს მას თვალი მოჰკრა პიტიახშმა და დიაკვანს აღარ დასცალდა, ესღა უთხრა: ”მტკი....” და მხოლოდ დადუმდა და სწრაფად გაეცალა იქაურობას.
მაშინ წამოიყვანეს და მოჰყავდათ წმინდა შუშანიკი ფეხშიშველი და თავდაუბურავი, როგორც ერთი ვინმე მდაბიოთაგანი და ვერავინ ბედავდა მისთვის თავის დაბურვას, რადგან ცხენზე ამხედრებული პიტიახში კვალდაკვალ გაჰყვა მას და აგინებდა უშვერად.
წმინდანს ურიცხვი ადამიანი მიჰყვებოდა. ხალხ ხმა აემაღლებინა - ტიროდა, ღაწვებს იხოკავდა და საცოდავად ცრემლს ათხევდა წმინდა შუშანიკისთვის. ხოლო წმინდა შუშანიკმა გამოხედა უკან მომავალთ და უთხრა:
“ნუ სტირით, ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვით მომიხსენიეთ. და ამიერიდან გადშორდებით თქვენ, რადგან ციხიდან გამოსულს ცოცხას ვეღარ მიხილავთ”.
და როდესაც ნახა პიტიახშმა ქალისა თუ კაცის, მოხუცისა თუ ახალგაზრდის ვაება და ტირილი, ცხენით დასდევდა და ფანტავდა მათ. როდესაც ციხის ხიდს მიუახლოვდნენ, უთხრა პიტიახშმა წმინდა შუშანიკს:
”შენ ეგღა დაგრჩა ფეხით სავალი, რადგან იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოხვალ, არამედ ოთხი კაცი გამოგიტანს .”
და როდესაც ციხეში შევიდნენ, დედოფალი ჩრდილოეთით მდებარე ერთ პატარა და ბნელ საკანში დაამწყვდიეს. ჯაჭვი, რომელიც ვარსქენმა კისერზე დაადო, ისევე ედო, რომელიც ურჯულო ვარსქენმა საკუთარი კლიტით დაკეტა. ხოლო წმინდა შუშანიკმა თქვა:
”ეს მახარებს, რადგან აქ დავიტანჯები და აქვე განვისვენებ”.
ხოლო პიტიახშმა უთხრა მას:
”ჰო, ჰო, განისვენე!”
მაშინ დაუყენა ვარსქენმა დედოფალს მცველნი და თანაც გააფრთხილა, შიმშილით მოეკლათ იგი და ასე ეტყოდა მათ:
”გეუბნებით, თუ ვინმე შევა, გინდ მამაკაცი, გინდ დედაკაცი, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ცოლ-შცილსა და სახლ-კარს, თორემ რასაც გიზამთ, უდანაშაულო ვიქნები.”
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • შუშანიკის წამება / შინაარსი |