წმინდა შუშანიკმა აბრეშუმით ხელსაქმობის მსგავსად, დიდი გულმოდგინებით ხელში აიღო “დავითნი” და რამდენიმე დღეში ასორმოცდაათი ფსალმუნი დაისწავლა, რომლითაც დღე და ღამ ზეციურ მეუფეს ცრემლით სათნო გალობას შესწირავდა.
და უთხრეს ნეტარ შუშანიკს:
”შენი შვილები ვარსქენმა მოგვთა სარწმუნოებაზე გადაიყვანა”.
მაშინ დაიწყო დედოფალმა ტირილით უფლის თაყვანისცემა და თავს მიწას ურტყამდა, ამოიოხრა და თქვა:
”გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რადგან ისინი ჩემი კი არა შენი მოცემულნი იყვნენ. როგორც გენებოს, იყოს ნება შენი, უფალო, მე კი დამიცავი ბოროტი საქმეებისგან.”
და მივედი მე და ვიხილე წმინდა შუშანიკი, ტირილისაგან გამშრალი გამოფიტული და დაღლილი. და რამეთუ წმინდა ეპისკოპოსს მისთვის გამოეგზავნა საზრდო, ვაიძულე მცირეოდენი ეგემა და ღმერთს მადლობას ვწირავდი.
და თუ აქამდე მისი შვილები დადიოდნენ დედის სანახავად, ახლა, როდესაც უარყვეს ჭეშმარიტი ღმერთი, ვეღარ ბედავდნენ მის ნახვას, ხოლო დედოფალს მათი სახელის გაგონებაც კი სძაგდა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • შუშანიკის წამება / შინაარსი |