და ვიდრე საპყრობილეში ყოფნისს მეშვიდე წელი დადგებოდა, სამგზის სანატრელ შუშანიკს სხეული დაუწყლულდა და დაუცხრომელი ღვაწლისგან ფეხები დაუსივდა.
ჩირქი ამოსდიოდა ადგილ-ადგილ. წყლულები დიდი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვეოდა, რომელიც თავის ხელით აიღო და მიჩვენა და მადლობას სწირავდა უფალს და ამბობდა:
”ხუცეს ნუ გიმძიმს ამის ყურება, რადგან ეს მატლი უდიდესია და არ მოკვდება”.
და როდესაც ვიხილე მატლი, საოცარმა მწუხარებამ შემიპყრო და ვტიროდი. მითხრა შუშანიკმა მკაცრად:
”ხუცეს, რატომ წუხარ? სანამ უკვდავი მატლები შეგჭამენ, უმჯობესი არაა ამ ცხოვრებაში მოკვდავმა მატლებმა შეგჭამოს”.
და მე მივუგე მას:
”უხეში სამოსის ტარება გეცოტავება სატანჯველად? მატლი რომ გეხვევა ეს გახარებს!”
და ის შემეხვეწა:
”ნურავის ეტყვი, რომ ძაძით ვარ შემოსილი, რადგან ჯერ ადრეა ჩემი უბადრუკი ხორცის დატოვება.”
მას შიგნით ძაძი ემოსა და ამის შესახებ ჩემს გარდა არავინ იცოდა, ხოლო ხალხის დასანახად ანტიოქიური უსახელო წამოსასხამი ეცვა.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • შუშანიკის წამება / შინაარსი |