მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 228988 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როდესაც შეიტყო ჯოჯიკმა, რომ ნეტარი დედოფალი, წმიდა შუშანიკი, სიკვდილის პირას იყო, წავიდა მის სანახავად და თან წაიყვანა ცოლ-შვილი და მონა-მხევალნი. და მივიდა ციხეში სანატრელი მოწამე შუშანიკის სანახავად. როდესაც მივიდა, ძალით შევიდა, თაყვანი სცა პატიოსან ჯვარს და მოიკითხა წმინდა შუშანიკი, იქვე დაუჯდა და ეკითხებოდა მის სატკივარზე. ხოლო წმინდა შუშანიკმა უთხრა:

”კარგად ვარ, როგორც ღმერთს სწადია, ხოლო იმ გზას, რომელსაც ყველა გაივლის, მეც შევუდგები.”

ხოლო ჯოჯიკი მაშინვე ადგა, ინანიებდა ყველა უკეთურ საქმეს, რაც ჩაუდენია, და ევედრებოდა წმინდა შუშანიკს და ეტყოდა:

”ქრისტეს პატარძალო და მხევალო, ევედრე ღმერთს, რათა მომიტევოს მრავალი შეცოდებანი ჩემნი”.

ხოლო წმინდა შუშანიკმა უთხრა მას:

”თუ შენ ყრმასავით არაფერი ჩაგიდენია, ღმერთმა მოგიტევოს”.

და ჯოჯიკმა თქვა:

”ამისთვის მოვედი შენთან, რადგან ღმერთს აღარ შევცოდო”. 

ხოლო წმინდა შუშანიკმა თქვა:

”თუ ასე მოიქცევი, უკვდავ მექმნე მე მაგ სიტყვებით და ღმერთმა შესძინოს დღეები შენს ცხოვრებას.” 

და შემდეგ შეატყო ჯოჯიკმა, რომ შუშანიკი სიკვდილის პირას იყო, და უთხრა: 

”გვაკურთხე მე, ჩემი ცოლ-შვილი და მონა-მხევალი, და თუ რამ შეგცოდეთ, როგორც წუთისოფლის მოყვარე ადამიანებმა, მოგვიტევე და ნუ მოიხსენებ ჩვენს ცოდვებს”. 

ხოლო წმინდა შუშანიკმა უთხრა ჯოჯიკს და მის ცოლს:

”უგულოდ მომექეცით, რადგან არავინ მოიძებნა კაცთაგან, რომელიც ჩემს ტკივილს გაიზიარებდა, რომელიც დაარწმუნებდა ჩემს ამქვეყნიურ ურჯულო მეუღლეს.

ხოლო ჯოჯიკმა თქვა:

”ჩვენ შენს გარეშე დიდდად გავისარჯეთ, მაგრამ ვარსქენმა არცა რა შეისმინა, არცარა თქვა. “

მაშინ თქვა წმინდა შუშანიკმა: 

”განვისაჯებით უზენაესი მსაჯულის, მეუფეთა მეუფის მიერ მე და ვარსქენ პიტიახში იქ, სადაც არ არის უსამართლობა,  სადაც არ არის მამაკაცისა და ქალის გარჩევა, სადაც მე და მან თანასწორი სიტყვა ვთქვათ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წინაშე; მიუზღოს მას უფალმა იმისთვის, რომ უდროოდ ნაყოფი ჩემი დაკრიფა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყვავილი ჩემი დააჭკნო, მშვენიერება ჩემი სიკეთისა დააბნელა და ჩემი დიდება დაამდაბლა. და ღმერთი განგვსჯის ორივეს. ხოლო ახლა ამას ვმადლობ ღმერთს, რამეთუ, ვარსქენისგან მოყენებული ტანჯვის გამო, ლხინი ვპოვო და მისგან მოყენებული ტანჯვით, განსვენება მოვიპოვო, და მისი უგულობისა და შეუწყნარებლობის წილ, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესგან, წყალობა მივიღო.”

ამ სიტყვების გამგონენი ტიროდნენ მწარედ და თქვეს: 

”მოგვიტევე ჩვენი შეცოდებანი და გვაკურთხე, წმინდაო მოწამეო და მარტვილო სანატრელო ქრისტე ღმერთისაო”.

ხოლო წმინდა შუშანიკმა თქვა:

”ღმერთმა მოგიტევოთ, რაც ჩაიდინეთ”. 

მაშინღა აკურთხა ჯოჯიკი, მისი ცოლ-შვილი, მონა-მხევალი და მისი სახლ-კარი. ასწავლიდა ღმერთისკენ სავალ გზას და ეუბნებოდა:

”ეს წუთისოფელი, როგორც მინდვრის ყვავილი, წარმავალი და ცვალებადია, ვინც დათესა - მოიმკო და ვინც გასცა გლახაკთათვის - დააგროვა და ვინც დაღუპავს საკუთარ თავს, იგი იპოვის ღმერთს, რომელიც განდადიდებს მას.”

და გამოისტუმრა ისინი მშვიდობით.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  სულხან-საბა ორბელიანი - იგავ არაკები • • •  შუშანიკის წამება / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ