ჯოჯიკის შემდეგ დედოფალს მთავარეპისკოპოსები სამოელ და იოანე ეწვივნენ, რომლებიც თანაუგრძნობდნენ და ინაწილებდნენ მის ღვაწლს; მადლობით ისტუმრებდნენ ზეციურ საუფლოში.
ასევე მოინახულეს წმინდა შუშანიკი ქართლის დიდებულმა აზნაურებმა, წარჩინებულმა ქალბატონებმა, აზნაურებმა და უაზნოებმა. მათ, ვინ გულმოდგინე თანამოზიარენი იყვნენ დედოფლის საქმეებისა.
ყველა, ეპისკოპოსნიც და აზნაურნიც, ერთს სთხოვდა წმინდანს, რათა, მისივე ბრძანებით, ფეხებზე დადებული ბორკილი აეხსნათ.
ამაზე წმინდა შუშანიკმა თქვა:
”მე რა ღირსი ვარ ამის? მე რისი შემძლე ვარ, ხოლო ყოვლად-სავსება იესომ აგავსოთ თქვენ ყოველივე სიკეთით, რომლებმაც გაიზიარეთ ჩემი ჭირი და ტანჯვა. ხოლო მე, საყვარელნო, ჩემთვის წინასწარგამზადებულ საუკუნო გზას შევუდგები.
ჩემი ჭირის სანაცვლოდ ქრისტემ მომმადლოს სიხარული, ამ სატანჯველთა წილ - განსვენება, ამ ტანჯვისა და შეურაცხყოფისთვის მივეახლები მე დაუსრულებელ დიდებასა და პატივს ცათა შინა.”
ციხიდან ყველა თვალცრემლიანი წამოვიდა, ლოცულობდნენ და ღმერთს ადიდებდნენ.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • შუშანიკის წამება / შინაარსი |