მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 59159 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

1. "და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი."

რას ნიშნავს სიტყვა დამტკიცებულად?


2. "იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში ძჱ არშუშაჲსი. რამეთუ პირველ იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაჲ. და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი სომეხთა სპაჲპეტისაჲ, რომლისათჳს ესე მივწერე თქუენდა, მამისაგან სახელით ვარდან და სიყუარულით სახელი მისი შუშანიკ, მოშიში ღმრთისაჲ, ვითარცა იგი ვთქუთ, სიყრმითგან თჳსით."

) ამოიწერეთ ორის სიტყვა, რომელიც მიუთითებს შუშანიკის სარწმუნოებრივ პოზიციაზე.

) რომელი სიტყვებიდან ვიგებთ, რომ შესაძლოა იაკობ ხუცეს აღწერილი ჰქონდეს შუშანიკის ბავშვობაც?

) ვისი შვილი იყო შუშანიკი?

) რას ნიშნავს სპასპეტი?


3. "და უკეთურებისა მის სახისა ქმრისა მისისაჲსა მარადის გულს ეტყჳნ და ევედრებინ ყოველთავე ლოცვის ყოფად მისთჳს, რაჲთამცა ცვალა იგი ღმერთმან სახისა მისგან უგუნურებისა და იქმნამცა გონიერებასა ქრისტჱსსა."

რას ევედრებოდა შუშანიკი ყველას? (ციტირება დაუშვებელია)

რას ნიშნავს იქმნამცა გონიერებასა ქრისტჱსსა?


4. "ხოლო ამის უბადრუკისა და სამგზის საწყალობელისა ვარსქენისი ვითარმე ვინ თქუას ყოვლად განწირულისაჲ, ვითარ-იგი განაგდო სანატრელი სასოებაჲ ქრისტჱსი! ანუ ვინ არა სტიროდის მას, რომელსა არცა ჭირი ეხილვა, არცა შიში, არცა მახჳლი, არცა პყრობილებაჲ ქრისტჱსთჳს."

რომელი სიტყვები მიუთითებს იმაზე, რომ ვარსქენმა სარწმუნოება უარყო?

რატომ არის ვარსქენი სამგზის საწყალობელი?

ამოიწერეთ ოთხი სიტყვა, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფას ნიშნავს.

ამოიწერეთ ეპითეტი.


5. "რამეთუ რაჟამს წარდგა იგი წინაშე სპარსთა მეფისა, არა თუ პატივისა მოღებისათჳს, არამედ ძღუნად თავსა თჳსსა შესწირვიდა მეფისა მის მიმართ უვარის-ყოფითა ჭეშმარიტისა ღმრთისაჲთა და თაყუანის-სცემდა ცეცხლსა, რამეთუ ყოვლით კერძოვე თავი თჳსი ქრისტჱსგან განაგდო."

რას ნიშნავს “სპათა მეფე” და რომელი მეფე იგულისხმება?

მოცემული ტექსტის მიხედვით, რა უძღვნა ვარსქენმა სპარსთა მეფეს?

რომელი რელიგიის მიღება აღუთქვა ვარსქენმა სპარსეთის მეფეს?

ვარსქენის ხასიათის რა თვისება ჩანს ამ ეპიზოდში?


6. "ხოლო საწყალობელი ესე ცოლსა ითხოვდა სპარსთა მეფისგან, რაჲთამცა სათნო ეყო მეფესა, და ესრეთ ეტყოდა, ვითარმედ “რომელი-იგი ბუნებით ცოლი არს და შვილნი, იგინიცა ესრევე მოვაქცინე შენსა შჯულსა, ვითარცა ესე მე”."

) გადმოეცით მოცემული აბზაცი თქვენი სიტყვებით.

) რას ნიშნავს “ბუნებითი ცოლი”?


7. "ამას უქადებდა, რომელ-იგი არა აქუნდა ჴელთა შუშანიკისგან. მაშინ განიხარა მეფემან და ბრძანა ცოლად მისა ასული მეფისაჲ."

რას ნიშნავს “არა აქვნდა ხელთა შუშანიკისაგან?

ვარსქენის როგორი ბუნება ჩანს ამ ეპიზოდის მიხედვით?


8. "ვითარცა მოიწია იგი საზღვართა ქართლისათა, ქუეყანასა მას ჰერეთისასა, ზრახვა-ყო, რაჲთა აუწყოს და წინა მიეგებნენ მას აზნაურნი და მისნი ძენი და მსახურნი მისნი, რაჲთა მათ გამო ვითარცა ერთგული სოფლად შევიდეს. და წარმოჰმართა სადიასპანოჲთა ცხენითა მონაჲ თჳსი, ვითარ[მ]ცა მოვიდა დაბასა, რომელსა სახელი ჰრქჳან ცურტავ."

) რას ნიშნავს ზრახვა-ყო?

) რატომ სურდა ვარსქენს, რომ მას აზნაურები მიჰგებებოდნენ?


9. “უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ”.

) გადმოეცით თქვენი სიტყვებით შუშანიკის ეს ნათქვამი.


10. “საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა არტოშანი და შეერთო იგი უღმრთოთა”.

რა არის ატროშიანი?


11. "და აღდგა და დაუტევა ტაძარი თჳსი და ღმრთის მოშიშებით ეკლესიად შევიდა და თან მიიყვანნა სამნი იგი ძენი მისნი და ერთი ასული და წარადგინნა იგინი წინაშე საკურთხეველსა და ესრეთ ილოცვიდა."

) რამდენი შვილი ჰყავდა შუშანიკს.

) რა არის ტაძარი ძვექართულად?

) რას ნიშნავს წარადგინნა იგინი წინაშე საკურთხეველსა?


12. ”უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა”.

) ამოიწერეთ ფრაზა, რომელიც გამოხატავს სარწმუნოებრივი ერთოების შენარჩუნების სურვილს.


13. "და ვითარცა მწუხრისა ჟამი აღასრულეს, სახლაკი ერთი მცირჱ  პოვა მახლობელად ეკლესიასა და შევიდა მუნ შინ სიმწარითა სავსჱ და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა."

) ამოიწერეთ 2 სიტყვა, რომელიც ნიშნავს საღამოს ლოცვას.

) რას ნიშნავს ყურე ძველქართულად?


14. "ხოლო ეპისკოპოსი იგი სახლისაჲ, მის პიტიახშისაჲ, რომელსა სახელი ერქუა აფოც, არა მუნ იყო, არამედ კაცისა ვისამე წმიდისა ვანად მისრულ იყო კითხვად რაჲსმე სიტყჳსა. და მეცა, ხუცესი დედოფლისა შუშანიკისი, თანა ვჰყვანდი ეპისკოპოსსა მას. და მყის მოიწია ჩუენდა დიაკონი შინაჲთ და გჳთხრა ჩუენ ესე ყოველი: მოსლვაჲ პიტიახშისაჲ და საქმენი დედოფლისანი. ხოლო ჩუენ აღვივსენით მწუხარებითა და დიდითა ტირილითა ვტიროდეთ განმწარებულნი ცოდვათა ჩუენთა წარმოჩინებისათჳს."

) იმსჯელეთ ტექსტის მიხედვით, რა სასულიერო იერარქიას წარმოადგენენ ტექსტში მოხსენიებული სასულიერო პირები და რა ემოციებს აღძრავს მათში ვარსქენის საქციელი?

) რას ნიშნავს ვანად მისული იყო?


15. “ღუაწლსა დიდსა შესლვად ხარ, დედოფალო, ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტჱსსა, ნუუკუე მტერმან ვითარცა სრსჳლმან საძოვარი პოოს შენ თანა”.

) განმარტეთ იაკობ ხუცესის სიტყვები (ციტირება დაუშვებელია).


16. "ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: “ხუცეს, და მეცა დიდსა ღუაწლსა განმზადებულ ვარ”. და მე ვარქუა მას: “ეგრეთ არს, მჴნე იყავ, მოთმინე და სულგრძელ”. ხოლო მან მრქუა მე: “ჩემდა მარტოჲსა არიან ჭირნი ესე”. ხოლო მე ვარქუ მას: “ ჭირი შენი. ჭირი ჩუენი არს და სიხარული შენი, სიხარული ჩუენი არს. ჩუენი არა ხოლო თუ დედოფალი ოდენ იყავ, არამედ ჩუენ ყოველთა ვითარცა შვილთა გუხედევდ”.

) შუშანიკის რა თვისებები ჩანს ამ ეპიზოდში?

) რას ნიშნავს “ჩემდა მარტოჲსა არიან ჭირნი ესე”?

) რატომ არის დედოფლის განსაცდელი საყოველთაო ჭირი?


17. "და ვარქუ მე სანატრელსა მას ხუაშიადად-რე: “ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენი”. ხოლო მან მრქუა მე: “რაჲსა მკითხავ ამას?”. და მე მიუგე და ვარქუ მას: “მტკიცედ სდგაა?”. და მან მრქუა მე: “ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა ვეზიარე საქმეთა და ცოდვათა ვარსქენისთა”.

) განმარტეთ მოჩემული ფრაზის მნიშვნელობა “ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენი”.

) რას ნიშნავს  “ხუაშიადად-რე”?

) რომელი სიტყვებიდან ჩანს, რომ შუშანიკი არ აპირებს პოზიციების დათმობას? (ციტირება დაუშვებელია).


18. “მწარე გონებაჲ აქუს მას, გუემასა და ტანჯვასა დიდსა შეგაგდოს შენ”. ხოლო მან მრქუა მე: “უმჯობჱს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ; რამეთუ მასმიეს მე პავლჱს მოციქულისაგან: “არა დამონებულ არს ძმაჲ, გინა დაჲ, არამედ განეყენენ”. და მე ვთქუ: ”ეგრეთ არს”.

) რა ურჩევნია შუშანიკს ვარსქენთან შეერთებას?

) ვინ არის პავლე მოციქული და რას ქადაგებს ის ამ ეპიზოდის მიხდვით?


19. "და ვიდრე ჩუენ ამას სიტყუასა შინ ვიყვენით, კაცი ერთი სპარსი მოვიდა და შევიდა იგი წინაშე ნეტარისა შუშანიკისა და ტირილით იტყოდა: “ესევითარი სახლი მშჳდობისაჲ ვითარ საწყალობელ იქმნა და სიხარული მწუხარებად გარდაიქცა!”. ხოლო ზრახვითა იყო იგი ვარსქენისითა და ზაკუვით იტყოდა ამას და უნდა მონადირებაჲ ნეტარისაჲ მის. ხოლო წმიდამან მან ცნა ზაკუვითი იგი ზრახვაჲ მისი და მოიზღუდა თავი მისი მტკიცედ."

) რას ნიშნავს “სიტყუასა შინ ვიყვენით”?

) რა მიზანი აქვს სპარსს ნდა ვის დავალებას ასრულებს იგი?


20. "და შემდგომად სამისა დღისა მოვიდა ვარსქენ პიტიახში. და უთხრა სპარსმან მან ფარულად და ჰრქუა: “მე ვითარ მიცნობიეს, ცოლი შენი განდგომილ არს შენგან. და მე გეტყჳ შენ: ნუ რას ფიცხელსა სიტყუასა ეტყჳ მას, რამეთუ დედათა ბუნებაჲ იწრო არს”. 

) რომელი სიტყვებიდან ჩანს, რომ ქალებს სუსტი ბუნება აქვთ?


21. "და ხვალისა დღე ვითარ აღდგა პიტიახში, გჳწოდა ჩუენ ხუცესთა და მივედით. და სიხარულით შეგჳმთხჳნა და გურქუა ჩუენ: “აწ ნუ რას მერიდებით მე და ნუცაღა გძაგ”. და ჩუენ მიუგეთ და ვარქუთ: “წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ”. მაშინღა იწყო სიტყუად და თქუა: “რაჲსა ჴელ-იწიფა ჩემ ზედა ცოლმან ჩემმან ესევითარისა საქმედ? აწ მივედით და არქუთ, ვითარმედ “შენ ჩემი ხატი დაამჴუ, და საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ, და შენი ადგილი დაგიტევებიეს, და სხუად წარსულ ხარ”.

) რას ნიშნავს “ხვალსა დღესა”? 

) რას ეუბნება ვარსქენი სასულიერო პირებს?

) რა ბრალდებას უყენებს ვარსქენი შუშანიკს?


22. "ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: “არა თუ მე აღმემართა ხატი იგი და მემცა დავამჴუ. ხოლო მამამან შენმან აღჰმართნა სამარტჳლენი და ეკლესიანი აღაშჱნნა, და შენ მამისა შენისა საქმენი განჰრყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი; მამამან შენმან წმიდანი შემოიხუნა სახიდ თჳსა, ხოლო შენ დევნი შემოიხუენ; მან ღმერთი ცათაჲ და ქუეყანისაჲ აღიარა და ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის-ეც. და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ გყავ. და თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა”. ხოლო ჩუენ ესე ყოველი მიუთხართ პიტიახშსა. ხოლო მან განიწყო გული და იბრდღუენდა მისთჳს."

) როგორ იღწვის ვარსქენი თავისი მამისგან განსზვავებით?

) როგორი რეაქცია ჰქონდა ვარსქენს შუშანიკის დანაბარებზე?


23. "მერმე მიავლინა ჯოჯიკ, ძმაჲ თჳსი, და ცოლი ჯოჯიკისი, ძმის ცოლი თჳსი, და ეპისკოპოსი სახლისა თჳსისაჲ და ჰრქუა მათ: “ესრეთ არქუთ: აღდეგ და მოვედ ადგილსა თჳსსა და ნუ ეგევითარი გონებაჲ გიპყრიეს! უკუეთუ არა, თრევით მოგითრიო."

) ვარსქენის რომელი ნათესავები მოიხსენიებიან ამ ეპიზოდში.

) ამოიწერეთ სიტყვები, რომელიც ნიშნავს “თუ გონებაზე ხარ”.


24. “კაცნო ბრძენნო, თქუენ კეთილად იტყჳთ, გარნა ნუ დაგიჯერებიეს, თუმცა მე მისა ცოლადღა ვიყავ. მეგონა მე, ვითარმედ იგი ჩემდა მოვაქციო და ღმერთი ჭეშმარიტი აღიაროს, და აწ მე მაიძულებთ ამას ყოფად? ნუ იყოფინ ესე ჩემდა! და შენ, ჯოჯიკ, არღარა ჩემი მაზლი ხარ, და არცაღა მე შენი ძმის ცოლი, არცა ცოლი შენი დაჲ ჩემი არს, რომელნი მის კერძო და მისთა საქმეთა ზიარ ხართ”. ჰრქუა მას ჯოჯიკ: “უწყი მე, აწ მოავლინნეს მსახურნი და თრევით წარგიყვანოს შენ”. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: “უკუეთუ შემკრას და მითრიოს, მიხარის, რამეთუ მით სახითა იყოს განჩინებაჲ ჩემი მისგან”.

) ამოიწერეთ სამი სიტყვა, რომელიც ნიშნავს “ ნუთუ გჯერათ”.

) რას საყვედურობს შუშანიკი მის გადასაბირებლად მისულ ადამიანებს?

) რას ნიშნავს ნუ იყოფინ ესე ჩემდა!


25. "და ვითარცა ფრიად აურვებდეს მას, აღდგა წმიდაჲ და ნეტარი შუშანიკ და თანა წარიტანა ევანგელჱ თჳსი და ტირილით ესრეთ იტყოდა: “უფალო ღმერთო, შენ უწყი, ვითარმედ მე გულითად სიკუდილდ მივალ”.

) რას ნიშნავს “აურვებდნენ”?

) რომელ წმინდა წიგნზეა საუბარი და რას მიგვანიშნებ ეს ეპიზოდი?


26. “უფალო ღმერთო, არცა მღდელთაგანი ვინ იპოვა მოწყალჱ, არცა ერისა კაცი ვინ გამოჩნდა შორის ერსა ამას, არამედ ყოველთა მე სიკუდილდ მიმითუალეს მტერსა ღმრთისასა ვარსქენს”.

ა) რას ჩივის შუშანიკი? (ციტირება დაუსვებელია).


27. "და შემდგომად ორისა დღისა მოვიდა მგელი იგი ტაძრად და ჰრქუა მსახურთა თჳსთა: “დღეს მე და ჯოჯიკ და ცოლმან მისმან ერთად პური ვჭამოთ, ხოლო სხუასა ნუ ვის უფლიედ ჩუენ თანა შემოსლვად”. და რაჟამს შემწუხრდა, მოუწოდეს ცოლსა ჯოჯიკისასა და ინებეს ერთად პურისა ჭამაჲ, რაჲთამცა მოიყვანეს წმიდაჲ შუშანიკცა. და ვითარცა მოიწია ჟამი პურისაჲ, შევიდეს ჯოჯიკ და ცოლი მისი წინაშე წმიდისა შუშანიკისა, რაჲთამცა მასცა აჭამეს პური, რამეთუ ყოველნი იგი დღენი უზმასა გარდაევლნეს."

) რომელი სირყვებით გამოხატავს ავტორი ვარსქენისადმი თავის უარყოფით დამოკიდებულებას? 

) რას ნიშნავს სხუასა ნუ ვის უფლიედ ჩუენ თანა შემოსლვად?

) რას ნიშნავს შემწუხრდა?

) რატომ სურდათ ჯოჯიკსა და მის ცოლს შუშანიკისთვის საჭმლის ჭმევა?


28. "და ვითარცა მეტად აიძულეს და ძლით წარიყვანეს ტაძრად, ხოლო გემოჲ არა რაჲსაჲ იხილა. ხოლო ცოლმან ჯოჯიკისმან მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა. ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ რისხვით: “ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!”. და განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალეწა და ღჳნოჲ იგი დაითხია."

) რას აძალებდა ჯოჯიკის ცოლი შუშანიკს?

) ხასიათის რა თვისებები გამოავლინა შუშანიკმა ამ ეპიზოდში?

) რას ნიშნავს: ღჳნოჲ იგი დაითხია?


29. "მაშინ იწყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თჳსითა დასთრგუნვიდა მას; და აღიღო ასტამი, და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა; და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდა და თმითა მიმოითრევდა, ვითარცა მჴეცი მძჳნვარჱ ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი. მაშინ შუელად აღდგა ჯოჯიკ, ძმაჲ მისი, და იბრძოდეს, ვიდრემდის გუემა იგიცა, და კუბასტიცა თავსა მისსა მოხეთქა და ჭირით, ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო ჴელთა მისთა. და ვითარცა მკუდარი იდვა წმიდაჲ შუშანიკ ქუეყანასა ზედა. და აგინებდა ვარსქენ თესლ-ტომსა მისსა და სახლისა მაოჴრებელად სახელს დებდა მას. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ბორკილთა შესხმაჲ ფერჴთა მისთა."

) დაახასიათეთ ვარსქენი ამ ეპიზოდის მიხედვით.

) რა არის ასტამი?

) რა არის მჯიღი?

) რა ეპითეტებით “ამკობს” ნაწარმოების ავტორი ვარსქენს?

) რას ნიშნავს: სახლისა მაოჴრებელად სახელს დებდა მას?

) ამოიწერეთ სამი სიტყვა, რომელიც ნიშნავს ფეხებზე ბორკილის დადებას.


30. "და ვითარცა მცირედ და-რე-სცხრა გულის წყრომისაგან, მოვიდა სპარსი იგი და მჴურვალედ ევედრებოდა მას, რაჲთამცა საკრველთა მათგან განეტევა წმიდაჲ შუშანიკ. და ვითარ ფრიად ევედრებოდა, ბრძანა განტევებაჲ მისი და სენაკსა ერთსა შეყვანებაჲ და კრძალულად დაცვაჲ მისი ერთითა მსახურითა და რაჲთა სხუაჲ არვინ შევიდეს ხილვად მისა, - არცა მამაკაცი, არცა დედაკაცი."

) ამოიწერეთ სიტყვა, რომელიც ნიშნავს ბორკილებს.


31. "ვითარცა ცისკარ ოდენ იყო, იკითხა და თქუა მსახურისა მიმართ მისისა, ვითარმედ: “წყლულებისა მისგან ვითარ არს?”. ხოლო მან ჰრქუა მას: “ვერ განსარინებელ არს იგი”. მაშინ თჳთ შევიდა და იხილა იგი და დაუკჳრდა დიდძალი იგი სიმსივნჱ მისი. და ამცნო მსახურსა მას და ჰრქუა: “ნუმცა ვინ შევალს ხილვად მისა”. და თჳთ ნადირობად წარვიდა."

) ამოიწერეთ ოთხი სიტყვა რომელიც ნიშნავს გათენებას.

) რას ნიშნავს “ვერ განსარინებელ არს იგი”.


32. "ხოლო მე აღვდეგ და მივედ და ვარქუ მცველსა მას: “მე ხოლო მარტოჲ შემიტევე და ვიხილო წყლულებაჲ იგი მისი”. ხოლო მან მრქუა მე: “ნუუკუე ცნას და მომკლას მე”. და მე ვრქუ მას: “უბადრუკო, არა მისი განზრდილი ხარა? და თუცა მოგკლას შენ მისთჳს, რაჲ არს?!”. მაშინ შემიტევა მე ფარულად."

) რას ნიშნავს “მარტოი შემიტევე”?

) რა არგუმენტი მოჰყავს ხუცესს მცველისთვის, რათა მან შუშანიკთან შეუშვას.


33. "ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: “ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე”. და მე ვარქუ წმიდასა შუშანიკს: “მიბრძანე და მოგბანო სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელი თუალთა შენთა შთაცუეულ არს, და სალბუნი და წამალი დაგდვა, რაჲთა, ჰე, ღამე თუ განიკურნო!”. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: “ხუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე გამწმედელ არს ცოდვათა ჩემთაჲ."

) რისი დასაწყისი უნდა ყოფილიყო დედოფლისთვის ეს ღემე?

) რას მოუტანდა შუშანიკს ქრისტიანობისთვის დაღვრილი სისხლი?


34. "ხოლო მე მცირედ ვაიძულე მიღებად ჭამადი, რომელი მოეძღუანა სამოელ ეპისკოპოსსა და იოვანეს, რამეთუ ფარულად იღუწიდეს და ნუგეშინის-სცემდეს. მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: “ხუცეს, ვერ ძალ-მიც გემოჲს-ხილვად, რამეთუ ყბანი და ზოგნი კბილნი შთამუსრვილ არიან”. მაშინ მივიღე მცირედ ღჳნოჲ და პური დავალბე და მცირედ გემოჲ იხილა."

) ვინ იღვწოდნენ შუშანიკისთვის ფარულად?

) რატომ ვერ ჭამდა შუშანიკი?

) რა აჭამა ხუცესმა დედოფალს.


35. "და მე ვისწრაფდი გამოსვლად. მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: “ხუცეს, მიუძღუანოა სამკაული ესე მისი? ნუუკუე ითხოვდეს, რამეთუ მე ამას ცხორებასა არღარად მეჴმარების”. ხოლო მე ვარქუ: “ნუ რას ისწრაფი, იყოს შენ თანა."

) რისი დაბრუნება მოისურვა შუშანიკმა ვარსქენისთვის?


36. "მან მრქუა: “უწესს პიტიახში”. და მე დამიკჳრდა, თუ “რაჲსა-მე მიწესს ამას ჟამსა”. და მივისწრაფე და მივედ."

) ამოიწერეთ ორი ერთი და იგივე მნიშვნელობის სიტყვა და განმარტეთ მისი მნიშვნელობა.


37. “უწყია, ხუცეს, მე ბრძოლად წარვალ ჰონთა ზედა. და ჩემი სამკაული მას არა დაუტეო, ოდეს იგი არა ჩემი ცოლი არს, - იპოოს ვინმე, რომელმან განკაფოს იგი. მივედ და მომართუ იგი ყოველივე, რაჲცა რაჲ არს”. ხოლო მე მივედ და უთხარ წმიდასა შუშანიკს. ხოლო მან განიხარა ფრიად და მადლი მისცა ღმერთსა და ყოველივე მომიძღუანა და მივართუ პიტიახშსა. და მან მიიღო ჩემგან, აღიხილა და იპოვა ყოველი გებულად. და კუალად თქუა: “მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე შეიმკოს”.

) ამოიწერეთ ორი სიტყვა, როელიც ნიშნავს “იცი ხუცეს”?

) ვისთან საბრძოლველად წასვლას აპირებს პიტიახში.

) ვარსქენის რა თვისებაზე მეტყველებს ეს ეპიზოდი.


38. "და ვითარ მოიწია აღვსებისა ორშაბათი და მოვიდა პიტიახში ბრძოლისა მისგან ჰონთაჲსა, ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა. და აღდგა, და მივიდა ეკლესიად და ეტყოდა ეპისკოპოსსა მას აფუცს: “გამომეც ცოლი ჩემი, რად განმაშორებ ჩემგან?”. და იწყო გინებად და გმობად ღმრთისა სასტიკად. ხოლო ხუცესმან ერთმან ჰრქუა მას: “უფალო, რაჲსა ეგრე იქმ და იტყჳ ეგრეთ ბოროტსა და აგინებ ეპისკოპოსსა და წმიდასა შუშანიკს რისხვით ეტყჳ?”. ხოლო მან უხეთქნა კუერთხითა ხუცესსა მას ზურგსა და მან ვერღარა იკადრა სიტყუად."

) რა დღეა აღვსების ორშაბათი?

) რას ნიშნავს: ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა.

) როგორ მოექცა ვარსქენი ხუცესს, რომელმაც მას ეკლესიაში შენიშვნა მისცა.

) რა არის ძველქართულად კვერთხი?


39. “აჰა ეგერა, არა გერგო შენ ეკლესიაჲ შენი და არცა ზურგნი ეგე შენნი ქრისტიანენი, და უფალი იგი მათი”. და ვითარცა სცეს კუერთხითა სამას ოდენ, არარაჲ აღმოჴდა პირსა მისსა ვაჲებაჲ, არცა კუნესაჲ. მაშინღა ჰრქუა წმიდამან შუშანიკ ურჩულოსა ვარსქენს: “უბადოო, შენღა თავი თჳსი არა შეიწყალე და განსდეგ ღმრთისაგან, შენ მემცა შემიწყალეა?”.

) გადმოეცით თქვენი სიტყვებით: “აჰა ეგერა, არა გერგო შენ ეკლესიაჲ შენი და არცა ზურგნი ეგე შენნი ქრისტიანენი, და უფალი იგი მათი”.

) როგორ დასაჯა ვარსქენმა შუშანიკი მოცემული ეპიზოდის მიხედვით?

) შუშანიკის აზრით, რატომ არ შეიწყალა ვარსქენმა იგი?


40. "და ვითარცა იხილა დიდძალი იგი სისხლი, რომელ დამოსდიოდა ჩჩჳლთა მათ ჴორცთა მისთა, მაშინ უბრძანა დადებად ჯაჭჳ ქედსა მისსა. და უბრძანა სენაკაპანსა ერთსა, რაჲთა წარიყვანონ წმიდაჲ შუშანიკ ციხედ, და საპყრობილესა ბნელსა შეაყენონ იგი და მოკუდეს." 

) რა დაუპირა ვარსქენმა შუშანიკს? (ციტირება დაუსვებელია)


41. "დიაკონი ვინმე ერთი მის ეპისკოპოსისაჲ დგა წმიდისა შუშანიკის თანა მას ჟამსა, რომელსა გამოჰყვანდა იგი ტაძრით, და უნდა, რაჲთამცა ჰრქუა, თუ “მტკიცედ დეგ!”. და თუალი ჰკიდა პიტიახშმან, სხუაჲ ვეღარაჲ სცალდა სიტყუად, ესთენ ოდენ ჰრქუა: “მტკი..” და დადუმნა ხოლო და სივლტოლად იწყო სწრაფით."

) ამოიწერეთ 4 სიტყვა, რომელიც ნიშნავ სხვა ვერაფერი უთხრა. 

) ამოწერეთ სიტყვა, რომელიც ნიშნავს გაიქცა.


42. მაშინ წარმოიყვანეს და მოჰყვანდა წმიდაჲ შუშანიკ უჴამური და თმა-გარდატევებული ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი, და ვერვინ იკადრა თავსა მისსა დაბურვად, რამეთუ პიტიახში იგი მჴედრ შეუდგა უკუანა კუალსა მისსა და აგინებდა მას მრავლითა გინებითა

) ამ ეპიზოდის მიხედვით რას ცდილობს ვარსქენი?

) რას ნიშნავს: მჴედრ შეუდგა უკუანა კუალსა მისსა?


43. "და მივიდოდა წმიდისა მის თანა ამბოხი მრავალი დედებისა და მამებისაჲ, სიმრავლჱ ურიცხჳ, რამეთუ უკუანა შეუდგეს, ჴმაჲ აღემაღლა და ტიროდეს, და იჴაჴდეს ღაწუთა მათთა და საწყალობელად დასთხევდეს ცრემლთა მათთა წმიდისა შუშანიკისთჳს. ხოლო წმიდამან შუშანიკ უკმოჰხედნა ერსა მას და ჰრქუა მათ: “ნუ სტირთ, ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვასა მომიჴსენეთ. და ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან ამიერითგან, რამეთუ არღარა მიხილოთ ცოცხალი გამოსრული ციხით.”

) ამოიწერეთ 2 სიტყვა, რომელიც ნიშნავს ბევრ ხალხს.

) რას ნიშნავს: ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან ამიერითგან.


44. "და ვითარცა იხილა პიტიახშმან ამბოხი იგი ტირილი მამათაჲ და დედათაჲ, მოხუცებულთა და ყრმათაჲ, მჴედრ მიმოდასდევნინ და მეოტ ჰყოფნ მათ ყოველთა."

) რას ნიშნავს: “მეოტ ჰყოფნ მათ”?


45. "და ვითარცა მიიწინეს ჴიდსა მას ციხისასა, ჰრქუა პიტიახშმან წმიდასა შუშანიკს: “შენდა ეგდენ ყოფად არს ფერჴითა შენითა სლვაჲ, რამეთუ ცოცხალი არღარა გამოსლვად ხარ, გარნა თუ ოთხთა გამოგიღონ”. ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: “მე ამას მხიარულ ვარ, რაჲთა აქა ვიტანჯო და მუნ განვისუენო.”

) ვარსქენის აზრით, რატომ მიდიოდა შუშანიკი უკანასკნელად თავისი ფეხით?

) რას გულისხმობდა შუშანიკი?


47. "მაშინ დაადგინნა მცველნი მის ზედა და ამცნო მათ, რაჲთა სიყმილითა მოკლან იგი. და ესრეთ ეტყოდა მათ: “გეტყჳ თქუენ, უკუეთუ ვინმე შევიდეს მისა მამაკაცი, გინა დედაკაცი, იხილენით თავნი თქუენნი და ცოლნი და შვილნი და სახლნი თქუენნი, უბრალომცა ვარ, რაჲ გიყო თქუენ.”

) რითი უნდა მოეკლათ შუშანიკი მცველებს?

) როგორ დაემუქრა ვარსქენი მცველებს?


48. "მაშინ გამოვიდა ციხით. და მესამესა კჳრიაკესა მოუწოდა მცველსა ერთსა, ჰკითხა მას და ჰრქუა: “აქამომდე ცოცხალღა არსა საწყალობელი იგი?”. ხოლო მან ჰრქუა: “უფალო, სიკუდილდ კერძო უფრო საგონებელ არს, ვიდრე სიცოცხლით, რამეთუ შიმშილითა უფროჲს ხოლო მოკუდების, რამეთუ არარას მიიღებს საზრდელსა”. ხოლო მან ჰრქუა: “ნურარაჲ გგლიან, უტე, - მოკუდეს.” 

) მცველის აზრით, რა ელოდა შუშანიკს?

) რას ნიშნავს “უტე მოკვდეს”?


49. ხოლო მე მრავლითა ვედრებითა ვარქუ მცველსა მას და უქადე ჭურჭერი ერთი სამისოჲ. და ძნიად თავს იდვა შეტევებაჲ ჩემი და მრქუა მე: “რაჟამს დაღამდეს, მოვედ შენ ხოლო მარტოჲ”. და ვითარ შემიყვანა მცველმან მან.

) როგორ მოახერხა ხუცესმა შუშანიკთან შესვლა?


50. "და ვითარ შემიყვანა მცველმან მან, და ვიხილე ტარიგი იგი ქრისტჱსი შუენიერად ვითარცა სძალი შემკული საკრველთა მათგან, და მე, ვითარ ვერ დამითმო გულმან, ვტიროდე ფრიად."

) ამოიწერეთ სიტყვა, რომელიც ნიშნავს მსხვერპლს.

ვინ არის სახარების მიხედვით - “სძალი”?


51. "ხოლო პიტიახში ჩორდ წარემართა.და ჯოჯიკ ძმაჲ მისი არა დახუდა, ოდეს საქმჱ ესე იქმნა წმიდისა შუშანიკის ზედა. და ვითარ მოიწია ჯოჯიკ, უკუანა სდევდა პიტიახშსა. და მიეწია მას საზღვართა ჰერეთისათა და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთამცა ბრძანა საკრველთა მათგან განტევებაჲ მისი. და ვითარ ფრიად აწყინა, ბრძანა განტევებაჲ საკრველთაგან ოდენ. და ვითარ მოვიდა ჯოჯიკ, აღჰჴადა ჯაჭჳ იგი ქედსა მისსა, ხოლო ბორკილთაჲ არა თავს იდვა წმიდამან შუშანიკ ვიდრე აღსასრულამდე მითურთ."

) რაზე დაითანხმა ჯოჯიკმა ვარსქენი?


52. "რამეთუ ექუსი წელი ციხესა მას შინა აღასრულა და წესიერებითა საღმრთოჲთა ყუაოდა: მარხვითა, მარადის მღჳძარებითა, ზედგომითა, თაყუანის-ცემითა უწყინოდ და კითხვითა წიგნთაჲთა მოუწყინებელად. განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხჱ სულიერითა მით ქნარითა."

) რა წესს აღასრულებდა შუშანიკი ციხეში?

) რითი გააბრწყინა მან ციხე და რა იგულისხმება ამ გამოთქმაში? (ციტირება დაუშვებელია)


53. "და მიერითგან განითქუა ყოველსა ქართლსა საქმჱ მისი. და მოვიდოდეს მამანი და დედანი აღნათქუემთა შეწირვად და, რაჲ ვის უჴმდა, მიემადლებოდა წმიდითა ლოცვითა ნეტარისა შუშანიკისითა, რომელსა მოსცემდა მას კაცთ-მოყუარე ღმერთი: უშვილოთა შვილი, სნეულთა კურნებაჲ, ბრმათა თუალთა ა[ღ]ხილვაჲ."

) რატომ მოდიოდა ხალხი შუშანიკთან?

) რა სასწაულებს აღასრულებდა შუშანიკი?


54. "ხოლო წმიდამან შუშანიკ ნაცვლად ჭიჭნაუხტისა საქმისა დიდითა გულს-მოდგინებითა ჴელთა აღიხუნა დავითნი და მცირედთა დღეთა შემდგომად ასერგასისნი იგი ფსალმუნნი დაისწავლნა, რომლითა იგი დღჱ და ღამჱ ზესკნელისა მის მეუფისა მიმართ სათნოსა მას გალობასა შესწირვიდა ცრემლით."

) რა არის ჭიჭნაუხტი საქმე?

) რისი კრებულია დავითნი?

) განმარტეთ რას ნიშნავს: მცირედთა დღეთა შემდგომად ასერგასისნი იგი ფსალმუნნი დაისწავლნა.


55. "და უთხრეს ნეტარსა შუშანიკს, ვითარმედ “შვილნი იგი შენნი მიაქცინა მოგობასა”. მაშინ იწყო თაყუანის-ცემად ღმრთისა მიმართ ტირილითა დიდითა და თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა. სულთითქუნა და თქუა: “გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნეს-ვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და მე დამიცევ საქმეთაგან მტერისათა”. 

) რა არის მოგვობა?

) რა თქვა შუშანიკმა, როდესაც გაიგო, რომ მის შვილებს ცეცხლთაყვანისმცემლობა მიეღოთ. (ციტირება დაუშვებელია).


56. "და მე მივედ და ვიხილე წმიდაჲ შუშანიკ დამშრშალი და დაბუშებული ტირილითა. და რამთუ მოეძღუანა წმიდასა მას ეპისკოპოსსა საზრდელი და ვითარ ფრიად ვაიძულე, მცირედ ოდენ გემოჲ იხილა და ვჰმადლობდით ღმერთსა. და ვიდრე მუნ ჟამადმდე მოვიდიან შვილნი იგი მისნი ხილვად დედისა თჳსისა; ხოლო რაჟამს მიაქცინეს და უვარ-ყვეს ღმერთი, ვერღარა იკადრეს ხილვად მისა, არამედ სახელიცა მათი სძაგდა სმენად."

) ვინ უგზავნიდა შუშანიკს საჭმელს ციხეში?

) რომელი სიტყვები გამოხატავს - ვერ გაბედეს მისი ნახვა?


57. "და მერმე მოციქულნი მოავლინნა პიტიახშმან და ჰრქუა: “ანუ ნებაჲ ჩემი ყავ და მოვედ ტაძრად; უკუეთუ არა მოხვიდე შინა, ჩორდ წარგცე შენ ანუ კარად კარაულითა”. ხოლო წმიდამან შუშანიკ მიჰრქუა ესრეთ: “უბადოო და უგულისჴმოო, ხოლო მე თუ კარად ანუ ჩორდ წარმცე, ვინ უწყის, თუ მუნ კეთილსა რასმე შევემთხჳო და ბოროტსა ამას განვერე."

) რით დაემუქრა ვარსქენი შუშანიკს, თუ ის სახლში არ დაბრუნდებოდა?

) შუშანიკის რა თვისება ჩანს ამ ეპიზოდში?


58. "და გულსა ეტყოდა პიტიახში იგი სიტყუათა მათთჳს, ვითარ-იგი ჰრქუა მას, ვითარმედ “ვინ უწყის, თუ კეთილსა რასმე მივემთხჳო”, ვითარმედ “ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ეცოლოს”. და მიერითგან არღარავინ მიავლინა მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ ბოროტთა მათ გუემათა და თმენათათჳს იტყოდა, რაჲთამცა სათნო-ეყო ღმერთსა."

) რატომ გადაიფიქრა ვარსქენმა შუშანიკის ჩორდში წარგზავნა?

) რატომ იტანდა შუშანიკი განუზომელ ტანჯვას?


59. "ხოლო პიტიახშმან გამოარჩია ძუძუჲს-მტჱ მისი საკუთარი, რაჲთა მოიყვანოს იგი ტაძრად. და ვითარცა ჰრქუა კაცმან მან: “ისმინე ჩემი და ჩამოვედ ტაძრად, და ნუ აოჴრებ სახლსა მას თქუენსა”, ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ: “არქუ მას უღმრთოსა, ვითარმედ “შენ მომკალ და მარქუ მე: ცოცხალითა ფერჴითა არა გამოხვიდე შენ მაგიერ ციხით”. ხოლო აწ, უკუეთუ შემძლებელ ხარ მკუდარსა აღდგინებად, პირველად დედაჲ შენი აღადგინე, რომელი ურდს დამარხულ არს, გარნა თუ მისა ვერ შემძლებელ ხარ აღდგინებად, ვერცა ჩემდა შემძლებელ ხარ განყვანებად, გარნა თრევით გამითრიო“. და ვითარცა მიუთხრეს პიტიახშსა სიტყუაჲ იგი და მან თქუა: “ნანდჳლვე ვთქუ ეგე!”. 

) ვინ მიუგზავნა შუშანიკს ვარსქენმა?

) რა პასუხით გამოისტუმრა შუშანიკმა ვარსქენის მოციქული.


60. "და მეორესა დღესა შემო-ვინმე-ვიდა და ჰრქუა წმიდასა შუშანიკს: ”კეთილად მიუგე მას სიტყუაჲ იგი, რამეთუ მაგით სახით ეგულებოდა შეტყუვილი შენი და მას სხუაჲ ზრახვაჲ გულსა მოეჴადა სიბოროტისაჲ შენთჳს”. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მას: “და შენ ღმერთი ძილსა შინა ნუ გგონიეს, რომელმან განუმზადნის სიტყუანი პირსა კაცისასა, რამეთუ იტყჳს თჳთ უფალი: “მე მიუგო სიტყუაჲ თქუენ წილ”. 

) ვინ გადაუხდის ბოროტ ადამიანს სამაგიეროს?


61. "და ვითარცა აღივსებოდა მეექუსჱ იგი წელი საპყრობილესა მას შინა, ჯეკმა დამაშურალობითა შრომათა მათ შინა სიმჴნისა მისისაჲთა სენი სნეულებისაჲ მოიწია მის ზედა, რომელსა-იგი წინაჲსწარ უღაღადებდი და ვეტყოდე, ვითარმედ “ნუ ჯეკმა, რამეთუ დაუმძიმებ ჴორცთა მაგათ ზედა, რამეთუ ვერ დაგითმონ და მერმე ვერღარას შემძლებელ იყო ყოფად რაჲსმე საქმედ კეთილსა ეგოდენითა მაგით ფიცხლად მარხვითა და მარადის ზედგომითა და ღამე ყოველ დაშურომითა, ფსალმუნებითა და გალობითა”. და არცაღა მცირედ სადა სცა ჴორცთა მისთა განსუენებაჲ, და შეიქმნა და დადნა ვითარცა ავლი."

) რას ურჩევს ხუცესი დედოფალს? (ციტირება დაუშვებელია)

) რა დაემართა შუშანიკს ამდენი ღვაწლისგან?


62. "ხოლო დიდთა მათ მარხვათა აღვსებისათა ერგასისთა მათ დღეთა, ექუსთა წელთა შინა არცა დღისი, არცა ღამჱ არა დაჯდის ქუე, არცა დაიძინის, არცა საჭმელი რაჲ მიიღის, გარნა დღესა ხოლო კჳრიაკესა ეზიარის ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისასა; და მცირედ ოდენ წუენი მხალისა შექმნული - იგიცა მცირედ - მიიღის, ხოლო პურისა გემოჲ არა იხილის, ვიდრე აღვსებადმდე."

) რომელი ქრისტიანული საიდუმლოა მოხსენიებული ამ ეპიზოდში?


63. "და მიერ დღითგან, ვინაჲთგან პყრობილ-ყვეს იგი ციხესა მას შინა, სასთაულსა ზედა თავი არა მიდვის, გარნა ალიზი ერთი დაიდვის სასთუნალ და ქუესაგებელად იყო გირჯაკი ერთი ძუელი და კაცთა თუალსა - სასთაული ერთი ხალენისა უცნ სასთუნლით კერძო. და თაყუანის-საცემელად კილიკი ერთი მცირჱ ქუე წარუგდებიედ, და გრწყილი და ტილი მოუგონებელი ადგილსა მას დასხმულ იყო."

) განმარტეთ შემდეგი სიტყვები: სასთაულსა ზედა თავი არა მიდვის.

) რა არის: ალიზი, გირჯაკი, კილიკი?


64. "ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი იგი მჴურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, რომლისა მკჳდრნიცა მის ადგილისანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყვითლებულნი, დაწერტილნი და დამჭნარნი და დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირ-მსივანნი და დღე-მოკლედ ცხორებულნი; და მოხუცებული არა ვინ არს მათ ქუეყანათა. და ესეთსა მას ციხესა შინა ექუს წელ პყრობილ იყო და მძიმეთა მათ საკრველთა შინა ადიდებდა ღმერთსა."

) როგორი ჰავა იყო იმ მიდამოებში? 

) რამდენი წელი გაატარა შუშანიკმა ამ ყოფაში?


65. "და ვითარცა მეშჳდჱ წელი დადგებოდა, მოიწია წმიდისა და სამგზის სანატრელისა შუშანიკის ზედა წყლულებაჲცა ჴორცთა მისთაჲ და დაუცხრომელად შრომათა მათ გამო დაუსივდეს ფერჴნი მისნი და თხრამლი აღმოსდიოდა ადგილდ-ადგილდ. და წყლულებანი დიდ-დიდნი იყვნეს და მატლიცა დასხმულ იყო წყლულთა მათ, რომელ-იგი აღიღო ჴელითა თჳსითა და მიჩუენებდა მე და ჰმადლობდა ღმერთსა. და თქუა: “ხუცეს, ნუ მძიმე გიჩნ ესე, რამეთუ მუნ იგი მატლი უდიდჱს არს და არა მოკუდების”.

) რა მდგომარეობაში იყო შუშანიკი ამ დროისთვის?

) როგორია, შუშანიკის აზრით, ის მატლები, რომელიც მის სხეულს ეხვევა?


66. "და მე, ვითარცა ვიხილე მატლი იგი, მოუგონებელად დიდად მწუხარე ვიყავ და ვტიროდე ფრიად. მრქუა მე რისხვით: “ხუცეს, რად მწუხარე ხარ? ვიდრე უკუდავთა მათ მატლთა შეჭმასა, უმჯობეჱს იყავნ ამათ მოკუდავთა შეჭმა აქავე ამას ცხორებასა”. და მე მიუგე და ვარქუ: “ძაძისა სამოსელი მცირედღა შეგერაცხაა საგუემელად? და აწ მატლთა მაგათთჳს მხიარულ ხარ!”. და მან მრქუა მე ქენებით: “ნუვის თანა იტყჳ ძაძისა სამოსლისათჳს ცხორებასა ჩემსა, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ უბადრუკთა ამათ ჴორცთა ჩემთაჲ”. რამეთუ შინაგან ძაძაჲ ემოსა და არავინ იცოდა ჩემსა გარეშე, ხოლო გარეგან კაცთა თუალსა ანტიოქიისა პალეკარტი ემოსა."

) რასთანაა შედარებული უკვდავი მატლნი

) რა საიდუმლოს შენახვა სთხოვა შუშანიკმა ხუცესს.

) რატომ ფარავდა შუშანიკი ძაძს.

) რა არის პალეკარტი?


67. "და ვითარცა ესმა ჯოჯიკს, ვითარმედ მიახლებულ არს ნეტარი დედოფალი წმიდაჲ შუშანიკ სიკუდილდ, წარვიდა და თანა წარიყვანნა ცოლი და შვილნი და მონა-მჴევალნი მისნი. და მივიდა ციხედ ხილვად სანატრელისა შუშანიკ მარტჳლისა. და ვითარცა მიიწია, მძლავრ შე-ხოლო-ვიდა და თაყუანის-სცა პატიოსანსა ჯუარსა და მოიკითხა წმიდაჲ შუშანიკ, თან-დაუჯდა და ჰკითხვიდა სალმობათა მათთჳს. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: “კეთილ ვარ, ვითარ ღმერთსა უნებს, არამედ ყოველთა წარსავალსა მას გზასა მეც წარვალ”.

) ვინ მოინახულა დედოფალი სიკვდილის წინ?

) რა გზაზე საუბრობს შუშანიკი?


68. "წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: “უკუეთუ ეგე ეგრეთ ჰყო შენ, უკუდავ მექმნე მე მაგით სიტყჳთა და ღმერთმან შესძინენ დღეთა ცხორებისა შენისათა”. და მერმე, ვითარ შეატყუა ჯოჯიკ, ვითარმედ მას დღესა განვალეს წმიდაჲ იგი ჴორცთა ამათგან, ჰრქუა: “მაკურთხე მე და ცოლი ჩემი, მჴევალი შენი, და შვილნი ჩემნი და მონა-მჴევალნი ჩემნი, და, თუ რაჲმე შეგცოდეთ ვითარცა კაცთა საწუთროჲსათა და სოფლის მოყუარეთა, მოგჳტევენ და ნუ მოიჴსენებ მედგრობათა ჩემთა”.

) რა სთხოვა ჯოჯიკმა შუშანიკს?

) ამოიწერეთ ფრაზა, სადაც ჯოჯიკმა შეატყო, რომ შუშანიკი მალე მოკვდება.


69. “განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ სადა-იგი არა არს თუალღებაჲ, წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაჲსა და მეუფისა მის მეუფეთაჲსა, სადა არა არს რჩევაჲ მამაკაცისა და დედაკაცისაჲ, სადა მე და მან სწორი სიტყუაჲ ვთქუათ წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა; მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო, შუენიერებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა. და ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის. ხოლო მე აწ ამას ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა მე ლხინებაჲ ვპოო, და გუემათა და თრევათა მისთათჳს მე განსუენებასა მივემთხჳო, და უგულისჴმოებისა და უწყალოებისა მისისათჳს მე წყალობასა მოველი იესუ ქრისტჱს მიერ უფლისა ჩემისა”.

) სად განისჯებიან შუშანიკი და ვარსქენი?

) რა ბრალდებას უყენებს შუშანიკი ვარსქენს?

) რა გზით მიიღებს შუშანიკი იმქვეყნიურ ლხენას?


70. “ესე ყოველი ცხორებაჲ ვითარცა ყუავილი ველთაჲ წარმავალ არს და დაუდგრომელ, და ვინ სთესა - მოიმკო და ვინ განაბნია გლახაკთათჳს - შეიკრიბა, და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი, მან პოოს იგი, რომელმან ადიდა იგი”. და უჯმნნა და გამოგზავნნა იგინი მშჳდობით."

) როგორია შუშანიკის აზრით, ცხოვრება (ციტირება დაუშვებელია)

) რა ელოდებათ სასუფეველში გლახაკებსა და ტანჯულებს (ციტირება დაუშვებელია)


71. "მერმე, შემდგომად ჯოჯიკისა, მოიწია თავი იგი ეპისკოპოსთაჲ სამოელ და იოვანე ეპისკოპოსი, მისივე მოყუასი, რომელ-იგი იყვნეს განმამტკიცებელ და დიდად დამაშურალ, სახლეულითურთ თანაყოფით იყვნეს მონა, და მონაწილე იყვნეს და თანაზიარ შრომათა მისთა; მადლობით წარჰგზავნიდეს ნავთსადგურისა მის მიმართ ქრისტჱსისა. მსგავსად მისვე სახისა აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი, აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი მოვიდეს. ეგრეთვე, რომელნი-იგი გულს-მოდგინებით მონაწილე ყოფილ იყვნეს შრომათა მათ მისთა სანატრელობით, ვითარცა ახოვანსა მჴნესა მიჰვედრიდეს ქრისტესა."

) რა სოციალური ფენებია ჩამოთვლილი ამ ეპიზოდში (გადმოეცით თქვენი სიტყვებით).


72. "და მოიწია დღჱ იგი წოდებისა მისისაჲ. და მოუწოდა ეპისკოპოსსა მისისა სახლისასა აფოცს და მადლსა მისცემდა მისა მიმართ მოწლეობისა მისისათჳს ვითარცა მამასა და მამა-მძუძესა. შემვედრა მე, კაცი ცოდვილი და გლახაკი ესე და შეჰვედრებდა ნეშტთა მათ ძუალთა მისთასა და უბრძანებდა დასხმად ადგილსა მას. ვინაჲცა-იგი პირველად გამოითრიეს და ეტყოდა: “უკუეთუ ღირს რჲმე ვარ უკუანაჲსკნელი ესე მეათერთმეტჱ მოქმედი ვენაჴისაჲ, იყვენით ყოველნი კურთხეულ უკუნისამდე ჟამთა.”

) რას ნიშნავს: დღჱ იგი წოდებისა მისისაჲ?

) რა იყო შუშანიკის უკანასკნელი სურვილი.

) განმარტეთ ეს ფრაზა “უკუეთუ ღირს რჲმე ვარ უკუანაჲსკნელი ესე მეათერთმეტჱ მოქმედი ვენაჴისაჲ, იყვენით ყოველნი კურთხეულ უკუნისამდე ჟამთა”.


73. "და ჰმადლობდა ღმერთსა და თქუა: “კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშჳდობით მას ზედა დავწევ და დავიძინე”. და შეჰვედრა სული თჳსი უფალსა ყოველთა შემწყნარებელსა

) რომელი სიტყვები გამოხატავს გარდაცვალებას?


74. "და აღსრულებაჲ მისი თთუესა ოკდონბერსა ათჩჳდმეტსა, საჴსენებელსა წმიდათა მათ და სანატრელთა მოწამეთა კოზმან და დამიანჱსთა. და დღჱ ხუთშაბათი იყო, რომელსა განვაწესეთ საჴსენებელი წმიდისა შუშანიკისი სადიდებლად და საქებელად ღმრთისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომლისა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე"

) დაასახელეთ შუშანიკის გარდაცვალების თარიღი.


75. "რამეთუ რაჟამს წარდგა იგი წინაშე სპარსთა მეფისა, არა თუ პატივისა მოღებისათჳს, არამედ ძღუნად თავსა თჳსსა შესწირვიდა მეფისა მის მიმართ უვარის-ყოფითა ჭეშმარიტისა ღმრთისაჲთა და თაყუანის-სცემდა ცეცხლსა, რამეთუ ყოვლით კერძოვე თავი თჳსი ქრისტჱსგან განაგდო."

) ვინ წარსდგა სპარსეთის მეფის წინაშე?


76. “უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ”.

) ვინ ვის ეუბნება ამ სიტყვებს?


77. “საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა არტოშანი და შეერთო იგი უღმრთოთა”.

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


78. ”უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა”.

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


79. "ჩუენ ესე ყოველი: მოსლვაჲ პიტიახშისაჲ და საქმენი დედოფლისანი. ხოლო ჩუენ აღვივსენით მწუხარებითა და დიდითა ტირილითა ვტიროდეთ განმწარებულნი ცოდვათა ჩუენთა წარმოჩინებისათჳს."

) რომელი პერსონაჟები იგულისხმებიან სიტყვაში - ჩვენ?


80. “ღუაწლსა დიდსა შესლვად ხარ, დედოფალო, ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტჱსსა, ნუუკუე მტერმან ვითარცა სრსჳლმან საძოვარი პოოს შენ თანა”.

) ვინ ეუბნება ამ სიტყვებს შუშანიკს?


81. "მეცა დიდსა ღუაწლსა განმზადებულ ვარ”. და მე ვარქუა მას: “ეგრეთ არს, მჴნე იყავ, მოთმინე და სულგრძელ”. ხოლო მან მრქუა მე: “ჩემდა მარტოჲსა არიან ჭირნი ესე”. ხოლო მე ვარქუ მას: “ ჭირი შენი. ჭირი ჩუენი არს და სიხარული შენი, სიხარული ჩუენი არს. ჩუენი არა ხოლო თუ დედოფალი ოდენ იყავ, არამედ ჩუენ ყოველთა ვითარცა შვილთა გუხედევდ”.

) რომელ პერსონაჟებს შორის შედგა დიალოგი?


82. “ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენი”. 

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


83. “მწარე გონებაჲ აქუს მას, გუემასა და ტანჯვასა დიდსა შეგაგდოს შენ”. ხოლო მან მრქუა მე: “უმჯობჱს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ; რამეთუ მასმიეს მე პავლჱს მოციქულისაგან: “არა დამონებულ არს ძმაჲ, გინა დაჲ, არამედ განეყენენ”. და მე ვთქუ: ”ეგრეთ არს”.

) რომელი პერსონაჟები საუბრობენ?


84. “ესევითარი სახლი მშჳდობისაჲ ვითარ საწყალობელ იქმნა და სიხარული მწუხარებად გარდაიქცა!”. 

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


85. “მე ვითარ მიცნობიეს, ცოლი შენი განდგომილ არს შენგან. და მე გეტყჳ შენ: ნუ რას ფიცხელსა სიტყუასა ეტყჳ მას, რამეთუ დედათა ბუნებაჲ იწრო არს”. 

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


86. “აწ ნუ რას მერიდებით მე და ნუცაღა გძაგ”. და ჩუენ მიუგეთ და ვარქუთ: “წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ”. მაშინღა იწყო სიტყუად და თქუა: “რაჲსა ჴელ-იწიფა ჩემ ზედა ცოლმან ჩემმან ესევითარისა საქმედ? აწ მივედით და არქუთ, ვითარმედ “შენ ჩემი ხატი დაამჴუ, და საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ, და შენი ადგილი დაგიტევებიეს, და სხუად წარსულ ხარ”.

) რომელი პერსონაჟები საუბრობენ?


87. “არა თუ მე აღმემართა ხატი იგი და მემცა დავამჴუ. ხოლო მამამან შენმან აღჰმართნა სამარტჳლენი და ეკლესიანი აღაშჱნნა, და შენ მამისა შენისა საქმენი განჰრყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი; მამამან შენმან წმიდანი შემოიხუნა სახიდ თჳსა, ხოლო შენ დევნი შემოიხუენ; მან ღმერთი ცათაჲ და ქუეყანისაჲ აღიარა და ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის-ეც. და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ გყავ. და თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა”. 

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს დავინ გადასცა ეს სიტყვები პიტიახშს?


88. “ესრეთ არქუთ: აღდეგ და მოვედ ადგილსა თჳსსა და ნუ ეგევითარი გონებაჲ გიპყრიეს! უკუეთუ არა, თრევით მოგითრიო”. 

) ვარსქენის ეს სიტყვები ვინ გადასცა დედოფალს?


89. “უწყი მე, აწ მოავლინნეს მსახურნი და თრევით წარგიყვანოს შენ”. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: “უკუეთუ შემკრას და მითრიოს, მიხარის, რამეთუ მით სახითა იყოს განჩინებაჲ ჩემი მისგან”.

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


90. და ვითარცა ფრიად აურვებდეს მას, აღდგა წმიდაჲ და ნეტარი შუშანიკ და თანა წარიტანა ევანგელჱ თჳსი და ტირილით ესრეთ იტყოდა: “უფალო ღმერთო, შენ უწყი, ვითარმედ მე გულითად სიკუდილდ მივალ”.

) ვინ აწუხებდა შუშანიკს?


91. “უფალო ღმერთო, არცა მღდელთაგანი ვინ იპოვა მოწყალჱ, არცა ერისა კაცი ვინ გამოჩნდა შორის ერსა ამას, არამედ ყოველთა მე სიკუდილდ მიმითუალეს მტერსა ღმრთისასა ვარსქენს”.

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


92. “დღეს მე და ჯოჯიკ და ცოლმან მისმან ერთად პური ვჭამოთ, ხოლო სხუასა ნუ ვის უფლიედ ჩუენ თანა შემოსლვად”. 

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


93. “ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!”. და განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალეწა და ღჳნოჲ იგი დაითხია.

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


94. "მაშინ იწყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თჳსითა დასთრგუნვიდა მას; და აღიღო ასტამი, და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა; და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდა და თმითა მიმოითრევდა, ვითარცა მჴეცი მძჳნვარჱ ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი. 

) ვინ მიეშველა ამ ეპიზოდში შუშანიკს?


95. "მჴურვალედ ევედრებოდა მას, რაჲთამცა საკრველთა მათგან განეტევა წმიდაჲ შუშანიკ. და ვითარ ფრიად ევედრებოდა, ბრძანა განტევებაჲ მისი და სენაკსა ერთსა შეყვანებაჲ და კრძალულად დაცვაჲ მისი ერთითა მსახურითა და რაჲთა სხუაჲ არვინ შევიდეს ხილვად მისა, - არცა მამაკაცი, არცა დედაკაცი."

) ვინ ევედრებოდა პიტიახშს, შუშანიკისთვის ბორკილი აეხსნა.


96. "ვითარცა ცისკარ ოდენ იყო, იკითხა და თქუა მსახურისა მიმართ მისისა, ვითარმედ: “წყლულებისა მისგან ვითარ არს?”. ხოლო მან ჰრქუა მას: “ვერ განსარინებელ არს იგი”. მაშინ თჳთ შევიდა და იხილა იგი და დაუკჳრდა დიდძალი იგი სიმსივნჱ მისი."

) ვინ მოიკითხა შუშანიკი ამ ეპიზოდის მიხედვით?


97. “მე ხოლო მარტოჲ შემიტევე და ვიხილო წყლულებაჲ იგი მისი”. ხოლო მან მრქუა მე: “ნუუკუე ცნას და მომკლას მე”. და მე ვრქუ მას: “უბადრუკო, არა მისი განზრდილი ხარა? და თუცა მოგკლას შენ მისთჳს, რაჲ არს?!”. მაშინ შემიტევა მე ფარულად.

) რომელი პერსონაჟები საუბრობენ?


98. “მიბრძანე და მოგბანო სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელი თუალთა შენთა შთაცუეულ არს, და სალბუნი და წამალი დაგდვა, რაჲთა, ჰე, ღამე თუ განიკურნო!”. 

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


99. “ხუცეს, მიუძღუანოა სამკაული ესე მისი? ნუუკუე ითხოვდეს, რამეთუ მე ამას ცხორებასა არღარად მეჴმარების”. ხოლო მე ვარქუ: “ნუ რას ისწრაფი, იყოს შენ თანა”. 

) ვისთვის უნდა მიეძღვნა შუშანიკს სამკაული?


100. "მან მრქუა: “უწესს პიტიახში”. და მე დამიკჳრდა, თუ “რაჲსა-მე მიწესს ამას ჟამსა”. და მივისწრაფე და მივედ."

) ვინ და ვისი პირიტ უხმობს პიტიახშს?


101. “იპოოს ვინმე, რომელმან განკაფოს იგი. მივედ და მომართუ იგი ყოველივე, რაჲცა რაჲ"

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


102. “გამომეც ცოლი ჩემი, რად განმაშორებ ჩემგან?”. 

) ვის სთხოვს ვარსქენი ცოლის დაბრუნებას?


103. “აჰა ეგერა, არა გერგო შენ ეკლესიაჲ შენი და არცა ზურგნი ეგე შენნი ქრისტიანენი, და უფალი იგი მათი”. 

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


104. "მას ჟამსა, რომელსა გამოჰყვანდა იგი ტაძრით, და უნდა, რაჲთამცა ჰრქუა, თუ “მტკიცედ დეგ!”. და თუალი ჰკიდა პიტიახშმან, სხუაჲ ვეღარაჲ სცალდა სიტყუად, ესთენ ოდენ ჰრქუა: “მტკი..” და დადუმნა ხოლო და სივლტოლად იწყო სწრაფით"

) ვიზეა საუბარი ამ ეპიზოდში?


105. “ნუ სტირთ, ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვასა მომიჴსენეთ. და ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან ამიერითგან, რამეთუ არღარა მიხილოთ ცოცხალი გამოსრული ციხით”.

) ვის მიმართავს შუშანიკი?


106. “შენდა ეგდენ ყოფად არს ფერჴითა შენითა სლვაჲ, რამეთუ ცოცხალი არღარა გამოსლვად ხარ, გარნა თუ ოთხთა გამოგიღონ”. 

) სად ეუბნება ვარსქენი შუშანიკს ამ სიტყვებს?


107. “უფალო, სიკუდილდ კერძო უფრო საგონებელ არს, ვიდრე სიცოცხლით, რამეთუ შიმშილითა უფროჲს ხოლო მოკუდების, რამეთუ არარას მიიღებს საზრდელსა”. 

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


108. “რაჟამს დაღამდეს, მოვედ შენ ხოლო მარტოჲ”. 

) ვინ ვის ეუბნება ამ სიტყვებს?


109. “გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნეს-ვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და მე დამიცევ საქმეთაგან მტერისათა”.

) როდის ამბობს შუშანიკი ამ სიტყვებს?


110. "და მე მივედ და ვიხილე წმიდაჲ შუშანიკ დამშრშალი და დაბუშებული ტირილითა. და რამთუ მოეძღუანა წმიდასა მას ეპისკოპოსსა საზრდელი და ვითარ ფრიად ვაიძულე, მცირედ ოდენ გემოჲ იხილა და ვჰმადლობდით ღმერთსა. და ვიდრე მუნ ჟამადმდე მოვიდიან შვილნი იგი მისნი ხილვად დედისა თჳსისა; ხოლო რაჟამს მიაქცინეს და უვარ-ყვეს ღმერთი, ვერღარა იკადრეს ხილვად მისა, არამედ სახელიცა მათი სძაგდა სმენად."

) სად ხდება ეს ეპიზოდი?


111. “ვინ უწყის, თუ კეთილსა რასმე მივემთხჳო”, ვითარმედ “ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ეცოლოს”. 

) ვის ეუბნება ვარსქენი ამ სიტყვებს?


112. "ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ: “არქუ მას უღმრთოსა, ვითარმედ “შენ მომკალ და მარქუ მე: ცოცხალითა ფერჴითა არა გამოხვიდე შენ მაგიერ ციხით”. ხოლო აწ, უკუეთუ შემძლებელ ხარ მკუდარსა აღდგინებად, პირველად დედაჲ შენი აღადგინე, რომელი ურდს დამარხულ არს, გარნა თუ მისა ვერ შემძლებელ ხარ აღდგინებად, ვერცა ჩემდა შემძლებელ ხარ განყვანებად, გარნა თრევით გამითრიო“. და ვითარცა მიუთხრეს პიტიახშსა სიტყუაჲ იგი და მან თქუა: “ნანდჳლვე ვთქუ ეგე!”. 

) ვის ესაუბრება შუშანუკი?


113. ”კეთილად მიუგე მას სიტყუაჲ იგი, რამეთუ მაგით სახით ეგულებოდა შეტყუვილი შენი და მას სხუაჲ ზრახვაჲ გულსა მოეჴადა სიბოროტისაჲ შენთჳს”. ჰრქუა მას: “და შენ ღმერთი ძილსა შინა ნუ გგონიეს, რომელმან განუმზადნის სიტყუანი პირსა კაცისასა, რამეთუ იტყჳს თჳთ უფალი: “მე მიუგო სიტყუაჲ თქუენ წილ”. 

) რომელი პერსონაჟები საუბრობენ?


114. “ნუ ჯეკმა, რამეთუ დაუმძიმებ ჴორცთა მაგათ ზედა, რამეთუ ვერ დაგითმონ და მერმე ვერღარას შემძლებელ იყო ყოფად რაჲსმე საქმედ კეთილსა ეგოდენითა მაგით ფიცხლად მარხვითა და მარადის ზედგომითა და ღამე ყოველ დაშურომითა, ფსალმუნებითა და გალობითა”. 

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


115. “ხუცეს, ნუ მძიმე გიჩნ ესე, რამეთუ მუნ იგი მატლი უდიდჱს არს და არა მოკუდების”.

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


116. "მივიდა ციხედ ხილვად სანატრელისა შუშანიკ მარტჳლისა. და ვითარცა მიიწია, მძლავრ შე-ხოლო-ვიდა და თაყუანის-სცა პატიოსანსა ჯუარსა და მოიკითხა წმიდაჲ შუშანიკ, თან-დაუჯდა და ჰკითხვიდა სალმობათა მათთჳს. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: “კეთილ ვარ, ვითარ ღმერთსა უნებს, არამედ ყოველთა წარსავალსა მას გზასა მეც წარვალ”.

) გაიხსენეთ, რომელ პერსონაჟზეა საუბარი.


117. "წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: “უკუეთუ ეგე ეგრეთ ჰყო შენ, უკუდავ მექმნე მე მაგით სიტყჳთა და ღმერთმან შესძინენ დღეთა ცხორებისა შენისათა”. 

) ვის ეუბნება დედოფალი ამ სიტყვებს?


118. “მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო, შუენიერებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა. და ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის. ხოლო მე აწ ამას ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა მე ლხინებაჲ ვპოო, და გუემათა და თრევათა მისთათჳს მე განსუენებასა მივემთხჳო, და უგულისჴმოებისა და უწყალოებისა მისისათჳს მე წყალობასა მოველი იესუ ქრისტჱს მიერ უფლისა ჩემისა”.

) ვინ ამბობს ამ სიტყვებს?


119. “ესე ყოველი ცხორებაჲ ვითარცა ყუავილი ველთაჲ წარმავალ არს და დაუდგრომელ, და ვინ სთესა - მოიმკო და ვინ განაბნია გლახაკთათჳს - შეიკრიბა, და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი, მან პოოს იგი, რომელმან ადიდა იგი”. და უჯმნნა და გამოგზავნნა იგინი მშჳდობით."

) ვინ ვის ეუბნება ამ სიტყვებს?


120. ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი და მჴურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი..."

) რას აღწერს ავტორი?

 

ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ავტორი: ქეთევან ქურდოვანიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ