დიდმარხვის დღეებში ნეტარი შუშანიკი ეკლესიაში წავიდა და მის მახლობლად პატარა სენაკი მოიძია და იქ განმარტოვდა მარხვით, ლოცვითა და ტირილით.
აღდგომის ორშაბათს პიტიახში ბრძოლიდან დაბრუნდა, ეშმაკი უმღვრევდა გულს. წავიდა ვარსქენი ეკლესიაში და ეპისკოპოს აფოცს ცოლის დაბრუნება მოსთხოვა, თანაც უშვერი სიტყვებით იგინებოდა და ღმერთს გმობა.
ერთმა მღვდელმა სცადა შუშანიკის დაცვა და ვარსქენის შეჩერება. მძვინვარე პიტიახშმა კი კვერთხი ჩაარტყა მღვდელს ზურგში და ისიც დადუმდა.
ტალახსა და ეკლებში მოათრევდა ვარსქენი შუშანიკს ეკლესიიდან სასახლემდე. დედოფალი მკვდარს ჰგავდა - ადგილ-ადგილ ეკალბარდი დაჰფენოდა და სამოსელი და ხორცი მკერდზე წვრილ-წვრილად გადაჰგლეჯოდა.
სასახლეში ვარსქენმა მისი შეკვრა და ცემა ბრძანა. როდესაც დედოფალს სამასჯერ დაარტყეს ჯოხი, მას არც კი დაუკვნესია. ვარსქენმა ბრძანა, მისთვის კისერზე ჯაჭვი დაედოთ და ციხეში ჩაეგდო, რათა დედოფალი მომკვდარიყო.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • შუშანიკის წამება/შინაარსი |