და მას მერე მთელს ქართლს მოედო შუშანიკის საქმეები. მიჰქონდათ დედოფალთან ქალსა და კაცს აღთქმული შესაწირავი და ვისაც რა სჭირდებოდა, ეძლეოდა ნეტარი შუშანიკის წმიდა ლოცვით: უშვილოებს - შვილი, ავადმყოფებს - კურნება, ბრმებს - თვალის ჩინი.
იყო ერთი სპარსი მოგვი ქალი, კეთრით დაავადებული. მივიდა იგი წმინდა შუშანიკთან, რომელმაც ურჩია უარეყო მოგვობა, ქრისტიანად მონათლულიყო და წასულიყო იერუსალიმში.
ქალმა გულმოდგინედ შეითვისა ყოველივე და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით წარემართა იერუსალიმში და მართლაც განიკურნა ავადმყოფობისგან.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • შუშანიკის წამება/შინაარსი |