საპყრობილეში ყოფნის მეშვიდე წელს შუშანიკს სხეული დაუწყლულდა და დაუცხრომელი ღვაწლისგან ფეხები დაუსივდა. ჩირქი ამოსდიოდა ადგილ-ადგილ.
წყლულები დიდი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვეოდა, რომელსაც თავის ხელით იღებდა და ამბობდა, რომ სანამ უკვდავი მატლები შეგჭამენ, უმჯობესია, ამ ცხოვრებაში მოკვდავმა მატლებმა შეგჭამონო.
წმინდა შუშანიკმა სთხოვა მოძღვარს, რომ მას არავისთვის ეთქვა, რომ შუშანიკი უხეშ სამოსს ატარებდა, რადგან ჯერ ადრე იყო მისი უბადრუკი ხორცის დატოვება.
ხოლო ხალხის დასანახად დედოფალს ანტიოქიური უსახელო წამოსასხამი ეცვა.
სასკოლო ლიტერატურა • • • ![]() |