როდესაც შეიტყო ჯოჯიკმა, რომ ნეტარი დედოფალი, სიკვდილის პირას იყო, წავიდა მის სანახავად და თან წაიყვანა ცოლ-შვილი და მსახურები.
მან თაყვანი სცა პატიოსან ჯვარსა და მოიკითხა წმინდა შუშანიკი, შემდეგ მოინანია ყველა უკეთური საქმე, რაც ჩაუდენია, და შეევედრა წმინდა შუშანიკს მისთვის ელოცა და ღმერთისთვის შენდობა ეთხოვა.
წმინდანმა მიუტევა ცოდვები მას და მთელ მის ოჯახს, აკურთხა მისი ცოლ-შვილი და მონა-მხევალი, თანაც პატიება სთხოვა დედოფალს.
შუშანიკმა უსაყვედურა მათ გულგრილობა და სინანულით აღნიშნა, რომ არავინ მოიძებნა კაცთაგან, რომელმაც მისი ტკივილი გაიზიარა. ჯოჯიკმა თავი იმართლა, რომ ვერაფერი შეასმინა ვარსქენს.
შუშანიკმა კი თქვა, რომ უფალი განსჯიდა მტყუანსა და მართალს.
ამ სიტყვების გამგონენი მწარედ ატირდნენ.
მაშინღა აკურთხა წმინდანმა ჯოჯიკი, მისი ცოლ-შვილი, მონა-მხევალი და მისი სახლ-კარი. ასწავლა ღმერთისკენ სავალი გზა და უთხრა, რომ წუთისოფელი მინდვრის ყვავილივით წარმავალი და ცვალებადია.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • შუშანიკის წამება/შინაარსი |