ეს მოხდა სპარსთა მეფობის მერვე წელს. მაშინ ქართლის პიტიახში (მთავარი) ვარსქენი იყო.
მას ცოლად ჰყავდა სომეხთა მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანის ასული შუშანიკი.
ვარსქენმა გადაწყვიტა, წასულიყო ქალაქ კტესიფონში, პეროზ მეფის კარზე, უარი ეთქვა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და მაზდიანობა (ცეცხლთაყვანისმცემლობა ) მიეღო.
მართლაც ასე მოიქცა ქართლის მთავარი, პეროზ მეფეს სრული მორჩილების ნიშნად ასული სთხოვა ცოლად და აღუთქვა, რომ კანონიერ ცოლსა და შვილებსაც მის რჯულზე მოაქცევდა, ამას ამბობდა ისე, რომ შუშანიკისგან ნებართვა არ ჰქონდა.
მაშინ გაიხარა სპარსეთის მეფემ და ბრძანა, მისი ასული ვარსქენისთვის მიეთხოვებინათ.
სასკოლო ლიტერატურა • • • • • • შუშანიკის წამება/შინაარსი |