გრიგოლ ხანძთელი წარჩინებულ ოჯახში დაიბადა. იგი ნერსე ერისთავის ცოლის ძმისწული იყო და სიყრმიდან მის სახლში იზრდებოდა.
ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს ყმაწვილი ბავშვობიდანვე მისდევდა - მარხულობდა, განმარტოებით ცხოვრობდა, ლოცულობდა, მცირედ საზრდოს სჯერდებოდა, ხორცი და ღვინო კი არასოდეს უგემია.
განსაცვიფრებელი გახლდათ მისი განსწავლულობაც; ჯერ კიდევ სულ პატარამ დაისწავლა წმინდა წერილი (სახარება) და ფსალმუნები, სასულიერო წიგნები და ფილოსოფოსთა სწავლებანი და მრავალი ენა შეითვისა.
სათნო და განათლებული ახალგაზრდა ყველასგან გამოირჩეოდა და სახელიც მალე გაითქვა. აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ გრიგოლი მონაზვნობისთვის ემზადებოდა.
უნდოდა გრიგოლს მღვდლობა, მაგრამ ეშინოდა ასეთი პატივისა, ფრთხილობდა, ბოლოს მაინც დაემორჩილა ღვთის ნებას და მღვდლად ეკურთხა.
მთავრებმა და ნათესავებმა მისი ეპისკოპოსობაც მოინდომეს. მაშინ კი გრიგოლმა უარი თქვა ხორციელ პატივზე და უდაბნოში წასვლა გადაწყვიტა, რათა სწორედ იქ აღესრულებინა თავისი სამონაზვნო ვალი.
აღარც დაუყოვნებია, დეიდაშვილი საბა და კიდევ ორი ღვთისმოსავი ყმაწვილი თეოდორე და ქრისტეფორე დაიმოწაფა და უდაბნოსკენ მიმავალ გზას შეუდგა.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |